👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე დონორთა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებმა პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნეს უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება და მიღწეული პროგრესი.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შედეგები განიხილეს, ასევე დასახეს ეროვნულ დონეზე არსებული საჭიროებები ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციულ-ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრაზე მყოფმა საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გაეროს მიერ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო. შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა ქვიქმა კი აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი წვლილი აქვს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის და განვითარების განყოფილების უფროსის, ვინსენტ რეის თქმით, საქართველოს წინსვლას მოწმობს ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირის წარმომადგენლობის მხოლოდ რამდენიმე რეგიონული სამდივნო არსებობს, ხოლო ერთ-
ერთი მათგანი სწორედ საქართველოშია.
ერთი მათგანი სწორედ საქართველოშია.
მოწვეულმა სტუმრებმა ხაზი გაუსვეს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრების მნიშვნელობას და გამოთქვეს მზადყოფნა კვლავ გააგრძელონ წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციულ-ბირთვული და სხვა გლობალური საფრთხეების შემცირების მიზნით.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment