მინისტრთა კაბინეტთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს შეეხო და თქვა, რომ სწორი არ იქნება "არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, რადგან საქმე ბიძინა ივანიშვილს ეხება".
პრემიერის თქმით, პროექტით 680 დოლარზე მეტის ინვესტიცია ხორციელდება, რომლითაც 20 ათას ადამიანამდე დასაქმდება და "ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსის" გამო კი ინვესტიციას ხელისუფლება ვერ შეაჩერებს.
მისი თქმით, "გაკოტრებული პოლიტიკოსები" ყურადღების მისაქცევად ხელისუფლებას პრორუსობას აბრალებდნენ
"ვერავინ დააჯერეს, რადგან ყველაზე დიდი წარმატება, რაც ამ მთავრობას ჰქონდა, არის პროდასავლურ მიმართულებაზე, ასოცირების შეთანხმებით დაწყებული თავისუფალი ვაჭრობით და შემდეგ ვიზალიბერალიზაციით დამთავრებული. აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გვაქვს და ამ ქვეყანასთან ურთიერთობა ასეთი ინტენსიური არასოდეს ყოფილა. დღეს გაკოტრდნენ და ვეღარაფერი გაუკეთებიათ, რაღაცით ხომ უნდა მიიპყრონ ყურადღება და მოიგონეს ეს ორი უსინდისო ტყუილი, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა ამას ხედავს. ჩვენი გუნდის წევრები, როდესაც შენ მართალი ხარ, ცოტა უფრო თამამად არის საჭირო ამ სიმართლის თქმა. არავის უნდა მოერიდოს, რომ ვთქვათ, რაზეა საუბარი. საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე. ვფიქრობ, ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, მე მგონი, ეს არასწორია", - თქვა პრემიერმა.
29 სექტემბერს, პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას, საათნახევრიანი დაპირისპირების შემდეგ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა.
ამ გადაწყვეტილების გამო ალექსანდრე ელისაშვილმა საკრებულო დატოვა, ნაციონალურმა მოძრაობამ კი გუშინ თბილისის მერიასთან აქცია გამართა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment