👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილოთა რიცხვი ისევ
გაიზარდა. ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც Wall Street Journal-სა და NBC-ის დაკვეთით ჩატარდა, ტრამპის პოლიტიკით გამოკითხულთა 58% უკმაყოფილოა.
კვლევის თანახმად, დონალდ ტრამპს გამოკითხულთა მხოლოდ 38% ენდობა. დაცემულია ასევე ტრამპის პერსონალური რეიტინგიც - გამოკითხულთა 54%-ს ტრამპი, როგორც პიროვნება არ მოსწონს, 36%-ს კი მოსწონს.
კვლევისას აღმოჩნდა, რომ ამერიკელები განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ქვეყნის პრეზიდენტის პოლიტიკით.
კვლევა 23-26 ოქტომბერს ჩატარდა, გამოიკითხა 900 ამერიკელი.
აგვისტოში ტრამპის რეიტინგი გაიზარდა და 45% შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც ივლისშიმისი რეიტინგი 36% იყო.
ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალი იყო პრეზიდენტობის 100 დღის თავზეც.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment