დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობა გახსნილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მკვლელობა შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა და 1994 წელს დაბადებული , წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ დაჩი დ-ს, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მიხეილ გ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით). ipn.ge
No comments:
Post a Comment