Pages

Saturday, December 7, 2013

ლინკოლნის წერილი მასწავლებელს


ვიდრე ლინკოლნის შვილი სკოლაში სწავლას დაიწყებდა, აბრაამმა წერილი მისწერა მის მომავალ მასწავლებელს. "ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლას.ეს სრულიად უცხო თავგადასავალია მისთვის და მსურს ღირსეულად გაუძღვეთ მას ამ გზაზე.ყოველი თავგადასავალი თავისთავში ომს,ტრაგედიასა და ტკივილს გულისხმობს და წინსვლა,რომ შევძლოთ საჭიროა გქონდეს რწმენა,სიყვარული და მხნეობა.
ძვირფასო მასწავლებელო!
მან აუცილებლად უნდა გაიგოს,რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის,თუმცა ასევე მსურს იცოდეს,რომ ყოველი არამზადას უკან გმირი იმალება.
ასწავლეთ მას,რომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარია.ეს დიდ დროს მოითხოვს,ვიცი ასეა,მაგრამ მინდა ხვდებოდეს,რომ დოლარს რომელიც საკუთარი ოფლით გამოიმუშავა უფრო მეტი ფასი აქვს,ვიდრე 5 დოლარს,რომელიც შემთხვევით იპოვნა.
ასწავლეთ რა არის დამარცხება და უთხარით,რომ ისიამოვნოს გამარჯვებით.
გაათავისფლეთ შურისაგან და თუ შეძლებთ ასწავლეთ,გულწრფელი ღიმილი. ასწავლეთ წიგნების ფასი,მაგრამ ამავდროულად ბუნების სიყვარილიც შთააგონეთ -- ასწავლეთ დატკბეს ცაში მფრინავი ფრინველების ცქერით,ყვავილებისა და მწვანე მდელოების მზერით.
ასწავლეთ,რომ დამარცხება ბევრად უფრო ღირსეულია,ვიდრე ტყუილი და სითაღლითე.ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ სხვები არ ეთანხმებიან.ასწავლეთ იყოს კეთილი კეთილთა და მტკიცე მტკიცეთა მიმართ. ასწავლეთ ყველა ადამიანის მოსმენა...და ამასთან კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.
თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ გაიცინოს როცა მოწყენილია და უთხარით,რომ ცრემლები სირცხვილი არაა. ასწავლეთ, როგორ შეიძლება გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები,თუმცა ისიც შთააგონეთ,რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება.
ასწავლეთ,თუმცა გულში ნუ ჩაიხუტებთ,გახსოვდეთ რომ მხოლოდ ცეცხლში იჭედება ფოლადი.
უთხარით ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა და ადამიანთა მიმართ რწმენასაც არ დაკარგავს.
შეიძლება დიდი გამოწვევაა,მაგრამ მსურს დავინახო რა შეგიძლიათ,ის ხომ ასეთი კარგი ყმაწვილია - ჩემი საყვარელი შვილი !

No comments:

Post a Comment