Pages

Monday, October 23, 2017

საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ხელფასების მატება სქემის მიხედვით დარეგულირდება


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, საბავშვო ბაგა–ბაღების მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების მომატება და დარეგულირება პროფესიული განვითარების სქემით მოხდება.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა EDU.ARIS.GE-ს განუცხადა.
მისივე თქმით, საბავშვო ბაღის მასწავლებლებისთვის უახლოეს მომავალში ხელფასების მატება მოსალოდნელი არ არის.
„საბავშვო ბაღის პედაგოგების ანაზღაურების მიმართულებით ჯერ-ჯერობით პროფესიული განვითარების სქემა არ გვაქვს, როდესაც გვექნება სწორედ ამ სქემის მიხედვით დარეგულირდება მათი ხელფასების რაოდენობა“, – განმარტა მინისტრმა.
მინისტრი სკოლის პედაგოგების ხელფასების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საჯარო სკოლის მასწავლებლების ხელფასები სქემის მიხედვით რეგულირდება.
„სკოლის პედაგოგების ხელფასებს რაც შეეხება, სქემა არსებობს და ამ სქემით მივდივარ“, – დასძინა მან.
როგორც პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს გახდა ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტის 62 მილიონი ლარით გაზრდა იგეგმება, მასწავლებელთა საბაზო ხელფასის მატება გათვალისწინებული არ არის. რაც შეეხება მინისტრის მიერ ხსენებული სქემის თანახმად სკოლის მასწავლებელთა სახელფასო დანამატის საკითხს, ამისთვის ბიუჯეტის პროექტში 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რომლითაც 10 ათასი პედაგოგის დაფინანსებაა განსაზღვრული.
edu.aris.ge
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment