Friday, March 7, 2014

8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

horoslopii
ვერძი-    მოგიწევთ დიდი გონიერების გამოჩენა, რომ კოლეგები დაარწმუნოთ სიმართლეში. დროა შეეგუოთ წყნარ ცხოვრებას; ბობოქარი პერიოდი დამთავრდა. კარგად გაერკვიეთ სასიყვარულო კავშირებსა და მეგობრების არჩევაში. ძალიან კარგი ურთიერთობა გექნებათ თქვენ სატრფოსთან.
კურო-    ელოდეთ პერსპექტიულ წინადადებას. სამსახურში მალე დაგაწინაურებენ და გექნებათ პროფესიული წარმატებები. თქვენი პრესტიჟი გარშემომყოფებში შესამჩნევად გაიზრდება. მოგემატებათ ხელფასი. საღამოს გელით სიურპრიზი.
ტყუპები-    ამ პერიოდში პროფესიულ ასპარეზზე წინსვლა გელით. კარიერისა და ბიზნესისთვის დროის ეს მონაკვეთი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება მთელი წლის განმავლობაში. ენერგეტიკის ზრდასთან ერთად თქვენ იგრძნობთ, რომ ნებისმიერი საქმის გაძღოლა შეგიძლიათ, ამიტომ ნუ მოგერიდებათ თუკი ხელმძღვანელის თანამდებობას შემოგთავაზებენ.
კირჩხიბი-    დაგეუფლებათ ადამიანების და სიტუაციის მართვის სურვილი. ტაქტის გამოჩენა გმართებთ და ყველაფერი თავისთავად აეწყობა.
ლომი-    საჭირო გახდება გამძლეობა და მოთმინება. შეგაწუხებთ საკითხები მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით. თქვენს შემოქმედებით ზრდას ხელს შეუწყობენ არა მარტო მეგობრები, არამედ მოწინააღმდეგეებიც. შეეცადეთ, დღეს ქალაქგარეთ დასვენების ან, უკიდურეს შემთხვევაში, ბუნებასთან უშუალო კონტაქტის საშუალება გქონდეთ.
ქალწული-    ნებისმიერ პრობლემას ადვილად მოაგვარებთ. ეცადეთ, დაძაბული, საქმიანი დღის შემდეგ განტვირთვაზეც იზრუნოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რამოდენიმე საათი მოიცალეთ საკუთარი თავისათვის და მიდით ექიმთან კონსულტაციაზე.
სასწორი-    დღეს რისკისაგან თავი შეიკავეთ. აკონტროლეთ თქვენი ხარჯები. კარგი იქნება თუ შემოსავლის ახალ წყაროებზე იფიქრებთ. საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება დაუთმეთ.
მორიელი-    თქვენი მოზღვავებული ენერგია დღეს საშუალებას მოგცემთ წარმოაჩინოთ თქვენი ნიჭი და უნარი. ბოლომდე დაიხარჯებით და თავს იდეალურად იგრძნობთ. მიუხედავად ამისა, ნუ მოიხიბლებით საკუთარი თავით, გახსოვდეთ, რაც უფრო თავმდაბალი ხართ, მით მეტ სიყვარულს მიიღებთ საზოგადოების მხრიდან.
მშვილდოსანი-    დღეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ბევრ სასიამოვნო წუთს გპირდებათ. საქმეები წარმატებული იქნება თუ მათ სხვებთან ერთად შეასრულებთ. რისკზე დღეს ჯობს უარი თქვათ. კარგი დღეა ცოდნის გასაღრმავებლად.
თხის რქა-    მიუხედავად რთული ხასიათისა, გარშემო მყოფთა სიმპატიებს ისევე როგორც სხვა დროს, დღესაც ადვილად დაიმსახურებთ-ეს კარგ გუნება-განწყობილებას შეგიქმნით. საღამოს მოსალოდნელია მატერიალური დანაკარგი. შესაძლოა უხარისხო, წუნდებული ნივთი შეიძინოთ.
მერწყული-    კითხვაზე, რომელიც ასე გაწუხებთ, თქვენს მეტი პასუხს ვერავინ გასცემს. რაც უფრო გააჭიანურებთ პასუხის მოძებნას, მით მეტ დროს დაკარგავთ, ასე რომ დროულად იმოქმედეთ.
თევზები-    დარდისთვის საბაბის ძებნას ნუ დაიწყებთ, მაინც ვერ იპოვით. თქვენი კარგი განწყობა გადამდები იქნება, ასე რომ არაკეთილმოსურნეებს არც კი გაეკაროთ.

გაიზიარე სიახლე

No comments:

Post a Comment