ერთიან ეროვნულ გამოცდებში ცვლილებები იგეგმება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, უცხო ენის გამოცდას მოსმენის ნაწილი დაემატება.
"უცხო ენების გამოცდას მოსმენის ნაწილი ემატება. აღნიშნული ნაწილი არსებული რეალობის გათვალისწინებით ძალიან ადვილი იქნება. 100-ქულიან ტესტში მხოლოდ 8 ქულა დაეთმობა მას. ეს პრობლემას არ შეუქმნის აბიტურიენტებს ზღვრის გადალახვის თვალსაზრისით. დაიწყება მოსმენის ნაწილით გამოცდა, სულ 10 წუთი დაჭირდება ამას, მაქსიმუმ 12 წუთი და შემდეგ უკვე აბიტურიენტები გააგრძელებენ წერას", - აღნიშნა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში ასევე იქნება სხვა სიახლეც, არჩევითი საგნების ნუსხას ხელოვნების გამოცდა დაემატება.
"ეს ნებაყოფლობითია, თუ უმაღლესი სასწავლებელი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტულ პროგრამაზე ჩასარიცხად გაცილებით ადეკვატურია ეს გამოცდა, მაშინ უმაღლესი სასწავლებელი გამოაცხადებს ამ გამოცდას სავალდებულოდ. ასეთ შემთხვევაში, თუ შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვა სურს აბიტურიენტს, მოუწევს ხელოვნების გამოცდის ჩაბარება", - განაცხდა მიმინოშვილმა.
რაც შეეხება სხვა გამოცდებს, მიმინოშვილი აცხადებს, რომ კომპეტენციის მინიმალური ზღვარი იმ გამოცდებში სადაც რამდენიმე ვარიანტია გამოყენებული, ე.წ. გაიგივებულ ქულაზე მოხდება კომპეტენციის მინიმალური ზღვარის დადგენა.
"თუ გამსვლელი ქულა არის 24 და რომელიმე ვარიანტი შედარებით რთული აღმოჩნდა ვიდრე დანარჩენი ვარიანტები, 23-ქულიან აბიტურიენტსაც ექნება შანსი კონკურსში გააგრძელოს მონაწილეობის მიღება. ეს ეხება ყველა გამოცდას. მაგალითად ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც 4 ვარიანტია. აქაც გაიგივებულ ქულაზე მოხდება ასე ვთქვათ, სწორის დაწესება და არა ე.წ. მეტ ქულაზე როგორც აქამდე იყო", - აღნიშნა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
მიმინოშვილის ინფორმაციით, ასევე მოხდება ზოგადი უნარების ტესტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის აწევა.
"20 ქულის ნაცვლად გახდება 23 ქულა. ამას პირობების გართულებასთან და ტესტის გართულებასთან საერთო არაფერი არ აქვს", - აცხადებს მიმინოშვილი.

ipn.ge
No comments:
Post a Comment