Pages
▼
Monday, October 23, 2017
გამოძიების ინფორმაციით, ვარკეთილში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვას ედავებიან
👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
კაფე, რომელშიც სპეცოპერაცია ჩატარდა, დაკავებულებს არ ეკუთვნოდათ, - ამის შესახებ პირველ არხს ადგილზე მყოფმა სამართალდამცველმა განუცხადა.
მისი თქმით, დაკავებულები კვების ობიექტში ისხდნენ და სადილობდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა.
მისივე ცნობით, დაკავებულებს გამოძიება ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვას ედავება.
დაკავებულები ჯერ ისევ კაფეს შენობაში ჰყავთ. მათ სამართალდამცველები სავარაუდოდ რამდენიმე წუთში გამოიყვანენ.
შეგახსენებთ, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული. სპეცოპერაცია ვარკეთილში მდებარე კაფე „თეისთში“ ჩატარდა.
1tv.ge
👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment