Pages

Tuesday, August 19, 2014

როგორ მივცეთ ზარმაც ბავშვებს სწავლის სტიმული - 6 რჩევა

როგორ მივცეთ ზარმაც ბავშვებს სწავლის სტიმული - 6 რჩევა როგორ მივცეთ ზარმაც ბავშვებს სწავლის სტიმული?

სიზარმაცე ერთგვარი ავადმყოფობაა, რომლის დაძლევაშიც მასწავლებელი მოსწავლეს უნდა დაეხმაროს.

სიზარმაცე ყოველთვის მარცხს იწვევს, ამიტომ, მასწავლებლები მუდამ უნდა ეცადონ გაამხნევონ მოსწავლეები, რათა მათ სიზარმაცის დაძლევა და შრომისმოყვარეობის შენარჩუნება შეძლონ. ერთი მნიშვნელოვანი რამ, რითაც სირთულეები გადაილახება, გამბედაობაა. ამასთან, წარმატების საწინდარია მიზანდასახულობა, თუმცა, საკუთარ მიზნებს სიზარმაცით ვერავინ მიაღწევს.

დასვით ბავშვი და მიეცით მას რჩევები - ზოგიერთმა არ იცის, რომ მისი, როგორც მოსწავლის მოვალეობაა - ისწავლოს და კონკრეტულ მიზნებს მიაღწიოს.

მიეცით ბავშვს ნება, თავად დაისახოს - შეადგინეთ მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიზნები. განასხვავეთ ისინი მოსწავლის ასაკისა და შესაძლებლობების მიხედვით: რა სამი სამიზნე აქვთ შესასრულებელი დღის ან კვირის ბოლოსთვის? როგორი შედეგის მიღება სურთ მომდევნო სემესტრული გამოცდების დროს, ან ზოგადად, მომდევნო წელს? რა სფეროში სურთ მომავალში მათი კარიერის განვითარება? შესაბამის ასაკში კითხეთ, თუ რით სურთ დაკავდნენ, როცა გაიზრდებიან და აუხსენით, რომ მათი მომავალი წარმატება მათსავე ხელშია და ახლანდელ შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული.

აუცილებლად შეეკითხეთ დღის ბოლოს, თუ რა შეისწავლეს დღეს ახალი - თუ ბავშვს ეცოდინება, რომ მისგან ყოველი დღის ბოლოს კონკრეტულ რაიმეს მოელით, იგი უფრო მონდომებული იქნება, რათა იმედი გაგიმართლოთ.

ერთი შექება ათასი კრიტიკის ტოლფასია - შეამჩნიეთ მათი მონდომება და შეაქეთ იგი. მიუთითეთ ყოველი მათი ნიჭის შესახებ, რომელსაც შენიშნავთ და მიესალმეთ მათ ნებისმიერ შთამბეჭდავ ტალანტს. ეს ბავშვებს ენთუზიაზმს შეჰმატებს და ახლადშენაძენი რწმენა და თავდაჯერებულობა მათი საქმიანობის სხვა სფეროებშიც გამოვლინდება.

ეცადეთ, გაიგოთ მათი უგულოდ მუშაობის მიზეზები - ხომ არ აქვთ პრობლემები ოჯახში ან სკოლაში? კლასში თავს დაჩაგრულად ხომ არ გრძნობენ? აქვთ თუ არა ჯანსაღი ურთიერთობა მასწავლებლებთან? წახალისდება თუ არა მათი შრომა საკმარისად? არის თუ არა მათი მონდომება შემჩნეული მასწავლებლების მხრიდან? ნათელია თუ არა მათთვის შესასრულებელი სამუშაო? დაელაპარაკეთ ბავშვს, მათ მშობელს ან სხვა მასწავლებლებს ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად.

არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც უჩვენეთ მაგალითი და ხელი შეუწყვეთ მათ - გაარკვიეთ, რა აძლევს მათ სტიმულს, იქნება ეს ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენა, თუ ვინმეს მიერ წარმატების მიღწევა. მოუყვანეთ მაგალითად ისეთი ადამიანები, ვინც საკუთარი შრომისმოყვარეობითა და მონდომებით წარმატებას მიაღწიეს.

როგორია ბავშვების სტიმულირების თქვენებური მეთოდები? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment