შეუცვლელი თანამშრომლები ნებისმიერ კომპანის ჰყავს. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და დასახული ამოცანების სწრაფად გადაწყვეტა შეუძლიათ.
არავისთვისაა საიდუმლო, რომ არსებობენ თანამშრომლები, რომელთა არყოფნაც სამუშაო პროცესს აფერხებს. ასევე, არსებობენ ისეთი მუშაკებიც, რომელთა არყოფნას ვერავინ ამჩნევს. ყველაფერი ძალიან მარტივია: პირველნი, სამსახურში შეუცვლელნი არიან.
თუ ხელმძღვანელი ხედავს, რომ თანამშრომელი სამუშაოს შესრულებას ვერ ასწრებს, მას ყოველთვის ჰყავს მხედველობაში ადამიანები, რომელთაც ამ პიროვნების ჩანაცვლება შეუძლიათ. ყველას სურს ჰქონდეს უპირატესობა, რათა იყოს შეუცვლელი.
Business Insider-ი გვთავაზობს რჩევებს, თუ როგორ გავხდეთ ისეთი თანამშრომელი, რომლის გარეშეც, ბოსი საქმეებს ვერ აუვა და მას ჩვენი დაკარგვა შეაშინებს.
ნუ იქნებით ყოვლისმცოდნე
ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება თქვენს თვითშეფასებას. მაშინაც კი, თუ წარმატებული და იმედისმომცემი თანამშრომელი ხართ. ადამიანები ყოველთვის ეძებენ ჭკვიან და საზრიან კოლეგებს, თუმცა არავის სურს მუშაობა ყოვლისმცოდნესთან. განსაკუთრებით თუ ეს ყოველივე ბოსს ამცირებს.
იყავით ლიდერი. გამოაჟღავნეთ ცოდნა კომპანიის შიდა საქმიანობს შესახებ, დააფიქსირეთ საკუთარი პოზიცია,შესთავაზეთ კოლეგებს დახმარება. ინტელექტისა და შესაძლებლობების აფიშირება საჭირო არაა.
განაგრძეთ სწავლა
ბევრ კომპანიას თანამშრომელთა გადამზადების სხვადასხვა პროგრამა აქვს.თუ ასეთ კურსებს გთავაზობენ, სასწრაფოდ ჩაეწერეთ. განიმტკიცეთ ცოდნა და უნარები არა მხოლოდ თქვენს სფეროში, მაშინ თქვენი ძალისხმევა შემჩნეული და დაჯილდოებული იქნება ხელმძღვანელობის მხრიდან ფულად ექვივალენტში.
იყავით გაცნობიერებული, მაგრამ არა ჭკვიანი
ჭკვიანსა და გაცნობიერებულს შორის დიდი სხვაობაა. სხვადასხვა სფეროში თქვენი ცოდნის დემონსტრირებამ შესაძლოა მცოდნედ წარმოგაჩინოთ, რაც მხოლოდ ზიანს მიაყენებს თქვენს კარიერას. ადამიანი, რომელიც შექსპირის ციტირებას ახდენს, ითვლება განათლებულად, თუმცა ის არ იქნება შეუცვლელი თანამშრომელი უძრავი ქონების სააგენტოში.
გაეცანით ოფისში მუშაობის თვისებურებებს. იყავით სხარტი და ეფექტური. ნუ შეამცირებთ მუშაობის ტემპს და კონცენტრირება დასახულ ამოცანებზე მოახდინეთ.
გაეცანით კოლეგებს
იყავით მეგობრული კოლეგებთან და სამსახურეობრივ საკითხებზე მაქსიმალურად იურთიერთეთ. ბევრი ადამიანი თავის სამსახურს სწორედ იმიტომ კარგავს, რომ კოლეგებთან მუშაობა არ შეუძლია. ეფექტური ურთიერთქმედების ერთ-ერთი მეთოდი კომუნიკაციაა. ამასთანავე გახსოვდეთ, რომ თქვენ სამსახურში საქმის გასაკეთებლად ხართ და არა საჭორაოდ.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ჭკვიანია მუშაკი, რომელსაც სხვადასხვა ტიპის პიროვნებებთან შეუძლია საერთო თემის გამონახვა. ამიტომ, იყავით მომთმენი, შეასრულეთ თქვენი საქმე და ამაში კოლეგებსაც დაეხმარეთ.
სამუშაო ჟარგონი
ტერმინოლოგიასა და სპეციფიკური სფეროსათვის დამახასიათებელ ენას ბევრი სპეციალისტი იყენებს. პროფესიულ ენას თქვენი კარიერის აწყობა ან დანგრევა შეუძლია. ადამიანი, რომელიც არ ფლობს მას, სამსახურში წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს. მეტიც, შესაძლოა მან საკუთარ კარიერას ზიანიც მიაყენოს. ამიტომ, გამონახეთ დრო რათა დაეუფლოთ დამახასიათებელ ტერმინოლოგიას. ამის შემდეგ თქვენ კოლეგებთან და კლიენტებთან ურთიერთობისას, მათთან თანაბარ დონეზე იქნებით.
აჩვენეთ კარგი შედეგი და მაშინ თქვენ ის თანამშრომელი იქნებით, რომლის იმედიც ყოველთვის ექნებათ. ეს კარიერულ კიბეზე ასვლის გარანტიას მოგცემთ.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment