Pages

Sunday, December 8, 2013

ევროკავშირი რუსეთს "სამხრეთ ნაკადის" გადაკეტვით ემუქრება

ევროკავშირი რუსეთს "სამხრეთ ნაკადის" გადაკეტვით ემუქრებაევროკავშირი რუსეთს "სამხრეთ ნაკადის" გადაკეტვით ემუქრება. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ანატოლი იანოვსკის განცხადებით, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ევროკომისიისგან ოფიციალური წერილი უკვე მიიღო. წერილში სატრანზიტო ქვეყნებთან იმ შეთანხმებების გადახედვაზეა საუბარი, რომელიც "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობას ითვალისწინებს.
ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაზსადენ "სამხრეთ ნაკადს", რომელსაც "გაზპრომი" აშენებს, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი ევროპაში ფუნქციონირებისთვის. იმ ქვეყნებთან შეთანხმებებს, რომლის ტერიტორიებზეც მილსადენი გაივლის, არ აქვს იურიდიული ძალა, ვინაიდან ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ამიტომაც ევროკომისია დაჟინებით მოითხოვს ამ შეთანხმებების გადახედვას, - იუწყება BBC-ის რუსული სამსახური.
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარის წარმომადგენელის, გიუნტერ ეტინგერ მარლინ ხოლცნერის თქმით, საქმე ეხება ევროკავშირის მესამე ენერგეტიკულ პაკეტს, რომლის თანახმადაც, მილსადენი, არ შეიძლება იმ ენერგოკონცერნების კუთვნილებაში იმყოფებოდეს, რომელიც რესურსების მომპოვებელი და მწარმოებელია. "სამხრეთ ნაკადის" შემთხვევაში კი, "გაზპრომი" გაზის ექსპორტიორი და ასევე მილსადენის მფლობელიცაა.
"სამხრეთ ნაკადი" არ იფუნქციონირებს ევროპის ტერიტორიაზე, თუკი ევროკავშირის კანონმდებლობას არ შეესაბამება", - განაცხადა ევროკომისიის ენერგეტიკული დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კლაუს-დიტერ ბორხარდტმა. 
IPN.GE

No comments:

Post a Comment