👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც 1-3 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების რიგითობა განსაზღვრეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ბიუროს წევრებს 1 და 2 ნოემბრის პლენარული სხდომების განსახილველი საკითხები გააცნო.
რაც შეეხება 3 ნოემბრის პლენარულ სხდომას, იგი მთლიანად 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვას დაეთმობა.
ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვასთან დაკავშირებით, შესაბამისი კომიტეტებიც განსაზღვრეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment