Pages

Friday, October 17, 2014

"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

დღეს პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით,  საქართველოს პარლამენტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
განათლების მინისტრის მოადგილის ქეთევან ნატრიშვილის თქმით,  პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, პროექტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც მასწავლებლობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებდა. ნატრიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება და ის პარლამენტს ცალკე პროექტის სახით წარედგინება.
"მასწავლებლობის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით დაკონკრეტდა მთავრობის ფუნქციები, მასწავლებლის სტატუსები, სახელწიფო კომისიის შექმნის წესი, შემადგენლობა და მისი ფუნქციები. პროექტის მუხლობრივი დამუშავება მეორე მოსმენის განხილვის დროს გაგრძელდება. დაზუსტდება სახელწიფო კომისიის ფუნქცია - განსაზღვროს და მთავრობას დასამტიცებლად წარუდგინოს მასწავლებლობის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი", - განაცხადა ქეთევან ნატრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ განათლების კომიტეტმა, ზოგადი განათლების კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პირველ მოსმენაზე არ მოიწონა. 
ერთ-ერთ ცვლილების მიხედვით, კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით მასწავლებლის ოთხი პროფესიული კატეგორია უნდა განისაზღვროს.
მასწავლებელთა ოთხი საკვალიფიკაციო საფეხურის შემოღება მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემის შემოღებას უკავშირდება.

No comments:

Post a Comment