Saturday, November 4, 2017

ვენესუელას ნაციონალური ასაბმლეის ვიცეპრეზიდენტი სასამართლოს წინაშე წარდგება

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ვენესუელის ოპოზიციური ნაციონალური ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი ფრედი ჰევარა სასამართლოს წინაშე წარდგება. გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო. მას სასამართლომ იმუნიტეტი უკვე ჩამოართვა. ინფორმაციას AbcNews-ი ავრცელებს.
უმაღლესი სასამართლომ განაცხადა, რომ ვიცეპრეზიდენტი შესაძლოა დანაშაულებრივი შეთქმულების მონაწილე იყოს. მანამდე ჰევარას ქვეყნიდან გასვლაც აუკრძალეს.
ფრედი ჰევარა ვენესუელაში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ოპოზიციური გამოსვლების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
ვენესუელაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები 2017 წლის აპრილში დაიწყო. არეულობებს 120-ზე მეტი ადამიანი უკვე ემსხვერპლა. ვაშინგტონმა კარაკასს სანქციები დაუწესა, ნიკოლას მადუროს აშშ-ში ყველა საბანკო ანგარიში გაუყინა და აშშ-ს მოქალაქეებს მასთან საქმიანი ურთიერთობა აუკრძალა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment