Pages

Wednesday, November 1, 2017

რუსთავში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა




რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. 
წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბილბორდის ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ორი მამაკაცი ბიძაშვილები არიან.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7- ნაწილით აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება.
ipn.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment