👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ბრიტანეთის მოქალაქე შაბაზ სულეიმანმა, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" 3 წლის წინ შეუერთდა, Sky News-ის ჟურნალისტს, ხალიფატში ცხოვრების შესახებ უამბო.
22 წლის სულეიმანის თქმით, უმეტესობა დროს, ის PlayStation-ზე Grand Theft Auto V და Metal Gear Solid-ის თამაშში ატარებდა. მისი თქმით, პირველი ეჭვები მას დაჯგუფებაში 5 თვის შემდეგ გაუჩნდა. "თავიდან ეს ჯიჰადი იყო, რომანტიკული იდეა. ჩვენ ადგილობრივების დასაცავად მივდიოდით და არა გასანადგურებლად", - ჰყვება სულეიმანი.
ამჟამად 22 წლის ტერორისტი, სიირის ციხეში იმყოფება. ის აცხადებს, რომ "სულელური შეცდომა" დაუშვა. "დიდი ხნის განმავლობაში უბრალო დამკვირვებელი ვიყავი. არავინ მომიკლავს პირადად", - აცხადებს ბრიტანეთის მოქალაქე.
ამჟამად შაბაზ სულეიმანის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. "ყოფილი ტერორისტები" ძირითადად აცხადებენ, რომ თავად არ ღებულობდნენ მონაწილეობას ძალადობრივ ქმედებებში.
24 ოქტომბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან 5,6 ათასამდე ადამიანი დაბრუნდა იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩავიდა. ყველაზე დიდი მაჩვენებელი ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირის ტერიტორიებზე დაფიქსირდა. ამასთან ცენტრალური აზიის ქვეყნებში 500-მდე ადამიანი დაბრუნდა, ხოლო ევროპაში - 1200.
17 ოქტომბერს, სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (აშშ-ის მხარდაჭერით შეიარაღებული დაჯგუფება) ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დაამარცხეს და ქალაქი რაქა გაათავისუფლეს. "ისლამური სახელმწიფო" რაქაში 2014 წელს შეიჭრა, რის შედეგადაც მნიშვნელოვანი კონტროლი დაამყარა სირიასა და ერაყში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment