Pages

Wednesday, November 1, 2017

"გამყინვარება იწყება ევროპის კონტინენტზე... თბილისში -20 გრადუსს უნდა ველოდოთ" - ნინო ჩხობაძე ზამთრის პროგნოზზ

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" წარმომადგენლის ნინო ჩხობაძის თქმით, წლევანდელი ზამთარი განსაკუთრებით ცივი იქნება, რასაც მოწმობს ევროპელი ექსპერტების პროგნოზები. ამის შესახებ ექსპერტმა "რადიო პალიტრის" გადაცემა "მწვანე ზონას" ეთერში სტუმრობისას განაცხადა:

"ერთ-ერთი შვეიცარიელი ექსპერტის მიერ, საიდუმლოდაა გამხელილი მსოფლიოსთვის, რომ 2017 წელი იქნება ბოლო, როცა გვექნება მეტნაკლებად სტაბილური კლიმატი, შემდეგი წლიდან კი ცვლადების პროგნოზია. წლევანდელი ზამთარი უკვე ცივია. დაიდო ევროპული პროგნოზი და ტემპერატურა ძალიან დაეცემა, გოლფსტრიმმა უკვე შეიცვალა მიმართულებები - ეს ნიშნავს, რომ გამყინვარება იწყება ევროპის კონტინენტზე.



👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


მე მაქვს ინფორმაცია, რომ 
სომხეთის ჰიდრომეტცენტრმა გააკეთა განცხადება და არის ძალიან არასახარბიელო პროგნოზები, რომ ერევანში -30 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა. როგორც წესი ჩვენთან, მინუს 10 გრადუსია სომხეთთან შედარებით, ასე რომ თბილისში -20 გრადუსს უნდა ველოდოთ, რაც არის სერიოზული პრობლემაა თბილისისთვის და ზოგადად საქართველოსთვის. 

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


გახსოვთ ალბათ, 3 წლის წინ, როცა -15 გრადუსი იყო, დედაქალაქში კომუნიკაციების მიმართულებით სერიოზული პრობლემები შეიქმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც მშენებლები გვეუბნებიან, რაზეც ითვლება მშენებლობა ქალაქში, არის -8 გრადუსი ტემპერატურა, შესაბამისად მთელი ინფრასტრუქტურა, რაც გათვლილია -8 გრადუსზე, ხანგრძლივად ვერ გაუძლებს -15 გრადუს ტემპერატურას და სერიოზული ზიანი მიადგება ინფრასტრუქტურას" - ამბობს ნინო ჩხობაძე.

იხილეთ ვიდეო

No comments:

Post a Comment