Pages

Monday, March 31, 2014

ზაზა ცოტნიაშვილი
ნუთუ?!

უჭირს დღეს ცხინვალის რეგონს, მის ცეცხლის წვიმა გამოვლილ მოსახლეობას. დიდი იმპერიულის ზრახვების დასაკმაყოფილებლად მოზღვავებულ უხეშ ძალმომრეობას გაუძლო ჭირსა შიგან გამაგრებულმა ქართველმა კაცმა. სამაჩაბლოდ სახელდებული, ამ რეგიონის სოფლების თავდადებამ განაპირობა, რომ დღეს ქართულ დასახლებებში კვლავ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება.
ჩვენი მიზანი არ არის აქ შექმნილი ვითარების სრული მიმოხილვა. გთავაზობთ მხოლოდ ერთ მაგალითს: სოფელი ვანათი დასახელებული რეგიონის ერთ-ერთი რთული უბანია. მძიმე მდგომარეობაშია სოფლის ქართული საშუალო სკოლის პედკოლექტივი და სკოლის შენობა. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ვანათის მეზობელ ოსურ სოფლებში – ორტევში გაიხსნა ოსური საშუალო სკოლა, ხოლო სათიხარში აშენდა, კეთილმოეწყო და ერთი წელია რაც ფუნქციონირებს რვაწლიანი სკოლა. ოსი მოსახლეობის კულტურულ-საგანმანათლებლო წინსვლა საქართველოში ყოველ დროს მისასალმებელი მოვლენა იყო, არც დღეს უნდა იწვევდეს უარყოფით ემოციებს, მაგრამ არაადეკვატურად გვეჩვენება ასეთ ფონზე ქართული საგანმანათლებლო კერების ყოფა – ვანათის საშუალო სკოლა მოითხოვს აუცილებელ სარემონტო სამუშაოებს, მესამე სართული გამოუყენებელია, სკოლის ეზო შემოუღობავია. აქ 1991-92 წლწბში განთავსებული იყო გვარდიის ნაწილი, რომელიც საბრძოლო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რამაც შენობის სრული ამორტიზაცია გამოიწვია.
სკოლას ემსახურება 21 მასწავლებელი, ცხრა ტექნიკური მუშაკი, 86 მოსწავლიდან ოსი ეროვნებისაა –12.
უახლოესი ისტორია მრავლად გვაძლევს რუსულ-ოსური განათლების ხელშეწყობით გაოსებისა და გარუსების მაგალითებს. ნუთუ დღესიმდენად წყალწაღებულნი ვართ, რომ არა თუ ჩვენი მრავალსუკუნოვანი მატიანის გათვალისწინებით, არამედ რამდენიმე წლის წინანდელი ტრადიციითაც ვერ ვაკეთებთ რაციონალურ დასკვნებს. ვინ აგებს პასუხს დღეს, ვანათის ჩამოქცეული სკოლის კედლებიდან მეზობელი ოსურ კეთილმოწყობილი სკოლისაკენ გეზი რომ აიღოსრამდენიმე ოსმა მოსწავლემ, ხოლო ხვალ ქართველი ბავშვების მშობლებმაც ისურვონ შვილების უკეთეს პირობებში აღზრდა-განათლება. თუმც, ქართული სიბრძნის ნაყოფია: "მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, გამიშვით ცხვარი გარბისო."
გაზ. "საქართველო",
1997, ივლისი.

No comments:

Post a Comment