2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 763 729 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ტურისტების რაოდენობა (24 საათი და მეტი) 380 895-ს გაუტოლდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2017 წლის 9 თვეში, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 5 822 835 შეადგინა, რაც 19.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების რაოდენობა გაიზარდა 28.8%-ით და 2 783 594 შეადგინა.
2017 წლის 9 თვეში, მეზობელი ქვეყნების გარდა, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ირანიდან, საუდის არაბეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ბელარუსიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ. შესაბამისად, იზრდება ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციის დონე.
ტურისტების ნაკადების ზრდის პარალელურად მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2017 წლის 8 თვეში ტურიზმიდან შემოსავლების 29.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 1 859.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა მთის კურორტებზე მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე. კერძოდ, 2017 წლის ზაფხულის სეზონზე ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, სვანეთი, გოდერძი) 73 353 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. აქედან, მნიშვნელოვანი ზრდა იყო გუდაურში, კერძოდ აქ ვიზიტორთა რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება ბაკურიანს, 2017 წლის სეზონის მაჩვენებლებით, 2016 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა და 40 265 ვიზიტორი შეადგინა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment