Pages

Monday, December 22, 2014

სტუ-ში გოგი ჭირაქაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

23 დეკემბერს, 14:00 სთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში გაიმართება პროფესორ გოგი ჭირაქაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო. საიუბილეო ღონისძიება ითვალისწინებს საპატიო დაფის გახსნასა და წიგნისგოგი ჭირაქაძის გვერდითპრეზენტაციას.

გიორგი (გოგი) გიორგის ძე ჭირაქაძე დაიბადა 1934 წლის 24 დეკემბერს ქ. თბილისში.
1953 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილსის 21-ე ვაჟთა სკოლა. 1953-58 წლებში სწავლობდა დ. მენდელეევის სახელობის მოსკოვის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, იგი დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის (იმჟამად გამოყენებითი ქიმიის და ელექტროქიმიის) ინსტიტუტის რადიაციული ქიმიის ლაბორატორიაში ჯერ უმცროს, შემგედ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1958-1981 წწ).

ჭირაქაძე პირველი ასპირანტი (1960–1963 წწ) და შესაბამისად პირველი ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი იყო რადიაციული ქიმიის დარგში საქართველოში. 1965 წელს დაიცვა დისერტაცია ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. 1965-81 წლებში ასევე მუშაობდა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ქიმიის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. 1981 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სულფიდრილური ნაერთების თხევადფაზიანი რადიაციულ–ქიმიური ჟანგვა“ და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

გოგი ჭირაქაძე დიდი გატაცებითა და ენთუზიაზმით ემსახურებოდა მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. უდუდესი წვლილი მიუძღვის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის ქიმიის საგნისადმი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივებაში. 1966 - 2003 წლებში პარალელურად მუშაობდა თბილისის პირველი საშუალო სკოლის, ამჟამიდელი I კლასიკური გიმნაზიის ქიმიის მასწავლებლად, ხოლო 80-იან წლებში აბიტურიენტებისთვის ლექციებს კითხულობდა ქიმიაში საქართველოს ტელევიზიით. 1981 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის გამგე. 1984 წელს პროფ. გ. ჭირაქაძეს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1965-1990 წლებში კითხულობდა ლექციებს მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში, 1975 წლიდან კი – მასწავლებელთა დახელოვნების საქალაქო ინსტიტუტში.

პროფ. გოგი ჭირაქაძე 1988 წლიდან მიიწვიეს ინდოეთში და სალექციო კურსები მიჰყავს ბომბეის, ბანგალოსისა და დელის ტექნიკურ უნივერსიტეტებში. 1978-90 წლებში იყო სკოლის მასწავლებელთა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ჟიურის წევრი (თბილისი, მოსკოვი, მინსკი, რიგა).
1996 წელს გ. ჭირაქაძეს სოროსის პროფესორის წოდება მიენიჭა. ამავე წელს აირჩიეს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. 1999 წ. მიენიჭა „საპატიო მასწავლებლის“ წოდება და საქალაქო კონკურსში გამარჯვეულის ლაურეატობა. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.

პროფესორი გოგი ჭირაქაძე იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დარგის სადისერტაციო საბჭოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. იგი რეგულარულად მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო (ჩეხეთი, გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი და სხვა) კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. იყო 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 12 სახელმძღვანელოს, 15 მეთოდური და დამხმარე სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 6 საავტორო მოწმობისა და 2 პატენტის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია 14 მაგისტრი, დაცულია 12 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია.

გოგი ჭირაქაძე სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტობის წლებიდანვე ჩაერთო. პირველი სამეცნიერო ნაშრომი მეოთხე კურსის სტუდენტმა თავის პედაგოგ, ცნობილ მეცნიერ ლ. ნიკოლენკოსთან ერთად გამოაქვეყნა საღებრების ქიმიის სფეროში. არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში იმ დროსათვის საქართველოში ახალ და მეტად რთულ სამეცნიერო მიმართულებას შეეჭიდა. შეისწავლიდა გოგირდორგანული ნაერთების რადიაციულ და ფოტო გარდაქმნას. მისი კვლევის ობიექტს შეადგენდა თიოელების და თიოფენის წარმოებულებში ჟანგვითი პროცესების შესწავლა ულტრაიისფერი და  g–ნაწილაკებით დასხივებისას. კერძოდ, სულფიდური ნაერთების (ალკან-, ალკანდი- და ტრითიოლების, ოქსიალკან-თიოლების, მერკაპტოკარბონმჟავების და თიოძმარმჟავას) რადიაციულ- თხევადფაზური ჟანგვითი რეაქციები იმპულსური და სტაციონალური გამოსხივების რეჟიმში. იმპულსური რადიოლიზის მეთოდით მან პირველმა შეისწავლა რადიოლიზის პროდუქტების მოკლესიცოცხლისუნარიანი ნაწილაკები და მათი წარმოქმნის კინეტიკა. გამოიკვლია მიღებული ნივთიერებების ბუნება და თვისებები. კვლევის შედეგების საფუძველზე დაადგინა თხევადფაზიანი რადიოლიზისას მაიონიზირებელი გამოსხივებისაგან ქიმიური დაცვის მექანიზმი და შეიმუშავა ალიფატური და ციკლური დისულფიდებისა და სულფიდების, ალკანსულფომჟავების, თიოციანმჟავას სინთეზის პრეპარატიული მეთოდები, რომლებიც მაღალი გამოსავლიანობითა და სისუფთავით ხასიათდებიან.

1981 წლიდან სტუ-ის ორგანული ქიმიის კათედრაზე მიიზიდა ახალგაზრდა კადრებ და დაიწყ სამეცნიერო კვლევების ახალ სერია ელემენტორგანული ნაერთებისა და საღებრების, ძირითადად აზოსაღებრების, სფეროში. კვლევის საგანს წარმოადგენდა ახალი გოგირდ- და სილიციუმორგანული ნაერთების სინთეზი და მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესწავლა. მისი ხელმძღვანელობით სინთეზირებული იქნა ნაჯერი ჰეტეროციკლური ფრაგმენტების შემცველი ნაერთები. ასევე წარმატებით იქნა განხორციელებული ჯერ სილიციუმორგანული ნაერთების, ხოლო შემდეგ მათ ბაზაზე ახალი სილიციუმშემცველი აზოსაღებრების სინთეზი. სილიციუმის ატომის შეყვანამ აზოსაღებრების მოლეკულაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ამ უკანასკნელთა მედეგობა სინათლისა და სველი დამუშავების მიმართ. ცოტა მოგვიანებით გოგი ჭირაქაძე დაინტერესდა ორგანული სინთეზის კიდევ ერთი ახალი დარგით – ფაზათაშორისი კატალიზით. ამ დროისთვის ფაზათაშორისი კატალიზი უკვე გვხვდება ორგანული სინთეზის სხვადასხვა სფეროში, მაგრამ მისი გამოყენება აზოსაღებრების მიღების მიზნით მხოლოდ ერთეულოვანი თეორიული შრომებით შემოიფარგლება. მისი ხელმძღვანელობით მუშავდება აზოსაღებრების სინთეზის სრულიად ახალი მეთოდოლოგია. იგი აზოშეუღლების რეაქციებს ატარებს არაპოლრულ არეში ფაზათაშორისი კატალიზატორების თანაობისას, რაც საშუალებას იძლევა მიღებული იქნას აზონაერთები ისეთი სუსტი აქტიურობის აზოკომპონენტების გამოყენებით, რომლებიც უმოქმედონი არიან აზოშეუღლების კლასიკურ პირობებში.

აღნიშნული მეთოდი საინტერესოა როგორც პრაქტიკული (მნიშვნელოვნად ფართოვდება აზონაერთების ასორტიმენტი), ისე თეორიული მიზნებისთვის – მეთოდს აქვს ზოგადი დანიშნულება. მოგვიანებით გოგი ჭირაქაძე ხელმძღვანელობდა სპეციალური ოპტიკური თვისებების მქონე საღებრების (ფლუორესცენტული და ლუმინოფორული) სინთეზს და მათი ქიმიური, ფიზიკური და ოპტიკური თვისებების შესწავლას. სინთეზირებული იქნა რამდენიმე ათეული აზომეთინური ლუმინოფორული საღებარი და მაღალი ფლუორესცენციული თვისებების მქონე იზომერული ანთრადიპირიდონული საღებრები. მათ ბაზაზე შემდგომში შესაძლებელი გახდა დამატებით კიდევ ერთი აზოქრომოფოლური სისტემის დაკავშირება და შედეგად მიღებული იქნა პოლიქრომოფორული საღებრები.


გოგი ჭირაქაძე 2003 წელს გარდაიცვალა.

Sunday, December 14, 2014

რექტორს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით რეგისტრაცია შეუჩერდა

 (photo: )
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ავთანდილ ღელაღუტაშვილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით რეგისტრაცია შეუჩერდა.    წინასწარი ინფორმაციით, რექტორის უფლებამოსილების შეჩერების დაწყების მიზეზი დოქტორის ხარისხის ნამდვილობა გახდა. 
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის უფლებამოსილების შეჩერება ავთანდილ ღელაღუტაშვილის მიერ 2009 წელს მიღებულმა დოქტორის ხარისხის შემოწმებისას საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობისა და მინიჭებული კვალიფიკაციების დასაქმების ბაზართან კავშირის უზრუნველყოფის დოკუმენტაციასთან შეუსაბამობამ გამოიწვია, რაც მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის თანამშრომელთა რეგისტრაციის შეწყვეტის მიზეზი ხდება.
შესაბამისად, ღელაღუტაშვილის უფლებამოისლების საკითხზე განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს რეაგირებისთვის უკვე მიმართა.  მოქმედი რეგულაციით, უნივერსიტეტის რექტორს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა მოეთხოვება. ამდენად, დოქტორის ხარიხსის შეწყვეტა რექტორის უფლებამოსილებას ავოტმატურად აჩერებს. 
წინასწარი ინფორმაციით, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს ავთო ღელაღუტაშვილმა შვებულებაში გასვლის თხოვნით მიმართა, თუმცა ჯერ უცნობია, დაეთანხმა თუ არა საბჭო უფლებამოსილებაშეჩერებული რექტორის თხოვნას. 
knews.ge ინფორმაციისათვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ სტატუსის შეჩერების გამო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ვალდებულია რიიგარეშე არჩევნები დანიშნოს, რასაც  რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა უნდა მოჰყვეს სრული აკადემიური პარსონალის მიერ.

Saturday, December 13, 2014

ერთ ღამეში მინუს 1,5 კგ, ხოლო ერთ თვეში -30 კილოგრამი

დიახ, არ მოგესმათ, ამას ამტკიცებენ დიეტოლოგები და ისინიც, ვინც ამ საოცარი სასმლის ეფექტურობა საკუთარ თავზე გამოსცადა.
ერთ ღამეში მინუს 1,5 კგ, ხოლო ერთ თვეში -30 კილოგრამი – ეს არის შედეგი, რომელსაც მიიღებთ, თუ სასმელს რეგულარულად და სწორად მიიღებთ.
სასმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ჯანჯაფილის ფესვი – 10 სმ სიგრძის.
წითელი ვაშლი – 10-12 ცალი
2 ლიმონის ცედრა და წვენი
ნატურალური თაფლი გემოვნებით
წყალი 4-5 ლიტრი.
ეს სასმელი ორგანიზმს ამდიდრებს სასარგებლო ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, მაგრამ ამასთან, ზედმეტ კილოგრამებს გაშორებთ. ცხიმი იწვება უნიკალური, თუმცა ხელმისაწვდომი კომპონენტების შედეგად: ჯანჯაფილის, თაფლისა და ვაშლის.
ჯანჯაფილი – მცენარე-მკურნალია, რომელიც ამაგრებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და წმენდს ორგანიზმს. სწორედ ამ თვისებების გამო ვიკლებთ წონაში, გვიუმჯობესდება კანის ფერი და მისი ზოგადი მდგომარეობა.
ლიმონი – C ვიტამინის საბადოა.
თაფლი – უამრავი სასარგებლო ნივთიერებით გაჯერებული პროდუქტი.
ვაშლი – პექტინების, უჯრედისების, უამრავი ვიტამინისა და რკინის წყარო.
როგორ მოვამზადოთ სასმელი?
გაასუფთავეთ ჯანჯაფილის ფესვი და დაჭერით ფირფიტებად, ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში.
დაჭერით ვაშლი პატარა ნაჭრებად და ლიმონის ცედრასა და დარიჩინის ჩხირებთან ერთად ისიც ქვაბში მოათავსეთ.
დაასხით წყალი (4-5 ლიტრი), მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ ადუღეთ დაახლოებით 3 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.
გააგრილეთ და გადაწურეთ.
დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ ცოტა ხანს.
ჯერ კიდევ თბილ სასმელში ჩაუმატეთ თაფლი და ლიმონის წვენი თქვენი გემოვნებით.
სასმლის მიღება შეგიძლიათ როგორც თბილი, ასევე ცივი სახით.
ჯანმრთელობას გისურვებთ!
წყარო: Marao.ge

Friday, December 12, 2014

სვით ეს ჯადოსნური სასმელი და ჯანმრთელობა მოგემატებათ, ხოლო წონა მოგაკლდებათ

სვით ეს ჯადოსნური სასმელი და ჯანმრთელობა მოგემატებათ, ხოლო წონა მოგაკლდებათ
წყალი - ჩვენი ორგანიზმის შეუცვლელი შემადგენელი ნაწილია. მის სარგებლობაზე ბევრს საუბრობენ - ის სასარგებლოა კანისთვის, შინაგანი ორგანოებისთვის და წონის რეგულირებისთვის. 

მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ წყალი ორგანიზმის ყველაზე ძლიერი გამწმენდი საშუალებაა. მას ვერაფერი შეედრება!

იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, დროდადრო აუცილებელია დაასვენოთ ორგანიზმი, გაწმინდოთ უჯრედები. ჩვენი ორგანიზმი დღე და ღამე შეუჩერებლად მუშაობს, გადაამუშავებს საკვებს, იწოვს ყველაფერს სასარგებლოს და განდევნის ცუდს. 

მიუხედავად იმისა, რომელ დიეტას იცავთ, სად ცხოვრობთ, რა ჰაერს სუნთქავთ - თქვენი ორგანიზმი დიდი თუ მცირე დოზით ბინძურდება ტოქსინებით. დეტოქსის მიზანია - გამოიტანოს ორგანიზმიდან რაც შეიძლება მეტი ტოქსინი და გამოგაჯანმრთელოთ.

ალბათ, იმაზე ზედმეტიც არის საუბარი, რომ წონის დასაკლებად ეს სასმელი, უბრალოდ, ჯადოსნურია.

აი, ჯადოსნური წყლის რეცეპტიც:


2 ლიტრი წყალი
1 კიტრი
1 ლიმონი
პიტნის 10-12 ფოთოლი

დაჭერით კიტრი და ლიმონი წრეებად, დაუმატეთ პიტნა, დაასხით წყალი და თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ მთელი ღამით. მეორე დღიდან სვით სიამოვნებით სასმელი ყოველდღე, როცა და რამდენიც მოგესურვებათ. 
marao.ge

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა 100 წლამდე


როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა 100 წლამდე
ადამიანების სიცოხლის ხანგრძლივობა სულ უფრო და უფრო მცირდება. ჩვენ მოგცემთ რადენიმე რჩევას როგორ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა 100 წლამდე.    

1. იცხოვრეთ სტრესის გარეშე!

ცნობილია, რომ სტრესი ჯანმრთელობას ვნებს. მიუხედავად ამისა, ყოველ წვრილმანზე ნერვებს ვიშლით. საუკუნეს გადაცილებულების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ეს ის ხალხია, ვისაც შეუძლია ებრძოლოს სტრესებს და დროულად აიყვანოს თავი ხელში.

2. გადაიტანეთ ყურადღება

სცადეთ, მშვიდად გაერკვეთ საკუთარ პრობლემებში. შეგიძლათ თუ არა, გავლენა მოახდინოთ მოვლენებზე? თუ შეგიძლიათ, მაშინ იმოქმედეთ! თუ სიტუაცია თქვენზე არ არის დამოკიდებული, ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვით და დაელოდეთ. ეს უკეთესია, ვიდრე ამაო წრიალი.

3. ისწავლეთ მოდუნება

ძილის წინ მიიღეთ შხაპი და წარმოიდგინეთ, როგორ ატანთ წყალს ყველა პრობლემას. დაწექით, ნელ-ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით და ნელა დაითვალეთ ხუთამდე, მერე ასევე ნელ-ნელა ამოისუნთქეთ პირით. ვარჯიში შეასრულეთ ყოველთვის, როცა სწრაფად დამშვიდება და თავის ხელში აყვანა გჭირდებათ.

4. გაიკეთეთ მასაჟი

თვითმასაჟი ძალზე სასარგებლო რამაა. იმისთვის, რომ თავი დააღწიოთ სტრესულ ფაქტორთა ნეგატიურ გავლენას და მოეშვათ, საკმარისია, თითის ბალიშებით დაიზილოთ თხემი, კეფა და ყურებს უკანა მიდამო.

5. შეიძინეთ მეგობრები

ცნობილია, რომ გულჩათხრობილი ადამიანები ნაკლებს ცოცხლობენ. კომუნიკაბელურობა და სასიამოვნო ხალხთან მუდმივი ურთიერთობა ამცირებს საშიში დაავადებების განვითარების რისკს, ამაღლებს განწყობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ხშირად დაურეკეთ ნათესავებსა და მეგობრებს, გაუგზავნეთ მისალოცი ბარათები, გამართეთ წვეულებები. გაიჩინეთ ახალი ნაცნობები სამსახურში, გაიცანით თქვენი მეგობრების მეგობრები, ეძებეთ საინტერესო ადამიანები ინტერნეტით - ნებისმიერი ურთიერთობა მატებს ძალას და ამაღლებს იმუნიტეტს.

6. იკვებეთ სწორად

გოგონებს, რომლებიც მუდმივად დიეტას იცავენ, უფრო ადვილად ერევათ სტრესი და უფრო ხშირად ემართებათ ნერვული აშლილობა. გარდა ამისა, მათ სუსტი იმუნიტეტი აქვთ და მუდამ უგუნებოდ არიან. საქმე ის გახლავთ, რომ მუდმივი დიეტის გამო ორგანიზმს არ ჰყოფნის ესა თუ ის ვიტამინი და მიკროელემენტი. ეს უსიამოვნება თავიდან რომ აიცილოთ და ტანადობაც შეინარჩუნოთ, საკმარისია მისდიოთ ბალანსირებულ კვებას. არ შეიძლება რაციონიდან ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი საკვების გამორიცხვა! კარგი გუნება-განწყობისთვის აუცილებელია რთული ნახშირწყლები. ნამცხვრებს ერიდეთ, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ საუზმეზე მიუსლის მიირთმევთ. არსებობს მავნე და სასარგებლო ცხიმები. იმისთვის, რომ ორგანიზმში მხოლოდ კარგი ცხიმები მოხვდეს, ერიდეთ შემწვარ საკვებს, უპირატესობა მიანიჭეთ ღუმელში გამომცხვარ ხორცს, თევზს, პარკოსნებს, შეკაზმეთ კერძები ზეითუნისა და სიმინდის ზეთით. კვირაში ერთხელ მიირთვით ვეგეტარიანული საკვები: ბურღული, ხილი და ბოსტნეული. მიირთვით რაც შეიძლება მეტი პომიდორი. კერძები პომიდვრის წვენით ან კეტჩუპით შეაზავეთ. პომიდორი გადამუშავებულიც კი არ კარგავს თავის სასარგებლო ანტიოქსიდანტს - ლიკოპენს, რომელიც ამცირებს კიბოს განვითარების ალბათობას, აძლიერებს გულის კუნთს და ანელებს დაბერების პროცესს. სპირტიანი სასმელები სვით, მაგრამ ზომიერად - ღვინო ანელებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებას, ხოლო პორტვეინს არაჩვეულებრივი საძილე ეფექტი აქვს. ჯანსაღი კვებით გატაცებას ფანატიზმამდე ნუ მიიყვანთ - ზოგჯერ ტორტის ნაჭერი ან შემწვარი კარტოფილი არათუ არ გავნებთ, არამედ სასარგებლოც კია.

7. დაასწარით დაავადებას

გაიარეთ დისპანსერიზაცია. ყველამ იცის, რომ დაავადების თავიდან აცილება გაცილებით ადვილია, ვიდრე მკურნალობა. მაგრამ ბევრი მაინც თავს არიდებს ექიმთან ვიზიტს. თუნდაც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდეთ, წელიწადში ერთხელ ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. რეგულარულად იზომეთ არტერიული წნევა. სამ წელიწადში ერთხელ გაიზომეთ სისხლში ქოლესტერინის დონე. სტომატოლოგებისა ეშინია მხოლოდ მას, ვინც მათთან არ დადის. ნახევარ წელიწადში ერთხელ აუცილებელია დანტისტის მონახულება. მეცნიერებმა დაამტკიცეს კბილებსა და გულს შორის კავშირის არსებობა: ჭიანი კბილები ხელს უწყობს გულის დაავადებათა განვითარებას, პაროდონტოზს კი უშუალო კავშირი აქვს ათეროსკლეროზთან. წელიწადში სულ რაღაც ორი ვიზიტით უამრავ პრობლემას აიცილებთ თავიდან.

8. ამუშავეთ ტვინი

ახალი მასალის შესწავლა, საზოგადოდ, გონებრივი დატვირთვა ტვინზე დადებითად მოქმედებს. ასე რომ, რა ასაკისაც არ უნდა იყოთ, ისწავლეთ ენები, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ითამაშეთ ჭადრაკი, ამოხსენით კროსვორდები ან უბრალოდ იკითხეთ და გაეცანით თქვენთვის უცნობ ინფორმაციას (მაგალითად, ხელი მოჰკიდეთ ძველი რომის ტრადიციებისა და ცხოვრების შესწავლას). ეს ყველაფერი სასარგებლოა მეხსიერებისა და ლოგიკური აზროვნებისთვის.

9. მიიღეთ ვიტამინები

ყველაზე დაბალანსებული დიეტაც კი ვერ მოგცემთ ორგანიზმისთვის აუცილებელი რაოდენობის ვიტამინებს. სწორი კვების შემთხვევაშიც კი ადამიანი საკვებიდან ვიტამინების დღიური ნორმის მხოლოდ 70%-ს იღებს. ასე რომ, ვიტამინების კომპლექსის მიღება აუცილებელია. დაიცავით ვიტამინების მიღების წესები: მათი სიჭარბე ისევე მავნეა, როგორც ნაკლებობა.

10. იცინეთ

თუ ადამიანს შეუძლია, საკუთარ თავზე იცინოს, მაშასადამე, მას იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა აქვს. თუ მას შესწევს უნარი, ყველაფერს იუმორით შეხედოს, ესე იგი შეუძლია იყოს ბედნიერი. ის, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს, მეცნიერულად არის დამტკიცებული.

11. ეძებეთ ორიგინალური გამოსავალი

რთული სიტუაციიდან არაორდინარული გამოსავლის პოვნის, მისი არასტანდარტულად გადაწყვეტის უნარს დღეს კრეატიულობას უწოდებენ. კრეატიული და თავისუფალი აზროვნების მქონე ადამიანები, რომლებიც პრობლემების წინაშე უკან არ იხევენ, ცხოვრობენ უფრო მეტხანს იმ დადებითი ემოციების ხარჯზე, რომელსაც მათ უსიამოვნებებთან გამკლავება ჰგვრით.

12. მზად იყავით გარდაქმნებისთვის

ისინი აუცილებლად მოხდება, უბრალოდ, დაელოდეთ. რასაკვირველია, გარდაქმნები ყოველთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ მიიღეთ ისინი როგორც გამოწვევა, რომელსაც საკადრისად უნდა უპასუხოთ. მოისმინეთ რჩევები და დაფიქრდით, რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში.

13. იმოძრავეთ

არავისთვის არის საიდუმლო, რომ სპორტი - სირბილი, ცურვა, სწრაფი სიარული - განამტკიცებს ჯანმრთელობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს, განურჩევლად იმისა, შეძლებთ თუ არა სიგარეტის გადაგდებას. სადაგ დღეებში ფეხით იარეთ სამსახურში, უქმეებზე კი საათზე მეტხანს ისეირნეთ სუფთა ჰაერზე - ბინებსა და ოფისებში (საწარმოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ჟანგბადის შემცველობა სულ რაღაც 20%-ია, მისი დეფიციტი კი ჰიპერტონიასა და უძილობას იწვევს. თუ სპორტულ დარბაზში სიარულის საშუალება არ გაქვთ, ივარჯიშეთ შინ: სულ რაღაც 20-წუთიანი ვარჯიში 200-ზე მეტ კალორიას დაგაკარგვინებთ, თანაც მთელი დღის სამყოფ მხნეობას მოგანიჭებთ. რამდენიმე თვეში კი ასეთი ვარჯიში 2 კგ-ით გაზრდის თქვენს კუნთოვან მასას.

14. ნუ მოეშვებით

ხელი მოჰკიდეთ ნებისმიერ საქმეს. ის, ვისაც მუშაობა სიამოვნებას ანიჭებს, თავს გაცილებით უფრო მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს, უფრო მეტხანს ცოცხლობს. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ისეთი სამუშაო, როგორზეც ოცნებობს. თუ თავი ხელოვანად მიგაჩნიათ, მაგრამ თქვენი სამუშაო ხელოვნებას არ უკავშირდება, აქციეთ იგი თქვენს ჰობიდ: იმღერეთ კარაოკე ბარებში, წერეთ, ხატეთ. თუ შინ ლეკვი ან კნუტი გყავთ, ძალიან კარგია. თუ შინაური ცხოველების ყოლის საშუალება არ გაქვთ, აივანზე ბაღი გააშენეთ, გაახარეთ ოთახის მცენარეები.

წუარო: mkurnali.ge

Thursday, December 11, 2014

პაატა ბურჭულაძე სდასუ-ს საპატიო დოქტორი


11 დეკემბერს სდასუ-ს ესტუმრა მსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერალი, ფონდ „იავნანას“ პრეზიდენტი პაატა ბურჭულაძე.
ერთობ  საინტერესო აღმოჩნდა პროფესორ-მასწავლებლებთანა და სტუდენტებთან ცნობილი საზოგადო მოღვაწის შეხვედრა.
დიდი ინტერესი გამოიწვია სტუმრის პრეზენტაციამ ფონდ „იავნანას“ მიერ გაწეული მუშაობისა და მახათას მთაზე მიმდინარე საეკლესიო კომპლექსის მშენებლობის შესახებ.
უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა თეიმურაზ ქორიძემ ძვირფასი სტუმარი  დააჯილდოვა დავით აღმაშენებლის მედლით და სდასუ-ს საპატიო დოქტორის დამადასტურებელი დიპლომით, რომელიც ადასტურებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას - პაატა ბურჭულაძისათვის სდასუ-ს საპატიო დოქტორის წოდების
მინიჭებას.    

დასასრულ გაიმართა საინტერესო დისკუსია და გამოითქვა იმედი, რომ სდასუ-სა და ფონდ „იავნანას“ ერთობლივი საქმიანობა ჩვენი სამშობლოსა და ეკლესიის სამსახურში მუდმივ ხასიათს მიიღებს. 

Monday, December 8, 2014

ოფიციალური ინფორმაციით, საგარეჯოში ქმარმა ცოლი მანქანის დაჯახებით მოკლა


ოფიციალური ინფორმაციით, საგარეჯოში ქმარმა ცოლი მანქანის დაჯახებით მოკლა
სამართალდამცველებმა საგარეჯოში მომხდარი მკვლელობა გახსნეს. შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1973 წელს დაბადებული ელიმხან ე. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. 
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, საგარეჯოს რაიონის სოფელ ვერხვიანში, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით მეუღლის 1973 წელს დაბადებულ მელეიქა გ-ს მოკვლა სცადა, თუმცა გასროლა ვერ მოახერხა, რის შემდეგაც მეუღლეს თავისი კუთვნილი ავტომანქანით შეეჯახა. მელეიქა გ. ადგილზე გარდაიცვალა. 
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ელიმხან ე. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ცეცხლსასროლი იარაღი და ავტომანქანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

იხილეთ ვიდეო: საგარეჯოში ქმარმა ცოლის მოკვლა ჯერ იარაღით სცადა, შემდეგ მანქანა დააჯახა 

სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა

8 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ თსუ I კორპუსის ეზოში სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნეს. ღონისძიებას თსუ სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ.
მემორიალის გახსნის შემდეგ სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე თსუ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, ასოცირების შეთანხმების სამოქმედი გეგმის პრიორიტეტებისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა.
სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ავტორია იაკობ ნიკოლაძე. ნამუშევარი, რომელიც დიდმა ქართველმა ხელოვანმა 1908 წელს შექმნა, ბრინჯაოში მოქანდაკე გურამ ნიკოლაძემ ჩამოასხა .
უნივერსიტეტის სტუდენტობა ყოველთვის წინა ხაზზე იდგა ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე და ხშირად, სამწუხაროდ, მათი თავგანწირვა მსხვერპლითაც მთავრდებოდა.
მემორიალი ეძღვნება ყველა უნივერსიტეტელის ხსოვნას, ვინც 1918 წლიდან მოყოლებული აქტიურად იბრძოდა საქართველოს თავისუფლებისათვის.
მემორიალის აღმართვის იდეა უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით, რომლის განხორციელებას აქტიურად დაუჭირა მხარი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ.

ბროწეული - მითი და სინამდვილე

ჩემს 5 წლის შვილიშვილს აღმოაჩნდა დაბალი ჰემოგლობინი. ექიმმა რეკომენდაცია მოგვცა - ბროწეულის წვენი მიეცითო. თქვენ რას გვირჩევთ?

