👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
პატრიოტთა ალიანსმა რუსთაველის გამზირზე, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქცია-მსვლელობა გამართა.
პარტიის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ხელისუფლებმა უყურადღებობაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, ერთ თვეზე მეტია პარლამენტის წინ შესაბამისი მოთხვნებით შიმშილობის აქცია მიმდინარეობს, თუმცა ხელისუფლება მათ არ უსმენს.
ირმა ინაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აქციები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
ამ დროისთვის, პარლამენტის წინ პრემიერისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პარტიის 10-მდე მხარდამჭერი შიმშილობს. მათ აქცია 25 ოქტომბერს განაახლეს.
პარტიამ შიმშილობის აქცია თბილისში თავდაპირველად სექტემბერში დაიწყო, რომელიც თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დროებით შეწყდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment