Pages
▼
Friday, February 28, 2014
საჯარო სკოლის დირექტორების მორიგი სერტიფიცირება
საჯარო სკოლების დირექტორთა მორიგი სერტიფიცირების პროცესი იწყება. ამ თემაზე დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბრიფინგი გამართა. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 4 მარტს დაიწყება და 16 მარტს დასრულდება.
კონკურსში მონაწილეობის საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მათ შორის, იმ პირებსაც, რომლებმაც წინა სერტიფიცირების პროცესი წარუმატებლად დაასრულეს.
სერტიფიცირების მიზანია კონკურსანტის პროფესიული კომპეტენციებისა და უნარების შეფასება. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება - ტესტირება და გასაუბრება. ტესტირება 29-30 მარტს, ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
დაინტერესებულ პირებს, რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 4 მარტიდან ვებგვერდზე http://directors.mes.gov.ge/.
საგამოცდო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება. შეფასება ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე მოხდება.
სერტიფიცირებულ დირექტორებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დირექტორების შესარჩევ კონკურსში. სერტიფიცირების პროცესისა და დირექტორების შესარჩევი კონკურსის დასრულებამდე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
mes.gov.ge
Monday, February 24, 2014
ღარიბაშვილისა და ბაიდენის შეხვედრას ბარაკ ობამაც შეუერთდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და
ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის სამუშაო შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ
ობამა შეუერთდა.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროპული და
ევროატლანტიკური პერსპექტივა, საქართველოს ხელისუფლების მიერ
განხორციელებული რეფორმები… ეს იყო თემები, რაზეც ბაიდენმა და ღარიბაშვილმა
თეთრ სახლში გამართულ შეხვედრის დროს ისაუბრეს.
კანცელარიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესზე და "ამ საკითხზე მკაფიო პოზიციისთვის აშშ-ს მადლობა გადაუხადა".
liberali.ge

Sunday, February 23, 2014
მსოფლიო ისტორიის უმძიმესი ღამეა - ალექსანდრე დუგინი
რუსი ექსპერტი, ევრაზიული კავშირის შექმნის ერთ-ერთი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი წერს, რომ პუტინმა ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ჩაერიოს თუ არა იმ პროცესებში, რომლებიც უკრაინაში განვითარდა.
ამასთან, დუგინის აზრით, სასწორზე, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის ბედი დევს და დღეს, როცა სოჭის ოლიმპიადა უკვე დახურულია, მსოფლიო ისტორიაში უმძიმესი ღამეა – პუტინის გადაწყვეტილების მოლოდინში:
„ოლიმპიადა დაიხურა. მადლობა ღმერთს. ახლა კი ველოდებით პუტინის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების არმიღება პუტინს არ შეუძლია. ამ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებაზე უარი უკვე გადაწყვეტილება იქნება.
ნებისმიერი ქმედება ფატალურია. პუტინი არასდროს დგამდა ძალიან რადიკალურ ნაბიჯებს (ეს მაშინებს), მაგრამ ის არასდროს არაფერს თმობდა საბოლოოდ (ეს იმედს მინერგავს).
მოდი, სერიოზულად დავფიქრდეთ: მას შეუძლია ან შევიდეს სიტუაციაში, ესე იგი, უკრაინაში (გიგანტური რისკია, შეიცავს აშშ–სთან ბირთვული დაპირისპირების საფრთხეს), ან არ შევიდეს (ეს ქარიზმის გარანტირებულ რღვევას და ევრომაიდნის მოსკოვში გადმოტანას გამოიწვევს, აშშ–ის მიერ რუსეთის შემდგომი ოკუპაციით).
არაფერი პირადი: კონტინენტთა დიდი ომი. არა უშავს არჩევანს, არა? უკეთესია, ფეხებში ნუ გავებლანდებით და კარგად გავითავისოთ მომხდარის სიღრმე – კითხვის ნიშნის ქვეშ, არანაკლებ, რუსეთი დგას.
მიიღო თუ არა მან გადაწყვეტილება, მალე გავიგებთ და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. აი, ამ შემთხვევაში შევძლებთ სტრატეგიის განსაზღვრას. მანამდე კი ყველა თავის ადგილზე დაჯდეს, თუნდაც ქსელებში და მით უმეტეს, უკრაინაში.
მსოფლიო ისტორიის უმძიმესი ღამეა “, – წერს „კრემლის იდეოლოგად“ წოდებული რუსი პოლიტიკოსი.
fmabkhazia.com
25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი – მიხეილ ჯავახიშვილი
’’25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ.’’
’’პირდაუბანელი, დაუვარცხნელი, დაკონკილი, აგრეხილი, კუზიანი ტფილისი(ქუჩები), აწეწილი’’.
’’დამარცხებული და განადგურებული საქართველო დაემსგავსა ქეციანს, დაღრეჯილს, დაშინებულ და კბილებალესილ მგელს’’
’’საქართველო გაიტენა ქვრივებით, ობლებით, ცრემლით და ვაებით’’.
მიხეილ ჯავახიშვილი
ჩინელი ბავშვების მერხებს რკინის ბარიერი გაუკეთეს
ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში საშუალო სკოლის მოსწავლეებს მხედველობა რომ არ გაუფუჭდეთ, მერხები ერთგვარი ლითონის ბარიერით აღჭურვეს.
მასწავლებლების თქმით, ისინი ამ ხერხით მოსწავლეებს დაიცავენ, რომ კითხვისას წიგნისკენ ძალიან ახლოს არ დაიხარნონ - დაცული იქნება თვალებიცა და ზურგიც.
მასწავლებლების თქმით, ისინი ამ ხერხით მოსწავლეებს დაიცავენ, რომ კითხვისას წიგნისკენ ძალიან ახლოს არ დაიხარნონ - დაცული იქნება თვალებიცა და ზურგიც.
როგორც სკოლის დირექტორი, ჟანგ ჟიანმინგი ამბობს, ყველა ხერხით ცდილობენ, რომ მოსწავლეები პატარა ასაკიდანვე შეაჩვიონ წიგნის სწორად კითხვის ჩვევას
წყარო/Source: ambebi.ge
Saturday, February 22, 2014
ივანე ჯავახიშვილი: "არის ისეთი მომენტები როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო"
„1921 წლის 23 თებერვალი, შუადღის 3 საათისთვის სტუდენტობა თავს იყრის უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში, შენობა ვეღარ იტევს ხალხს, მიტინგი გადაიტანეს უნივერსიტეტის ეზოში. აქ ქართული მოსწავლე-ახალგაზდობის სულიერი მამა და მათი უსაყვარლესი ადამიანი ივანე ჯავახიშვილი მათ მიმართავს:
“შვილებო! ჩემო მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!“

არც წყალი, არც საჭმელი - ჩეჩნები 70 წლის წინანდელ გადასახლებას იხსენებენ
კვირას, 23 თებერვალს, ზუსტად 70 წელი სრულდება, რაც, საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით, იოსებ სტალინის განკარგულებით, ვაინახური მოდგმის ხალხები - ჩეჩნები, ასევე ინგუშები და საქართველოში მცხოვრები მათი მონათესავე ქისტები - შუა აზიაში გაასახლეს. ოპერაცია „ჩეჩევიცა“ - „ოსპი“ - გულისხმობდა, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ნახევარი მილიონი ადამიანის დეპორტაციას - დასჯას ნაცისტებთან თანამშრომლობისათვის. ჩეჩენ ქალს, მუხაჟარ ჯაბრაილოვას, კარგად ახსოვს 1944 წლის 23 თებერვალი, როცა მათ სოფელს, ზანდაკს, სამხედრო მანქანების კოლონა მიუახლოვდა. რეგიონი მაშინ ჩეჩენ-ინგუშთა ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად იწოდებოდა. მუხაჟარი, რომელიც მაშინ 13 წლისა იყო, იხსენებს:
„დედაჩემი გაჩერდა, გზის პირას ჩამოჯდა და მოთქმა დაიწყო, ცრემლებად დაიღვარა. მე ვკითხე, რატომ ტირი-მეთქი. მიპასუხა: ეს მანქანები ჩვენი ხალხის, ჩვენ შორს წასაყვანად მოვიდაო“.
როცა ღამით ჯარისკაცებმა მათ კარზეც დააკანუნეს და გამოუცხადეს, ბარგი შეკარით, ხვალ მიდიხართო, ჯაბრაილოვა მიხვდა, რომ დედის ნათქვამი საშინელი რეალობა იყო. იმავე ღამით სოფელში ყველა კარზე დააკაკუნეს და მთელ სოფელს უბრძანეს აყრილიყვნენ. ასე, თანდათანობით, არა მხოლოდ ზანდაკიდან, არამედ ჩეჩენ-ინგუშეთის ყველა სოფლიდან და საქართველოს ქისტებით დასახლებული ადგილებიდან ხალხი გაასახლეს. ვაინახები - ძველად ქართულად დურძუკებად წოდებული ხალხები -საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ლოიალურობით ვერ დაიკვეხნიდნენ. მართალია, მათი დიდი ნაწილი საბჭოთა არმიაში ირიცხებოდა და, როგორც საბჭოთა კავშირში ამბობდნენ, სამამულო ომში იყო ჩართული, მაინც ფართოდ იყო გავრცელებული მათი მხრიდან დეზერტირობა, საბჭოთა ხელისუფლების სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება.
წყარო: რადიო თავისუფლება

Wednesday, February 19, 2014
გონებისთვის აუცილებელი 26 პროდუქტი
დიდი რაოდენობით მოცვის ჩაის მიღება სავალდებულოა ხანდაზმულებისათვის,იგი არაჩვეულებრივია მეხსიერებისათვის.მეხსიერებისათვის აგრეთვე სასარგებლოა ჟოლო და მაყვალი.
ვირთევზა
ვირთევზა გონების მუშაობისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს შეიცავს.თევზი ორივე მხრიდან ამოავლეთ საფანელში,შეწვით ზეთში და მიირთვით წიწიბურასთან ან მოხარშულ ბოსტნეულთან ერთად.
ავოკადო
აშშ-ის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ ავოკადო
არტერიულ წნევას არეგულირებს.სასურველია მისი მიღება ცოცხლად.მაგალითად , სალათები.
ბადრიჯანი
ბადრიჯნის კანში შემავალი შავი პიგმენტი ხელს უწყობს ტვინის უჯრედებში ცხიმის აუცილებელი რაოდენიბის შენარჩუნებას.
ქათმის ხორცი
ქათმის ხორცი მდიდარია B2,B6, B12 ვიტამინაბით,რაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას,აუმჯობესებს მეხსიერებას,დაგიცავთ დეპრესიისა და უძილობისგან.ერთადერთი რჩევა ფრინველის მოყვარულებს,მომზადების წინ,ქათამს კანი გააცალეთ.
ჭარხალი
ჭარხლის სასარგებლო თვისებების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ,უბრალოდ შეგახსენებთ, რომ უმჯობესია ბოსტნეული უმი სახით მიითვათ .
ორაგული
თევზში შემავალი ომეგა -3 განაახლებს ტვინის უჯრედებს.
ყავა
კოფეინი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას იცავს ნერვულ სისტემას ტოქსინებისგან,ხოლო სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან.
კივი
მხოლოდ ერთი ცალი კივი შეიცავს C ვიტამინის დღიურ ნორმას.ხოლო ტვინს იცავს მავნე რადიკალებისგან,რომელიც გონების მუშაობაზე ცუდად მოქმედებს.ეს ტროპიკული ხილი აგრეთვე აუმჯობესებს მეხსიერებას.
მწვანე ბარდა
ორგანიზმში ვიტამინი B1-ის ნაკლებობა მეხსიერების დაქვეითებასა და უყურადღებობას იწვევს. B1 დიდი რაოდენობითაა მწვანე ბარდაში,ამიტომ უხვად მიირთვით სალათებში.
ღვიძლი
პროდუქტი B1 ჯგუფის ვიტამინებითაა მდიდარი.გარდა იმისა,რომ ღვიძლი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის,მისგან უგემრიელესი კერძების მომზადებაც შეიძლება :ხახვში მოხრაკეთ წინასწარ მოხარშული ღვიძლი და გემოვნებით შეკაზმეთ ქინძითა და ქონდარით.კერძს წითელი ღვინო მოასხით.
მიდიები
თუ გონების მუშაობის გაუმჯობესება,ძილის გამოსწორება და მეხსიერების აღდგენა გსურთ,მიირთვით B12 -თა და თუთიით მდიდარი მიდიები.
ლობიო
ლობიო ცილებისა და ნახშირწყლების საბადოა.არეგულირებს სისხლძარღვებში
შაქრის დონეს,სასარგებლოა ბოსტნეულის სალათასთან ერთად.
ყურძენი
სასარგებლოა თეთრიცა და შავიც.მასში შემავალი გლუკოზა გონების მუშაობას უწყობს ხელს.
ზღვის მარილი
ზღვის მარილი დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტია. იოდი გონებისთვის აუცილებელია,მაგრამ გახსოვდეთ,რომ ყუთის გახსნიდან სამითვის შემდეგ,იოდი მარილიდან სრულიად ორთქლდება.
ზღვის კომბოსტო
დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს.ამ ელემენტის ნაკლებობა დეპრესიას,უძილობას ,მეხსიერების დაქვეითებასა და ნერვული სისტემის მოშლას იწვევს
თხილი
მიირთვით თხილი ,ნუში და კაკალი.ტვინისთვის სასარგებლო ცხიმის გარდა ფოსფორსა და რკინას შეიცავს.
სტაფილო
ამ ბოსტნეულში შემავალი ბეტა კარბონატი ხელს უწყობს ტვინის უჯრედების აღდგენას.
დაღერღილი მარცვლის პური
შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს.აგრეთვე სასარგებლოა ეგრეთ წოდებული მიუსლი და სხვა ბურღულეულისაგან მომზადებული ფაფები.
იოგურტი
კალცის საბადოა.ეს რძის ნაწარმი აუცილებელია ძვლებისა და ნერვული სისტემისტვის.შეძლებისდაგვარად მიირთვით ყოველდღიურად.
გოგრის მზესუმზირა
ომეგა-3-ს,ომეგა-6-ს ,A ,E ვიტამინებისა და თუთიის საბადოა.
შტოში
შოკოლადი
მაგნიუმის წყალობით,რასაც კაკაოს მარცვლებიშეიცავს,გაგიუმჯობესდებათ მეხსიერება.სასურველია,დიდი რაოდენობით მიირთვათ შოკოლადი,რომელშიც კაკაო 50-60%-ზე მეტია.ხოლო შოკოლადის კანფეტები,სუფლე და ნამცხვრები ნაკლებად სასარგებლოა,რადგან მათში მრავლადაა ცხიმი,ფქვილი და შაქარი.
მწვანე ჩაი
ეს სასმელი მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემას,გაგიუმჯობესებთ გონების მუშაობას.რთული გადაწყვეტილებების მიღებამდე ,მიირთვით (უკეთესია შვი შოკოლადის2-3 ნატეხთან ერთად) ფინჯანი მწვანე ჩაი.
წითელი კომბოსტო
ბოსტნეულში შემავალი ანტი ოქსიდანტები ალცჰაიმერის დაავადებისგან დაგიცავთ.გონების სამუშაოსთვის საუკეთესოა წითელი კომბოსტოს სალათა.წვრილად დაჭრილ კომბოსტოს დაუმატეთ გახეხილი სტაფილო ,დაჭრილი მწვანე ხახვი,მოასხით ზეითუნის ზეთი და გემრიელად მიირთვით.
გარგარის ჩაი
ჩირი მდიდარია რკინითა და C ვიტამინით.მეხსიერება გაგიუმჯობესდებათ და გონება სხარტად დაიწყებს მუშაობას,თუ დღეში 3-4 ცალ გარგრის ჩირს მიირთმევთ.
janmrtelobainfo.ge
რეგისტრაცია დაიწყო – მოუსმინეთ თეიკო ანჯაფარიძის საუბარს დავით ჭანკოტაძესთან
15 ფოტო ადასტურებს, რომ კიევი რეალურად ბრძოლის ველია
15 terrifying images which show that Kiev is a real warzone
Anti-government
rioters aim their weapons during clashes with riot police in
Independence Square in Kiev February 18, 2014. (AFP Photo / Genya
Savilov)
Molotov cocktails and cobble stones mainly make up the arsenal of hardline rioters.
REUTERS / Maks Levin
At first sight this may look amateurish compared to the police officers’ equipment, but the effect it causes is devastating.
REUTERS / Andrew Kravchenko
Rioters feed burning flames with tires, and there seems no shortage of this “rubber fuel.”
Reuters / David Mdzinarishvili
Dressed in camouflage, the radicals represent the far-right wing of the Ukrainian opposition. They follow the ultra-right ideology of nationalistic organizations…
Reuters / Gleb Garanich
… and the tactic. The way ultras treat their opponents is anything but peaceful.
REUTERS / Vlad Sodel
They attack from everywhere. Hurl everything they find, debris, construction materials.
REUTERS / Andrew Kravchenko
Police takes cover behind shields.
REUTERS / Andrew Kravchenko
Law enforcement officers respond to the violence by beating and detaining rioters.
REUTERS
Protesters also use shields, either handmade or obtained from police.
REUTERS / Maks Levin
Reuters / Konstantin Chernichkin
This picture may look like a celebration, but it is not. Fireworks are also extensively used against the police.
Reuters / Konstantin Chernichkin
Reuters / Vasily Fedosenko
The past two days have become the deadliest and the bloodiest for Kiev, since at first peaceful protests started in November. So far, 26 have been killed, including 10 police officers.
REUTERS / Konstantin Grishin
On Wednesday morning Kiev woke up in ruins. These pictures of the city are barely reminiscent of a successful, tourist friendly capital.
REUTERS / Olga Yakimovich
Reuters / Vasily Fedosenko
Ukraine's President Viktor Yanukovich and opposition leaders have so far been unable to reach an agreement to end the violence. The opposition leaders are refusing to condemn the bloodshed, but are calling on their adherents to refrain from radical actions.
But even if any agreement between the Ukrainian opposition and the government is reached, the official leaders of the opposition are extremely unlikely to persuade the insurgent nationalists to lay down arms, stop mutiny and return to the poverty-stricken western regions of Ukraine, where they mostly came from
ნეპალელი ბრძენების 32 რჩევა ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრებისთვის
1.ილაპარაკეთ ნელა, მაგრამ იფიქრეთ ჩქარა.
2.არ განსაჯოთ ადამიანები მათი ნათესავების მიხედვით.
3.როცა თქვენ ამბობთ:“მე შენ მიყვარხარ"–აუცილებლად უნდა თქვათ სიმართლე!
4.როცა თქვენ ამბობთ:“ძალიან ვწუხვარ"–უყურეთ ადამიანს თვალებში.
5.არასოდეს არ გაიცინოთ სხვის ოცნებებზე და სიზმრებზე.
6.მიეცით ადამიანებს იმაზე მეტი, ვიდრე ამას შენგან ელოდებიან, და გააკეთეთ ეს სიხარულით.
7.ყოველთვის შეინახეთ გონებაში თქვენი საყვარელი ლექსი.
8.არ დაიჯეროთ ყველაფერი რასაც მოისმენთ, გაეცით ყველაფერი რაც გაქვთ, იძინეთ ვიდრე კარგად არ გამოიძინებთ.
9.დიდი სიყვარული და უდიდესი მიღწევები ყოველთვის დიდ რისკს მოითხოვს.
10.როცა წააგებთ, ეცადეთ ეს წაგება თქვენს სასარგებლოთ გამოიყენოთ და კარგი გაკვეთილი მიიღოთ მომავლისთვის.
11.პატივი ეცი შენს თავს, პატივი ეცი სხვებსაც, პასუხი აგე ყველა შენს ქმედებაზე.
12.ნუ მიცემთ უფლებას პატარა დავამ დაანგრიოს დიდი მეგობრობა
13.როცა გაიგებთ რომ შეცდომა დაუშვით, ეცადეთ მალე გამოასწოროთ.
14.ეცადეთ ყოველდღე გარკვეული დრო გაატაროთ მარტო.
15.იყავით გულღია, მაგრამ ხელიდან არ გაუშვათ თქვენი ღირებულებები.
16.ზოგჯერ სიჩუმე–ყველაზე კარგი პასუხია.
17.წაიკითხეთ ბევრი წიგნი.
18.ღმერთის მუდამ გჯეროდეთ, მაგრამ თქვენი მანქანა მაინც დაბლოკილი დატოვეთ.
19.საყვარელ ადამიანთან დავისას, მხოლოდ არსებული სიტუაციით იმსჯელეთ და ნუ გაიხსენებთ წარსულს.
20.წაიკითხეთ ხაზებს შორის.
21.გაუზიარე თქვენი ცოდნა ბავშვებს.დღესდღეობით ეს ერთადერთი საშუალებაა თქვენ უკვდავსაყოფად.
22.გაუფრთხილდით დედამიწას.ნუ დააბინძურებთ მას.
23.არასდროს არ გადაუსწროთ, როცა გვერდით მოგყვებიან.
24.ნუ ჩაერევით სხვის საქმეებში და ნუ მისცემთ ცარიელ რჩევებს.
25.არ ენდოთ მას, ვინც ისე გკოცნით თვალებსაც რომ არ ხუჭავს.
26.წელიწადში ერთხელ წადით იქ სადაც არ ყოფილხართ.
27.თუ თქვენ დიდ ფულს გამოიმუშავებთ, ამ ფულის ნაწილი სხვის დახმარებისთვის გამოიყენეთ.
28.დაიმახსოვრეთ, ზოგჯერ თუ ვერ მიაღწევთ სასურველს, ესეც შეიძლება გამართლება იყოს.
29.ექიმებს უსმინეთ, მაგრამ ისწავლეთ ზოგიერთი აკრძალვის დარღვევაც.
30.თქვენი“მე"– ეს არის უკანასკნელი წერტილი თქვენი მოგზაურობისა.
31.თქვენ წარმატებაზე იმსჯელეთ იმით, რაც თქვენ გაიღეთ რომ ამისთვის მიგეღწიათ.
32.უგუნურად ნუ მიუდგებით სიყვარულს და სამზარეულოს.არ გიყვართ და ნუ მოამზადებთ სხვისი რეცეპტით.
intermedia.ge

ინფორმაცია პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შესახებ
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 20 თებერვლიდან 21 მარტის ჩათვლით გაგრძელდება ვებგვერდებზე www.naec.ge და online.naec.ge (მსურველები იქვე იხილავენ დეტალურ ინსტრუქციას).
2014 წელს პირველად ჩატარდება სასერტიფიკაციო გამოცდა ქართულ ენაში არაქართულენოვანი სკოლებისათვის.
მუსიკისა და სპორტის მასწვალებლებს ამ ეტაპზე პროფესიული უნარების გამოცდებისათვის შეუძლიათ დარეგისტრირება. დეტალური ინფორმაცია გამოცდის ფორმატისა და პროცედურული ნაწილის შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება.
უცხოური ენისა და კომპიუტერის გამოცდის, ასევე საბუნებისმეტყევლო საგნების ექსპერიმენტული ნაწილის შესახებ ინფორმაცია მას მერე გახდება ცნობილი, რაც სერტიფიცირების პროცესში ამ გამოცდების დატვირთვა დაზუსტდება.
2014 წელს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩამონათვალი.

დავით თევზაძის უნივერსიტეტი სკანდალში გაეხვია
რა ბედი ელის სასწავლებლის 300 სტუდენტს?
„აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტს“, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პრორექტორად მუშაობს, 5 იანვარს ავტორიზაცია შეუჩერდა. პროფესორი დავით თევზაძე აცხადებს, რომ 13 თებერვალს, განათლების სამინისტროს სპეციალური კომისია სასწავლებლის შემოწმებას იწყებს.
რა ბედი ელით “აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტის” სტუდენტებს? გააგრძელებენ თუ არა ისინი უნივერსიტეტში სწავლას, ან დაუბრუნდებათ თუ არა მათ სწავლისთვის უკვე გადახდილი თანხა უკან? – ამ კითხვებით „კვირას“ უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიმართეს.

როგორც „კვირას“ უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტმა გიორგიმ განუცხადა, სტუდენტებს უნივერსიტეტის დეკანატში ახლახან გამოუცხადეს, რომ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა.
„ერთი კვირის წინ დეკანმა სტუდენტებს გამოგვიცხადა, რომ აკრედიტაციის ვადა ამოგვეწურა. გვითხრეს, რომ უნივერსიტეტმა თანხა განათლების სამინისტროში დროულად არ გადარიცხა და ახლა წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ მოვიქცეთ… ისიც გვითხრეს, რომ სხვა უნივერსიტეტებში მობილობის მეთოდით გადაგვანაწილებენ. პირველი სემესტრის სწავლის საფასური – 1750 ლარი უკვე გადავიხადე. სხვა უნივერსიტეტში რომც გადავიდე, სწავლის თანხა თავიდან როგორ უნდა გადავიხადო”? – აღნიშნა გიორგიმ.
კიდევ ერთი სტუდენტი, რომელმაც საბუთები სხვა უნივერსიტეტში უკვე გადაიტანა, მარიამია.„გვითხრეს, რომ უნივერსიტეტს ავტორიზაციის გაუვიდა. თანხა, რომელიც უკვე გადახდილი მქონდა, უკან დამიბრუნეს. საბუთები უკვე გამოვიტანე და სწავლას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, იმავე ფაკულტეტზე გავაგრძელებ, სადაც მანამდე ვსწავლობდი“, – ამბობს „კვირასთან“ ინტერვიუში მარიამი.

„კვირა“ შპს „აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც დაუკავშირდა. თინანო თევზაძემ არ გაგვიმხილა, თუ რა პოზიციას, ან რა თანამდებობას იკავებს ის უნივერსიტეტში.
„რა გინდათ? არ გაქვთ სწორი ინფორმაცია, უნივერსიტეტს აკრედიტაცია არ დაუკარგავს. ამ ფაქტს არ ვადასტურებ. განათლების სამინისტროს თანხა დროულად გადავურიცხეთ. რატომ უნდა გითხრათ, როდის გადავურიცხეთ? რა თქვენი საქმეა? უნივერსიტეტიდან არავინ გარბის… საიდან მოიტანეთ ეს? გირჩევთ, გაეცნოთ საქმის მასალებს… წადით, ოფიციალურად გაარკვიეთ ყველაფერი და ისე შემეკითხეთ! კარგად ბრძანდებოდეთ“, - განუცხადა „კვირას“ თინანო თევზაძემ.
მოგვიანებით, „კვირამ“ გაარკვია, რომ თინანო თევზაძე შპს „აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტის“ დირექტორი და დავით თევზაძის დაა.
დირექტორისგან განსხვავებით, „აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტის“ პრორექტორმა და პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელმა დავით თევზაძემ დაგვიდასტურა, რომ სასწავლო დაწესებულებას 5 იანვარს ავტორიზაცია შეუჩერდა.
„ხუთშაბათს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები მოვლენ და სასწავლებელი შემოწმდება. სტუდენტებს რაც შეეხება, თუკი ყველაფერი დადებითად გადაწყდა, სწავლა, სავარაუდოდ, 3 მარტს განახლდება. როგორც ჩემთვის ცნობილია, სტუდენტებს მობილობაში განათლების სამინისტრო დაეხმარება, “ – აღნიშნა დავით თევზაძემ. თუმცა, ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მათ ვერანაირ გარანტიას ვერ აძლევს.
დავით თევზაძე აცხადებს, რომ უნივერსიტეტს დღეს ორი მენეჯმენტი მართავს – ადმინისტრაციული და სასწავლო მიმართულების. მისი თქმით, სასწავლებლის მართვის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა განათლების სამინისტროს აკრედიტაცის ვადის გაგრძელების შესახებ დეკემბერში უკვე მიმართეს, თუმცა გაირკვა, რომ დადგენილი წესის თანახმად, მათ უწყებისთვის სექტემბერში უნდა მიემართათ. თუმცა, თევზაძე აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევებში, კანონმდებლობით 90 დღეა გათვალისწინებული, განათლების უწყებას კი მიმართვის ვადებთან დაკავშირებით, ზუსტი თარიღი მითითებული არსად არ ჰქონია.

„ვნახოთ, შეგვამოწმონ, შეიძლება ყველაფერი დადებითად გადაწყდეს და სტუდენტებმა სწავლა გააგრძელონ“, – ამბობს დავით თევზაძე.
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს ავტორიზაციის ვადა 5 იანვარს შეუჩერდა, სტუდენტებს ამის შესახებ სასწავლო დაწესებულების ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით მხოლოდ 2014 წლის 8 იანვარს აცნობეს.
„2013 წლის 19 დეკემბერს შპს „აიბი ევროკავკასიური უნივერსიტეტის“ მიერ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შეტანილი განაცხადის საფუძველზე, სსიპ –განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანების № 469 (24.12.2013) შესაბამისად, შპს – „აიბი ევროკავკასიური უნივერსიტეტი“ ცნობილ იქნა ავტორიზაციის მაძიებლად.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს მიმართავს თხოვნით, მხედველობაში მიიღონ, რომ საგანმანათლებლო პროცესი უნივერსიტეტში განახლდება მხოლოდ აკრედიტაციის პროცესის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, რის თაობაზე მათ დამატებით ეცნობებათ. ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერს, მაკა შალამბერიძეს“ – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„აიბი ევრო–კავკასიური უნივერსიტეტის“ ავტორიზაციის საკითხის გასარკვევად, „კვირა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც ცენტრში განაცხადეს:
„შპს აიბი – ევროკავკასიურ უნივერსიტეტს” ავტორიზაციის ვადა 2014 წლის 5 იანვარს ამოეწურა, თუმცა ამჟამად ამდაწესებულებისთვის ავტორიზაციის მინიჭების შესახებ საქმის წარმოება მიმდინარეობს. ამდენად, მოცემულ მომენტში, „შპს აიბი – ევროკავკასიური უნივერსიტეტის“ სტუდენტებს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ, მაგრამ მათ უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ მობილობაში. ეს სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს, ამ შემთხვევაში სწავლის პერიოდის ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს. სტუდენტები საფასურის გადაუხდელად მობილობის პრინციპით გადანაწილდებიან, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა გავლილი ერთწლიანიანი სწავლება. ასევე, სტუდენტებს უფლება აქვთ, შპს „აიბი – ევროკავკასიური უნივერსიტეტის“ ავტორიზაციის გავლის შემდეგ, აღნიშნულ დაწესებულებაში მობილობის გზით კვლავ გააგრძელონ სწავლა.აღსანიშნავია, რომ შპს “აიბი – ევროკავკასიურ უნივერსიტეტი“ ავტორიზაციის მაძიებლად 2013 წლის 24 დეკემბერს ცნეს. კანონმდებლობით წარმოების ვადა 3 თვეა,“ – განუცხადეს „კვირას“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში.
ცნობისათვის: „შპს აიბი – ევროკავკასიური უნივერსიტეტი 2007 წელს დაარსდა. ამ დროისთვის სასწავლებელში 300 სტუდენტი ირიცხება სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2009 წლის 5 იანვრის №1/ს გადაწყვეტილებით, „IB ევრო–კავკასიურ უნივერსიტეტს“ ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით მიენიჭა.
2007 წლის მარტიდან უნივერსიტეტის დამფუძნებელი ახალგაზრდობის კულტურული და საგანმანათლებლო ქსელის საერთაშორისო კავშირი გახდა, რომელიც 1949 წელს გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში დაარსდა (იხ. ბმული: IB – Internationaler Bund www.ib-bildung.de)

იზა შაქარაშვილი
kvira.ge
Tuesday, February 18, 2014
კიევი პირდაპირ ეთერში
უკიდურესად დაძაბულია სიტუაცია კიევში, ყველაფერი იწვის და ფეთქდება, ხალხი დგას და მზად არის თავი გაწიროს თავისუფლებისთვის.
პირდაპირი ტრანსლაცია: http://espreso.tv/stream
ათი მცნების განმარტება
ათი მცნება
1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
6. არა კაც-ჰკლა.
7. არ იმრუშო.
8. არ იპარო.
9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
ათი მცნების განმარტება
პირველი მცნება
პირველი მცნება
მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.
პირველი მცნებით ღმერთი გვიბრძანებს, ვიცნოთ და პატივი ვცეთ მას, გვწამდეს ღმერთი, იმედი გვქონდეს მისი, გვიყვარდეს იგი და ვემორჩილებოდეთ მის ნებას, თაყვანი ვსცეთ მას, ვადიდოთ იგი, ვმადლობდეთ მას, ყოველი კაცის წინაშე აღვიაროთ იგი ჩვენს ღმერთად და არ უარვყოთ იგი.
გულმოდგინედ ვისმინოთ სიტყვა ღვთისა ეკლესიაში, ვიკითხოთ საღვთო წერილი და წმიდა მამათა ნაწერები. პირველი მცნების წინააღმდეგი ცოდვებია:
1. უღმერთოება, როდესაც უგუნურნი იტყვიან: არა არს ღმერთი;
2. მრავალღმერთიანობა, როდესაც აღიარებენ მრავალ ცრუ ღმერთს;
3. ურწმუნოება;
4. მწვალებლობა;
5. განდგომილება;
6. სასოწარკვეთილება;
7. მკითხაობა და ცრუმორწმუნეობა.
მეორე მცნება
არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
ღმერთი ამ მცნებით გვიკრძალავს:
კერპთა თაყვანისცემას.
კერპი არის ცრუ ღმერთების გამოხატულება.
მეორე მცნება არ გვიკრძალავს ხატის თაყვანისცემას, ვინაიდან ხატი არის გამოხატულება ჭეშმარიტი ღვთისა და მისი წმინდანებისა. და, როცა ჩვენ ხატს თაყვანსა ვსცემთ, გონების თვალით უნდა მივხედოთ ღმერთს და იმ წმინდანებს, რომელნიც ხატზე არიან გამოხატულნი.
ეს მცნება გვიკრძალავს: კერპთა თაყვანისცემას, ანგარებას, გემოთმოყვარებას, ნაყროვანებას, სიმთვრალეს.
მესამე მცნება
არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
ღმერთი ამ მცნებით გვიკრძალავს ღვთის სახელის ცუდად ხსენებას. ღვთის სახელი უნდა ვახსენოთ: ლოცვაში, საღვთო სწავლაში და ფიცის მიღების დროს.
ეს მცნება გვიკრძალავს: ღვთის გმობას, ღმეთზე საყვედურს, ქირდვას, როცა საღმრთო საგნებს გახდიან სახუმაროდ ან საგინებლად, უყურადღებობას ლოცვისადმი, ცრუ ფიცს, ფიცის დარღვევას, ღვთისადმი მიცემული აღთქმის დარღვევას და უბრალო დაფიცებას.
მეოთხე მცნება
მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
ღმერთი ამ მცნებით გვიბრძანებს: ექვს დღეს მუშაობას, ხოლო მეშვიდე დღის ღვთისათვის შეწირვას.
ქრისტიანები ვდღესასწაულობთ კვირას და აგრეთვე სხვა დღეებს, რომლებიც დადგენილია სადიდებლად უფლისა იესო ქრისტესი, ღვთისმშობლისა და წმინდანებისა. კვირას და სხვა დღესასწაულების დროს უნდა ვესწრებოდეთ ღვთის მსახურებას ეკლესიაში, მომეტებულად ვლოცულობდეთ შინ, ვკითხულობდეთ საღვთო წერილს, უნდა შევსწიროთ რაიმე ტაძრის სასარგებლოდ, აღმოვუჩინოთ შემწეობა ღარიბთა, ვნახოთ ავადმყოფნი, საპყრობილეში მყოფნი და სხვ.
რომელნიც დღესასწაულებში გაერთობიან უწესო თამაშობით და უზომო სმა-ჭამით, არღვევენ დღესასწაულის სიწმინდეს.
გარდა დღესასწაულებისა ვსწირავთ ღმერთს მარხვის დღეებს.
მეხუთე მცნება
პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
ამ მცნებით ღმერთი გვიბრძანებს მშობელთა პატივისცემას და მათ მორჩილებას.
1. მათთვის უნდა ვევედროთ ღმერთს;
2. უნდა ვეხმარებოდეთ მათ შრომისა და საჭიროების დროს;
3. უნდა ვასაზრდოოთ და მოვასვენოთ ისინი ავადმყოფობისა და მოხუცებულობის დროს;
4. სისწორით ავასრულოთ მათი ანდერძი, თუ ის ღვთის სჯულისა და სამოქალაქო კანონის წინააღმდეგი არ არის.
მშობლების გარდა ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ხელმწიფეს, სულიერ მწყემსთა და მასწავლებელთა, აღმზრდელთა და კეთილისმყოფელთა და ხნით უხუცესთა.
საღვთო წერილი ხელმწიფის პატივისცემაზე გვასწავლის:
„ღვთის გეშინოდენ, შვილო, და მეფისა, და ნურცა ერთსა მათგანსა წინ აღუდგები“. „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა“.
მეექვსე მცნება
არა კაც-ჰკლა.
მეექვსე მცნება გვიკრძალავს მკვლელობას.
ყველა მკვლელობა სჯულის წინააღმდეგი არაა. სახელდობრ, როცა დამნაშავეს სჯიან სიკვდილით მართლმსაჯულებისამებრ და როცა მტერს ჰკლავენ ომში.
სჯულის დამრღვეველი მკვლელობაა, როცა მსაჯული სიკვდილით დასჯის ბრალდებულს, რომლის უბრალოება მან იცის; როცა მალავენ, ან ათავისუფლებენ მკვლელს და მით აძლევენ საშუალებას, რომ ახალი მკვლელობა ჩაიდინოს; როცა არ იხსნიათ ახლობელს ან მოყვასს სიკვდილისაგან, თუკი შეუძლიათ გამოხსნა.
მეექვსე მცნება გვიკრძალავს: თვითმკვლელობას, განრისხებას, სიძულვილს, შურს, გულფიცხობას, შფოთსა და ჩხუბს.
ჩვენ ეს მცნება გვიბრძანებს: დავიცვათ სიცოცხლე და კეთილდღეობა მოყვასისა და თავისა თვისისა, შევეწიოთ ღარიბს, მოვუაროთ ავადმყოფს, ვანუგეშოთ მწუხარე.
მეშვიდე მცნება
არ იმრუშო.
ეს მცნება გვიკრძალავს:
მრუშობას, ანუ ყოველგვარ ურიგო და უწმინდურ ხორციელ სიყვარულს.
ამ ცოდვაში რომ არ ჩავვარდეთ, უნდა განვეშოროთ ყოველსავე, რასაც შეუძლია აღძრას ჩვენს გულში უწმინდური გრძნობა და რაც შეაცდენს კაცს, სახელდობრ, ნაყროვანებას და მთვრალობას, ცუდ სიტყვებს, ურცხვ სიმღერას, ცეკვას, თამაშსა და ხუმრობას.
ეს მცნება გვიბრძანებს: ცოლ-ქმართა ერთმანეთის სიყვარულისა და ერთგულებას, ხოლო უქორწინებელთა - სიწმინდესა და უმანკოებას.
მერვე მცნება
არ იპარო.
ამ მცნებით აკრძალულია შემდეგი ცოდვები:
ქურდობა, ანუ ფარულად სხვისი ნივთის მითვისება, გაძარცვა, ანუ ძალით სხვისი ნივთის წართმევა; მოტყუება, ანუ ცბიერებით სხვისი საკუთრების მითვისება; მკრეხელობა, ანუ მითვისება იმისა, რაც ღვთისათვის შეწირულია, ანუ ეკლესიას ეკუთვნის; მექრთამეობა და მუქთამჭამელობა, როცა საქმისათვის გასამრჯელოს იღებენ და საქმეს არ აკეთებენ, ანდა შეუძლიათ მუშაობა და არ მუშაობენ და მოწყალებით ცხოვრობენ; ანგარება, როცა ავიწროებენ მოყვასს (სხვა კაცს), სარგებლობენ მისი გაჭირვებით, მაგალითად, იღებენ დიდ სარგებელს.
მერვე მცნება გვასწავლის: უანგარობას, ერთგულებას, პატიოსნებას, მართლმსაჯულებას და ღარიბთა შეწყალებას.
მეცხრე მცნება
არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
ამ მცნებით აკრძალულია შემდეგი ცოდვები:
ცრუ მოწამეობა სასამართლოში;
ცილისწამება, ესე იგი სიცრუით საჩივარი და ყოველივე სიცრუე.
ეს მცნება გვასწავლის: ყოველთვის უნდა ვამბობდეთ სიმართლეს.
მეათე მცნება
არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
ეს მცნება გვიკრძალავს: არა თუ ცუდ საქმეს, არამედ ცუდ სურვილსაც და ცუდ ფიქრსაც, რომ ცუდმა ფიქრმა და სურვილმა არ მიგვიყვანოს ცუდ საქმემდე.
ამ მცნების წინააღმდეგი ცოდვაა შური.
ეს მცნება გვასწავლის: რომ გვიყვარდეს სხვა, როგორც საკუთარი თავი, და გვინდოდეს სხვისთვის ყოველივე კარგი; კმაყოფილი ვიყოთ მით, რაც გვაქვს, და დავიცვათ გული წმინდად.
ბუდას მოძღვრების ოთხი ჭეშმარიტება
ბუდას ქანდაკება, ტავანგ გომპა, ინდოეთი
ბუდას მოძღვრების - ბუდიზმის საფუძველია ოთხი ჭეშმარიტება:
- ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება, სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და, საბოლოოდ, სიკვდილი.
- არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ.
- შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე.
- არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა, რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას მოუტანს.
ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება:
- მართალი სარწმუნოება, რათა სწამდეს ეს ოთხი ჭეშმარიტება.
- მართალი განზრახვა, რათა ადამიანი იქცეოდეს იმ ოთხი ჭეშმარიტების თანახმად.
- მართალი ზრახვები, რათა უარი თქვას სიცრუეზე, ცილისწამებაზე...
- მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს - არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს.
- მართალი ცხოვრება, რათა პატიოსნებით მოიპოვებდეს ცხოვრების სარჩოს.
- მართალი ძალისხმევა, რათა მუდამ იშორებდეს ამაო ფიქრებსა და ცუდ გავლენებს.
- მართალი მეხსიერება, რათა მუდამ ახსოვდეს, თუ კიდე რა დარჩა შეუსრულებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე.
- მართალი თვითჩაღრმავება, რათა მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს, აღარ აღელვებდეს მიწივრი ზრახვები, არც სიხარული სრულყოფილების მიღწევისა და საბოლოო გათავისუფლების გამო.
მხოლოდ ხსნის გზის რვა საფეხურის გავლის შემდეგ მიაღწევს ადამიანი ხსნას, ბუდასავით გასხივოსნებას, გამოღვიძებას ცრუ ცხოვრებიდან, რომელიც ცუდი და მტანჯველი სიზმარია, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამ გამოღვიძებას ბუდიზმში ნირვანა ეწოდება: ეს არის სრული სიმშვიდე - არც სიცოცხლე, არც სიკვდილი.
2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი
აბიტურიენტების საყურადღებოდ!!!
► მითითებულ ბმულზე იხილეთ 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი (დააჭირეთ ტექსტს)
ბიო ნარკოტიკით კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა SOS
საყურადღებო კონკურსები
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების (ტრენინგების) პროგრამის მონიტორინგის სპეციალისტების შერჩევის მიზნით.
___________________________________________________________________________
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი აცხადებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის
მონიტორინგის სპეციალისტის ვაკანსიას.
___________________________________________________________________________
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი აცხადებს ისტ-ის და 1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვის
მონიტორინგის სპეციალისტის ვაკანსიას.
____________________________________________________________________________
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს პროგრამების კონსულტანტი-მონიტორის შესარჩევ კონკურსს.
____________________________________________________________________________
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს ტრენინგ მოდულის ავტორთა შესარჩევ კონკურსს
____________________________________________________________________________
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო, საგანმანათლებლო, მეთოდური რესურსი
მასწავლებლებისთვის - ჟურნალი „მასწავლებელისა“ და ინტერნეტ გაზეთი
“Mastsavlebeli.ge”-ს ფარგლებში აცხადებს: ინტერნეტ გაზეთ
“mastsavlebeli.ge”-ს სტატიების სტილისტისა და კორექტორის შესარჩევ
კონკურს.
_____________________________________________________________________________
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს კონსულტანტ-მასწავლებელთა შესარჩევ
კონკურსს „ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
_____________________________________________________________________________
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ქ. ქუთაისის მასწავლებლის სახლის ტრენინგების მენეჯერის თანამდებობაზე (2 ვაკანსია)კონკურსის პირობები _____________________________________________________________________________ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ აცხადებს კონკურსს კულტურათშორისი განათლების ტრენერის პოზიციაზე. კონკურსის პირობები _____________________________________________________________________________ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს სერტიფიცირებისა და ტრენინგების უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე. კონკურსის პირობები _____________________________________________________________________________ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ექსპერტები ჟურნალ "მასწავლებლის" დაკვეთილ სტატიებზე სამუშაოდ.
______________________________________________________________________________
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა "
ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში აცხადებს კონკურსს -
ინგლისური ენის მოხალისე-მასწავლებელთა ვაკანტურ პოზიციაზე.
_______________________________________________________________________________
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ატარებს
კონფერენციას სახელწოდებით: „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“.
გაეცანით ბმულს__________________________________________________________________________________ მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით eTwinningPlus პორტალზე მასწავლებლების რეგისტრაცია მიმდინარეობს. გაეცანით ბმულს რეგისტრაციის ფორმა ___________________________________________________________________________________ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (მასწავლებლის სახლი) ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიზნით აცხადებს სასწავლო კურსის ტრენინგმოდულის ავტორთა შესარჩევ კონკურსს. კონკურსის პირობები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის “ პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს მონიტორინგის სპეციალისტის თანამდებობაზე (2 ვაკანსია). კონკურსის პირობები ______________________________________________________________________________________ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი8ოქტომბრიდან18ოქტომბრის ჩათვლით მენტორობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსის პირობები მენტორობის კანდიდატის განაცხადი მენტორობის კანდიდატთა სამოტივაციო წერილი გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა _________________________________________________________________________ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს საერთაშორისო სატენდერო განცხადება. გაეცანით ბმულს _________________________________________________________________________ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს სკოლის დირექტორის ტრენინგმოდულის ავტორთა შესარჩევ კონკურსს. კონკურსის პირობები _________________________________________________________________________ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) მოხალისე პედაგოგების გაგზავნის მიზნით. კონკურსის პირობები რეგისტრაცია __________________________________________________________________________ ბრიტანეთის საბჭო აცხადებს კონკურსს ონლაინ კურსებზე ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის. კონკურსის პირობები სააპლიკაციო ფორმა საბანკო რეკვიზიტები ____________________________________________________________________________ ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით იწვევს მასწავლებლებს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. დეტალური ინფორმაცია _____________________________________________________________________________ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს შესარჩევ კონკურსს პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ტრენრებისა და ტრენინგმოდულის პოზიციაზე. კონკურსის პირობები _____________________________________________________________________________ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს უცხოური ენების სწავლებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილე კანდიდატთა შესარჩევად. კონკურსის პირობები _____________________________________________________________________ 2013 წლის 3 სექტემბრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლობის მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, აცხადებს მაძიებლობის მსურველთა შესარჩევ კონკურსს. კონკურსის პირობები განაცხადის ფორმა ______________________________________________________________________________ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და Microsoft-ის მხარდაჭერით გამოცხადდა კონკურსი „Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი“, რომლის მიზანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა ინოვაციური სწავლა-სწავლების პრაქტიკების ხელშეწყობით. კონკურსის პირობები ______________________________________________________________________________ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე: კულტურათშორისი განათლების ტრენერი -3 ვაკანტური პოზიცია; ქართული ენის ტრენერი - 4 ვაკანტური პოზიცია; კონკურსის პირობები ______________________________________________________________________________ აჭარისა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე იხსნება ბათუმის მასწავლებლის სახლი. ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი აცხადებს ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერთა შესარჩევ კონკურსს 2013 წელს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების პროფესიული განვითარებისა და მომზადების მიზნით. კონკურსის პირობები _______________________________________________________________________________ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიებს ინგლისური ენის მოხალისე-მასწავლებელთა პოზიციებზე. კონკურსის პირობები _______________________________________________________________________________ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს მოხალისე პედაგოგთა შესარჩევ კონკურსს „ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. მათემატიკა ფიზიკა ქიმია _______________________________________________________________________________ პროგრამის "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ფარგლებში ჩატარებული ტესტირების შედეგები: შედეგები ინფორმაცია ქულებისა და გასაუბრების შესახებ ________________________________________________________________________________ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტო სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ (TLG) სტაჟიორის პოზიციაზე. კონკურსის პირობები _________________________________________________________________________________ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს მოხალისე პედაგოგთა შესარჩევ კონკურსს „ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის პირობები რეგისტრაცია საკონკურსო პროგრამები: ბიოლოგია დაწყებითი განათლება ფიზიკა გეოგრაფია ისტორია მათემატიკა პედაგოგიური უნარები ქართული ენა და ლიტერატურა ქიმია რუსული ენა და ლიტერატურა ________________________________________________________________________________ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი “პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში იწვევს მასპინძელ ოჯახებს, ვისაც აქვს სურვილი, უმასპინძლოს ადგილობრივი ინგლისური ენის მასწავლებლებს, რომლებიც ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და იმერეთი რეგიონების საჯარო სკოლებში მოსწავლეებს ინგლისურ ენას შეასწავლიან. |