Pages

Tuesday, April 1, 2014

ექსტერნი გამოცდები შესაძლოა განმეორებით ჩატარდეს


ექსტერნი გამოცდები შესაძლოა, წელს კიდევ ერთხელ ჩატარდეს ექსტერნი გამოცდები განმეორები შესაძლოა, ზაფხულში ჩატარდეს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე მიღებული არ არის.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განმარტა საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

"ექსტერნი გამოცდების დანიშვნის პრეროგატივა მინისტრს ეკუთვნის. შარშან ორჯერ ჩატარდა. წელს ზაფხულში შეიძლება მეორედ ჩავატაროთ. თუმცა არა მათთვის ვისაც ქულა დააკლდა და შედეგით უკმაყოფილოა, არამედ მათთვის, ვისაც გაცდენების დაძლევა სურს. თარიღი დაზუსტებული არ არის და არც გადაწყვეტილებაა საბოლოო. თუმცა შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ იქნება,"-განაცხადა თამარ სანიკიძემ.

რაც შეეხებათ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც გამოცდები უკვე გაიარეს და შედეგით უკმაყოფილონი არიან, მინისტრი მათ სააპელაციო კომისიისთვის მიმართვისკენ მოუწოდებს.

"სამწუხაროდ გამონაკლისების დაშვების უფლება არ გვაქვს. ვისაც ერთი ქულა დააკლდა, ან მათ ვინც შედეგით უკმაყოფილოა ვურჩევ, სააპელაციო კომისიას მიმართონ. კომისიას რა საშუალებაც ექნება იმის ფარგლებში დაეხმარება მოსწავლეს. ეს დავა სააპელაციო კომისიამ უნდა გადაწყვტოს, ბავშვებს პასუხი მათ უნდა გასცენ და არა მინისტრმა,"-აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ექსტერნი გამოცდები 2014 წლის 6 მარტიდან 21 მარტის პერიოდში - წერითი ფორმით, ტესტირების გზით ჩაატარდა.

ეკა არის© წივწივაძე

No comments:

Post a Comment