გაცნობებთ, რომ გარდა ზოგადი უნარებისა, გამოცდისათვის, რომელიც 2 ან მეტ სესიად ჩატარდა (გამოყენებულია ტესტის 2 ან მეტი ვარიანტი), მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (და ე.წ.
გამსვლელი ქულა) გამოქვეყნდება სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ.
გერმანული, რუსული, ფრანგული ენების, ასევე ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ლიტერატურის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდებისათვის, რომლებიც ერთ სესიად ჩატარდა (გამოყენებულია ტესტის მხოლოდ ერთი ვარიანტი) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ცნობილია.
2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური და გამსვლელი ქულა
2014 წლიდან აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. ამ ცვლილების შედეგად კონკურსში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა გათანაბრებული ქულა გამსვლელ ქულაზე მეტი ან ტოლი აღმოჩნდება.
გათანაბრების განმარტება
ხშირად დასმული კითხვები
naec.ge
No comments:
Post a Comment