1- კემბრიჯის უნივერსიტეტი
მეორე უძველესი უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის შემდეგ, რომელიც მუდმივად ლიდერობს მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში. კემბრიჯის ყველაზე პირველი კოლეჯი 1284 წელს გაიხსნა, დღესდღობით კი მათი რიცხვი 31-ს შეადგენს. ამ უნივერსიტეტიდან გამოსულთა შორის 81 ნობელის პრემიის ლაურეატია, რითაც ის მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უამრავი რესტორანი და წიგნის მღაზიაა. ყველაზე პოპულარული გასართობი ტურისტებისთვის კემბრიჯში-ნავებით სეირნობა და მუზეუმების დათვალიერებაა (არქეოლოგიური, ზოოლოგიური და პოლარული).
ცნობილი კურსდამთავრებულები: ისააკ ნიუტონი, ჩარლზ დარვინი, ჯორჯ ბაორონი, სტივენ ფრაი.
სწავლების საფასური: დაახლოებით 14000$ წელიწადში.
2- ჰარვარდის უნივერისტეტი
აშშ-ს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი, რომელიც განთვსებულია ქალაქ კემბრიჯში, მასაჩუსეტის შტატში. ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა ამერიკის რვა პრეზიდენტმა და ოცდაათმა ნობელის პრემიის ლაურეატმა. უნივერსიტეტის მთავარი ფერია - ბორდოსფერი, რომლითაც შეღებილია შენობების უმეტესობა სტუდქალაქში. ბიბლიოთეკები, ადმინისტრაციული შენობები და პირველკურსელთა საერთო საცხოვრებელი განთავსებულია უზარმაზარ ჰარვარდის პარკში, ხოლო ცნობილი ჰარვარდის ბიზნესსკოლა და სტადიონი, სადაც უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდი თამაშობს განთვსებულია მეზობელ ქალაქ ოლსტონში.
მოხვდე ჰარვარდში როგორც ტურისტი, ძალიან ადვილია. კვირაში რამდენჯერმე აქ უფასო ერთსაათიანი ექსკურსიები ტარდება. როდესაც იქ გაისეირნებთ, არ დაგავიწყდეთ, სურათი გადაიოთ ჯონ ჰარვარდის ძეგლთან. სტუდენტები თვლიან რომ, თუ მის ფეხსაცმელს გაუსმევ ხელს, მაშინ ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებ.
ცნობილი კურსდამთვრებულები: თეოდორ რუზველტი, მარკ ცუკერბერგი და ბილ გეიტსი (არც ერთმა ბოლომდე არ დაამთავრა), ჯონ კენედი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა, მეტ დეიმონი, ნატალი პორტმანი.
სწავლების საფასური: დაახლოებით 40000$ წელიწადში.
3-პრინსტონის უნივერსიტეტი
პრინსტონის უნივერსიტეტი შედის ცნობილი "აივი ლიგის" ასოციაციაში, რომელშიც გაერთიანებულია აშშ-ს 8 უნივერსიტეტი. აქ მოხვედრა ძალიან რთულია. უნივერსიტეტში მიიღებიან მხოლოდ 8-10 პროცენტი იმ აბიტურიენტებისა, რომლებსაც ჩარიცხვის შსახებ განცხადება შეიტანეს. ყველაზე ძველი შენობა მდებარეობს კამპუსის ტერიტორიაზე - Nassaul Hall -ი, რომელსაც გასაოცარი ისტორია გააჩნია: სწორედ აქ, ამერიკული რევოლუციიის დროს, განთავსებული იყო კონფედერაციის კონგრესი, და აქვე კონგრესის წევრებმა გაიგეს რომ ბრიტანელებმა ხელი მოაწერეს პარიზის ზავს (1783 წ.), რომელიც აშშ-ს დამოუკიდებლად ცნობდა.
ცნობილი კურსდამთავრებულები: ვუდრო ვილსონი, ფრენსის სკოტ ფიჯერალდი, ჯონ ნეში (ნობელის პრემიის ლაურეტი ეკონომიკის დარგში)
სწავლების საფასური: დაახლოებით $37 000 წელიწადში.
4-სტენფორდის უნივერსიტეტი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტია, რომელიც კალიფორნიის შტატში, სილიკონის ველის შუაგულში - ქალაქ პალო-ალტოსთან მდებარეობს. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა სიაში შედიან ის ადამიანები, რომლებმაც ისეთი წარმატებული კომპანიები დაარსეს, როგორიცაა Hewlett-Packard, Cisco Systems, Electronic Arts და Yahoo!.
სტენფორდის უნივერსიტეტის კამპუსი უფრო მექსიკურ კურორტს წააგავს, რითაც რადიკალურად განსხვავდება კლასიკური პრინსტონის, ჰარვარდის და იელის უნივერსიტეტებისგან. გარდა ყოველდღიური ექსკურსიებისა, მნახველებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ უფასო ლექციებს, რომლებსაც ლექტორები და ახალგაზრდა მეწარმეები კითხულობენ.
ცნობილი კურსდამთავრებულები: ჯონ სტეინბეკი, კონდოლიზა რაისი, ტაიგერ ვუდსი, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი (Google-ს დამაარსებელნი), სტივ ფოსეტი.
სწავლების საფასური: დაახლოებით $40 500 წელიწადში.
5-იელის უნივერსიტეტი
ჰარვარდის და პრინსტონის უნივერსიტეტებთან ერთად, ის ცნობილი "აივის ლიგის" პირველ სამეულში შედის. ამასთან ერთად, იელი სერიოზულ კონკურენციას უწევს ჰარვარდს, რაც განსაკუთრებულად თავს იჩენს ფეხბურთში.
იელის უნივერსიტეტის კამპუსი ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცია აშშ-ში. XIX საუკუნის ნაგებობები გოთურ სტილშია აშენებული, მოჩუქურთმებული არკებითა და კოლონებით. ექსკურსიის დროს, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ სტერლინგის ბიბლიოთეკას, რომელშიც 11 მილიონი წიგნი და აგრთვე, იელის ხელოვნების გალერეებს, სადაც ევროპისა და აშშ-ის უძველესი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები ინახება.
ცნობილი კურსდამთავრებულები: ჯერალდ ფორდი, უილიამ კლინტონი, ედვარდ ნორტი, მერილ სტრიპი, ჯუდი ფოსტერი, ჰილარი კლინტონი.
სწავლების საფასური: დაახლოებით $40500 წელიწადში.
6-ოქსფორდის უნივერსიტეტი
უნივერსიტეტის დაფუძნების ზუსტი თარიღი არ არსებობს, თუმცა მის ფესვებს მე-11 საუკუნისკენ მივყავართ. საუნივერსიტეტო ქალაქი მინი სახელმწიფოს წააგავს, ათეულობით კოლეჯითა და შვიდი "ჰოლით" (სასწავლო დაწესებულლებები კოლეჯის სტატუსის გარეშე), თითოეულ მათგანს საკუთარი რექტორი ჰყავს. ერთსა და იმავე წელს განცხადების შეტანა ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში სასტიკად აკრძალულია.
პრაქტიკულად, ყველა შენობა, რომელიც ოქსფორდის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიის ნაწილს წარმოადგენს. ცნობილ კოლეჯ ბალიოლში (Balliol College), რომელიც 1263 წელს დაარსდა, ინგლისის პრემიერ მინისტრთა უმეტესობა სწავლობდა. ბოდლაიენის ბიბლიოთეკა მეტოქეობას უწევს ვატიკანისას, ევროპაში უძველესი წიგნსაცავის სახელის მოსაპოვებლად.
ცნობილი კურსდამთავრებულები: სტივენ ჰოუკინგი, ენდრიუ უალსი (მათემატიკოსი, ცნობილი ფერმას თეორიის დამამტკიცებელი), გრემ გრინი, ოსკარ უალდი, მარგარეტ ტეტჩერი, ტონი ბლერი, დევიდ კამერონი.
სწავლის საფასური: დამოკიდებულია სფეციალობაზე, საშუალოდ 14000$ წელიწადში.
7-კოლუმბიის უნივერსიტეტი
კიდევ ერთი უნივერსიტეტი, რომელიც "აივის ლიგაში" შედის. იგი კუნძულ მანჰეტენზე ნიუ-ორკში, 6 კვარტლის მაძილზე მდებარეობს. კოლუმბიის უნივერსიტეტის ელიტარულობაზე ისიც მეტყველებს, რომ კურსდამთავრებულთა სიაში შედის - აშშ-ს 3 პრეზიდენტი, ორი ათეული მილიარდელი და 25 მფლობელი ოსკარის ქანდაკებისა.
კოლუმბიის უნივერსიტეტი ყოველწლიურად ადმინისტრირებს ამერიკის სალიტერატურო ჯილდოს, პულიცერის პრემიას და ის ასევე არის, ამერიკის უნივერსიტეტების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. სწორედ ამ უნივერისტეტში იყო გამოგონებული პირველი FM-რადიო, facebook-ის წინამორბედი - CampusNetwork.
ცნობილი კურსდამთავრებულები: ფრანკლინ დელანო რუზველტი, უორენ ბაფეტი, ჯერომ სელინჯერი, ბარაკ ობამა, კეტრინ ბიგელოუ, მიხეილ სააკაშვილი.
სწავლების საფასური: დაახლოებით 45000$ წელიწადში.
წყარო saintereso.com
No comments:
Post a Comment