👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანელი მილიარდერი,Virgin Group-ის დამაარსებელი რიჩარდ ბრენსონი კოსმოსში გამგზავრებას გეგმავს. ბიზნესმენის თქმით, ჩანაფიქრის განხორციელებას 7 თვეში აპირებს. ამის შესახებ rusreality წერს.
მანამდე Virgin Group-მა მისი კუთვნილი ტურისტული ხომალდი SpaceShipTwo დატესტა და ახლა მოსალოდნელია, რომ ხომალდი სუბორბიტალურ სივრცეში გაფრინდეს.
ტესტირების წარმატებით დასრულების შემდეგ კომპანია კოსმოსში პირველ ტურისტებსაც წაიყვანს, რაც კოსმოსური ტურიზმის დასაწყისი იქნება.
რიჩარდ ბრანსონი კოსმოსური ტურიზმის განვითარების მთავარი დამფინანსებელია. პროექტს $600 მილიონით აბუ დაბის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდიც აფინანსებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment