👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მსახიობი დასტინ ჰოფმანი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. ამჯერად ასეთი ბრალდება მსახიობს პროდიუსერმა და სცენარისტმა ვენდი რისმა წაუყენა. წერს გამოცემა Variety. გამოცემის ცნობით, 1991 წელს დამწყები სპენარისტი ვენდი რისი, რომელიც მაშინ 20 წლის იყო, ჰოფმანთან ერთად ერთ მასალაზე მუშაობდა. როგორც რისი ამტკიცებს, მუშაობის დროს მას მსახიობმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინტიმური კავშირი 40 წლის კაცთან.
მანამდე ჰოფმანი მწერალმა ანა გრეჰამ ჰანტერმა დაადანაშაულა. მისი განცხადებით, მსახიობი მასზე ძალადობას მაშინ შეეცადა, როდესაც 17 წლის იყო, ჰოფმანი კი 48 წლის. ამის გამო მსახიობმა ბოდიში მოიხადა. სცენარისტი ამბობს, რომ ჰოფმანი მას სასტუმროში დაჟინებით ეპატიჟებოდა, ხოლო როცა უარი მიიღო, განაცხადა, რომ რისის სცენარი არ აინტერესებს.
ვენდი რისი არის სერიალ "გენიოსის" მეორე სეზონის აღმასრულებელი პროდიუსერი, რომელიც პაბლო პიკასოს ცხოვრებას ეხება.
ჰოლივუდში სექს-სკანდალი, პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინის გამოაშკარავების შემდეგ აგორდა. ვრცლად ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკთხოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment