Pages

Tuesday, October 14, 2014

რა არის დღეს ვაჟკაცობა?


რა არის დღეს ვაჟკაცობა?
ესსე
0
გთავაზობთ, 16 წლის ქართველი გოგონას პასუხს კითხვაზე: “რა არის დღეს ვაჟკაცობა?”
“ვაჟკაცობა ძალიან სუბიექტური ცნებაა.
ქართველებს ოდითგანვე მოსდგამთ ვაჟკაცობა, მისი ყოველგვარი გამოვლინება. ვაჟკაცობა მისაბაძი და საქებარი იყო, დასაფასებელი.
ჩემთვის ვაჟკაცობა ბევრი კრიტერიუმით ფასდება, კაცი კაცს უნდა გავდეს,,,ცოტა ბანალური ნათქვამია, მაგრამ ჩემთვის დიდი აზრის მატარებელია. ყველაზე მთავარია ღირსება ადამიანში, სამართლიანობა, საკუთარი თავის და სხვების პატივისცემა… რომ იკითხო ყველა ვაჟკაცია…ყველა მაგარია… მაგრამ ეს რელურად მძიმე მდგომარეობაა.მე როგორც ვიცი, ადრე ვაჟკაცად ის კაცი ითვლებოდა, ვინც იყო უშიშარი, მეომარი.
საოცრებაა ამ სიტყვის მნიშვნელობა. ამ ქვეყნად თუ რამეა ფასეული, ერთ-ერთი ეს თვისებაა ადამიანში. პირველ რიგში ეს არის ჰუმანურობა, შემდეგ სამართლიანობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, სხვისთვის დახმარების ხელის გაწვდენა, თავმდაბლობა და კიდევ ბევრი რამ..
ლექსიკონში ვაჟკაცობა განმარტებულია როგორც შეუდრეკელი მეომარი, გულადი, მამაცი ადამიანი
გააჩნია ხალხი ვაჟკაცობაში რას გულისხმობს, სამწუხაროდ დღესდღეისობით კაცების უმეტესობა, “დამრტყმელობას”, არ დათმობას, დანის დარტყმას და იარაღის სროლას ვაჟკაცობად მიიჩნევს.
მე არ მინდა, რომ ქალის უკან იმალებოდეს კაცი. ნუთუ ვერ ამჩნევთ, რომ გაბოროტებული დადის ხალხი ქუჩაში? სავსეა ისეთი ხალხით ქალაქი, რომლებიც არაფრის გამო ხალხს ხოცავს და ასახიჩრებს, პატარა ბავშვები დაზომბებულები არიან ამ “ქურდულით”. ვერ არჩევენ ლაჩრობას და კაცობას. მცირედი შეურაცყოფის გამო აუცილებელია ადამიანი მოკლა ან დაასახიჩრო? მე არ ვამბობ, მადლობა უნდა გადაუხადო და წახვიდე… ზედმეტი თავმოყვარეობის ბრალია ეგ, ყველაზე მაგრები რომ გვგონია ქართველებს თავი… პატარა რაღაცაზე ვეკიდებით ერთმანეთს, მერე ვამბობთ-„რავიცი ვერ მოვითმინე და დავარტყი“. ქართველი კაცის ხასიათი ხომ იცით…
ადამიანი, რომელიც საკუთარ დედას ბილწად მოიხსენიებს, ის ვაჟკაცი ვერ იქნება, როგორც არ უნდა გაწიროს თავი სამშობლოს წინაშე, 2008 წლის ომმა ნათლად დაგვანახა ქართველი ვაჟკაცების თავდადება. წარსულში ვაჟკაცი სამართლიანობასთან დაჩაგრულების მფარველობასთნ და ზნეობასთან ასოცირდებოდა. ეტყობა რომ ჩვენი საზოგადოება ღირსებათა კრიზისს განიცდის.
ვაჟკაცობაა, იდგე შუაგულ ზამთრის სუსხსა და ყინვაში და გულით, მაინც მზის სითბოსა და სინათლეს ატარებდე.
ვაჟკაცობაა, ყოველდღიურობას ფხიზელი გონებით ხვდებოდე და, მაინც სრულ ჭკუას ინარჩუნებდე.
ვაჟკაცობაა, ბედნიერების ყოველი გვერდით ჩავლისას იღიმებოდე და კარგად ვარო! ამბოდე.
ვაჟკაცობაა, ბედის დარტყმებს საკუთარ თავზე იღებდე და ამით სხვებს უფრთხილდებოდე.
ვაჟკაცობაა, მტერს თალებში უყურებდე და მასთან პირისპირ შებმას არ გაურბოდე.
ვაჟკაცობაა, ცხოვრების ტალახში ამოსვრილს, სული მუდამ ქათქათა გქონდეს.
ვაჟკაცობაა, გრძნობდე სიკვდილის მუქარას და ამას არაფრად აგდებდე.
ვაჟკაცობაა, გიყვარდეს ქალი და ამ სიყვარულით არავის აწუხებდე.
ვაჟკაცობაა , სიტყვას არავის აძლევდე, მიცემულს კი ასრულებდე.
ვაჟკაცობაა, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
ვაჟკაცობაა, მტერიც გიყვარდეს შენი და ბოლოს…წარმოუდგენელი ვაჟკაცობაა: უყურო, სამყაროს უფლის თვალებით და ასეთ მზერას ხორციელმა ადამიანმა დიდხანს გაუძლო…”
გამომგზავნი/ავტორი: ანი მაღრაძე
4motivi.com

No comments:

Post a Comment