მსოფლიოს ყველაზე სახიფათო/ეგზოტიკური სკოლისკენ მიმავალი გზები
http://cspinfo.ge/სექტემბერი დადგა და მილიონობით სკოლა მსოფლიოს მასშტაბით სწავლის სეზონს იწყებს. მაგრამ ამ დროს მნიშვლელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ზოგიერთ კუთხეში სკოლაში მისვლა ბევრ სირთულესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და უფრო მეტიც შეიძლება ფუფუნების საგანიც იყოს. მსოფლიოს რიგი ქვეყნის ბავშვებს უწევთ გაიარონ ურთულესი გზა სასწავლო დაწესებულებამდე განათლების მისაღებად.
იუნესკოს მიხედვით, ბავშვების სკოლასთან დამაკავშირებელი პროგრესი ბოლო ხუთი წლის მანძილზე საკმაოდ შემცირდა. შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების სიმცირე, წყალდიდობა და სახიფათო ბილიკები ხდება რიგ ქვეყნებში ბევრი მოზარდის მიერ სკოლის მიტოვების მიზეზი.
გამოსავალი მარტივად ჩანს: გზების და ხიდების მშენებლობა, შესაბამისი სკოლის ავტობუსების შეძენა და მძღოლის დაქირავება, თუმცა საქმე ასე მარტივად ნამდვილად არ არის,რადგან ზოგიერთ ქვეყანაში სახსრების უქონლობა და ბუნებრივი კატასტროფები ამის საშუალებას არ იძლევა და ვერ უზრუნველყოფს ამ ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებას.
CSPINFO.GE გთავაზობთ რიგი ქვეყნების სიას, სადაც ბავშვებს წარმოუდგენელი სირთულის მარშრუტის გავლა უწევთ სკოლამდე მისასვლელად.
5 საათიანი მოგზაურობა მთებში ,გულუ, ჩინეთი
სკოლის მოსწავლეები მიცოცავენ სახიფათო ხის კიბეებზე, სოფელი ZHANG JIAWAN, სამხრეთ ჩინეთი
ბავშვები მიემგზავრებიან სკოლა-პანსიონში ჰიმალაის გავლით, ზანსკარი, ინდოეთი
No comments:
Post a Comment