Pages

Tuesday, October 31, 2017

ოკუპანტების მიერ სოფელ ახმაჯთან დაკავებულები ტყეში შეშაზე იყვნენ წასულები

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ოკუპირებული ახალგორის სოფელ ახმაჯთან საქართველოს ორი მოქალაქე მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ახმაჯის ტყეში შეშაზე იყვნენ წასულები. ამას გიორგი შუკაკიძის ოჯახის წევრები ამბობენ.
მათი თქმით, შუადღეს მიტოვებული მანქანა თანასოფლელმა ნახა და ოჯახს შეატყობინა. ამ დროისათვის ორივე მათგანი ცხინვალში წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, თუმცა ჯარიმის თაობაზე ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ამასთან ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შუკაკიძის მობილური ტელეფონი ჩართულია. რაც შეეხება ჯონი თათარაშვილს, ის მარტო ცხოვრობს და ოჯახი არ ჰყავს.
არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის 29 ოქტომბერს დააკავეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment