Pages

Thursday, November 2, 2017

მანჩესტერ სიტის მწვრთნელი შეცდომით მოწინააღმდეგე გუნდის ავტობუსში ავიდა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„ნაპოლი“-„მანჩესტერ სიტის“ მატჩის დასრულების შემდეგ, სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი კურიოზულ ვითარებაში აღმოჩნდა. პეპ გვარდიოლას სან პაოლოს სტადიონის გასასვლელი აერია და საკუთარი გუნდის ნაცვლად, ნეაპოლელთა ავტობუსში ავიდა.
ფეხბურთის კატალონიელი სპეციალისტი სიტუაციაში მალევე გაერკვა და პერსონალის დახმარებით, „სიტის" ტრანსპორტს მალევე მიაგნო.
შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა, რისი წყალობითაც „მანჩესტერ სიტიმ" მერვედფინალში გასვლა ოფიციალურად გაინაღდა. „ნაპოლიმ" კი თავი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, მაურიციო სარის შეგირდები ჯგუფურ ეტაპს ვერ დაძლევენ და გაზაფხულიდან რანგით მეორე ევროპულ საკლუბო ტურნირზე, ევროპალიგაზე გადაინაცვლებენ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment