საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-3 საერთაშორისო კონფერენცია “ნანოტექნოლოგიები” (ნანო – 2014) გაიხსნა. ღონისძიება გახსნა სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა. ქართველ მეცნიერებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობენ კანადელი, ამერიკელი, თურქი, უნგრელი და უკრაინელი მეცნიერები.
სამეცნიერო კონფრენეციის თემატიკა ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნანომასალების მიღების მეთოდები, მათი სტრუქტურის, ქიმიური, ფიზიკური და ტექნოლოგიური თვისებების გამოკვლევა, ნანომასალების გამოყენება ტექნიკაში. კონფერენცია შეაფასებს ნანომასალების შესახებ დაგროვილი ცოდნის დონეს, განიხილავს აღნიშნულ სფეროში მიღებულ ახალ მიღწევებსა და ნანოტექნოლოგიის განვითარების პერსპექტივებს.
კონფერენციის განმავლობაში დაგეგმილია ზეპირი და სტენდური სესიების ჩატარება, რომლებიც დაეთმობა როგორც ნანოსისტემების ექსპერიმენტული შესწავლის შედეგების, ისე – ამგვარი სისტემების მოდელირებისადმი თეორიული მიდგომების წარმოდგენას.
ზეპირი
და სტენდური სესიები დაეთმობა შემდეგ მიმართულებებს: ნანოსისტემებისა და ნანოსტრუქტურებული მასალების მიღება, ნანომასალების ანალიზი, ნანოფიზიკა, ნანოქიმია, ნანობიოსამედიცინო მეცნიერება, ნანოინჟინერია, ნანოტექნოლოგია ინდუსტრიაში, ნანოტექნოლოგიის სოციალური ასპექტები, ნანოტექნოლოგიის სწავლება.
კონფრენეცია 24 ოქტომბერს დასრულდება.
No comments:
Post a Comment