საქართველოს
მთავრობამ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს სასწავლებლებში
ჩარიცხული სტუდენტებისა და მაგისტრანტებითვის სოციალური პროგრამის
ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა განსაზღვრა.
როგორც დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილმა Aris.ge-განათლებას განუცხადა, მთავრობამ სამინისტროს პროექტი დადებითად შეაფასა. მთავრობის დადგენილიებით, სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის 2 მილიონ 520 ათასი ლარი გამოიყოფა ხოლო მაგისტრებისთვის 200 ათასი ლარი. "სოციალური პროგრამა არ გულისხმობს რომ აღნიშნული თანხით მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტუდენტები დაფინანსდებიან. დასაფინანსებელი სტუდენტების კატეგორიები უკვე იდენტიფიცირებულია და ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარდა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან დევნილები, საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები, მაღალმთიან რეგიონების მცხოვრებლები, ეკო-მიგრანტები, აზერბაიჯანული და სომხური სკოლადამთავრებული სტუდენტები,"- განუცხადა Aris.ge-განათლებას ქეთევან ნატრიაშვილმა. edu.aris.ge |
Pages
▼
No comments:
Post a Comment