Pages

Thursday, February 13, 2014

სკოლებში სასწავლო პროცესი შესაძლოა, გახანგრძლივდეს

კლასში მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდება. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განუცხადა , ესაა გეგმა, რომელიც სავარაუდოდ ახალი აკადემიური წლიდან განხორციელდება.
"მცდელობა არის, რომ შევამციროთ კლასებში ბავშვების რაოდენობა, რათა სწავლების ხარისხი გაიზარდოს", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, დღესდღეობით კლასებში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა 30-ია, გეგმის მიხედვით კი 25-მდე შემცირებაზეა საუბარი. 
გარდა ამისა, სანიკიძის განცხადებით, სამინისტრო სასწავლო პროცესის გახაგრძლივებაზეც მუშაობს.
ipn.ge

No comments:

Post a Comment