ბროწეული ოდითგან სისხლნაკლულობის სამკურნალო საშუალებად მიაჩნდათ. ასეა თუ არა სინამდვილეში? ბროწეული მართლაც ძალიან სასარგებლოა. ეს ვიტამინებით მდიდარი ნაყოფი გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით, უჯრედულ დონეზე იცავს ორგანიზმს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ბროწეულის ნაყოფში არის C და PP ვიტამინები, ბევრი სასარგებლო მინერალური ნივთიერება და მაკროელემენტი. კალიუმის შემცველობით ბროწეულის წვენი ლიდერია. გარდა ამისა, მასში არის რკინა და კობალტი, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის. მაგრამ იმედი, რომ ბროწეული ჰემოგლობინის დონის აწევაში დაგვეხმარება, ამაოა - რკინას კარგად ითვისებს ორგანიზმი მხოლოდ ხორციდან, განსაკუთრებით - წითელი ხორციდან (კურდღელი, ხბო, ძროხა). სამაგიეროდ, ბროწეულს შეუძლია გააუმჯობესოს ხორციდან რკინის ათვისება. სამხრეთის ქვეყნებში, ისევე როგორც ჩვენში, ბროწეულის მარცვლებსა და წვენს კულინარიაში იყენებენ.

როგორ შევარჩიოთ კარგი ნაყოფი?
ბროწეულის კანი უნდა იყოს სუფთა, პრიალა, გლუვი, თანაბრად შეფერილი, მუქი წითელი, ხელის დაჭერისას უნდა იდრიკებოდეს. ნუ შეიძენთ კანდახეთქილ ნაყოფს. სახლში მიტანისას გადაავლეთ წყალი და დაჭერით სუფთა დანით, რომ ბაქტერიები შიგნით არ შეიტანოთ. ბროწეულის ნაყ­ო­ფი ზამთარშ­იც შეიძლება შე­ვიძ­ინოთ. თუ შენახვის წესებს დავიცავთ, მას არათუ არ მო­­­აკლდება - მოემატება კიდეც სასარგებლო თვისებები, მწკლარტე გემოს დაკარგავს, ხოლო ვიტამინებსა და ყველა სასარგებლო ნივთიერებას შეინარჩუნებს.

შეიძლება თუ არა, აღმოვფხვრათ რკინის ნაკლებობა?
რკინა ადრეული ასაკის ბავშვების თითქმის 30%-ს აკლია. ამას უმთავრესად ორი მიზეზი აქვს: დაბადებისას ორგანიზმში რკინის უკმარისობა და არარაციონალური კვება. შედარებით მოზრდილ ბავშვებში რკინის ნაკლებობას სისხლდენები და ორგანიზმის სწრაფი ზრდა განაპირობებს. თავად რკინის ნაკლებობა კი ორგანიზმში რკინადეფიციტურ ანემიას იწვევს. ადრეული ასაკის ბავშვებში ის აღგზნებით, კანისა და ლორწოვანი გარსების გაფერმკრთალებით, ძილის დარღვევით, უმადობით ვლინდება. შედარებით მოზრდილები ამ სიმპტომებთან ერთად უჩივიან თავბრუხვევასა და ადვილად დაღლას, თავის ტკივილს, ყურების შუილს, ხშირ გულის წასვლას, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას, სწავლასა და ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენას. რკინის ნაკლებობის შესავსებად საჭიროა რკინის შემცველი პრეპარატებით მკურნალობა დიეტათერაპიასთან ერთად. რაციონი მდიდარი უნდა იყოს ისეთი პროდუქტებით, როგორიც არის ძროხისა და ხბოს ხორცი, ძროხის ენა და ღვიძლი, კურდღლის ხორცი. ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი რკინით მდიდარია, მაგრამ ამ ელემენტზე მზარდი ორგანიზმის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს, ვინაიდან მცენარეული რკინა ძნელი ასათვისებელია. ასე რომ, ვაშლის, ჭარხლის, ბროწეულის წვენის, წიწიბურას დიდი ოდენობით მიღება რკინის დეფიციტს ვერ შეავსებს. რკინის პრეპარატებით მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. მისი შეწყვეტა მხოლოდ ექიმის ნებართვით, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე შეიძლება. თუმცა თუ რკინის დეფიციტის მიზეზი არ დავადგინეთ და აღმოვფხვერით, რამდენიმე ხნის შემდეგ პრობლემა ხელახლა იჩენს თავს.
mkurnali.ge

იაპონელ პროფესორს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭება

8 დეკემბერს, 14:30 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იაპონელ პროფესორ  აცუტო სუზუკის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭება. შესაბამის დიპლომს იაპონელ პროფესორ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრნგიშვილი გადასცემს.

იაპონიიმაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) გენერალურ დირექტორს, როფესორ
აცუტო სუზუკის აღნიშნული ჯილდო მაღალი ენერგიების სფეროში განსაკუთრებული მიღწევების აღიარების ნიშნად, ასევე, ქართველ და იაპონელ მეცნიერებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის გადაეცემა.


სუზუკი სწავლობდა ნიიგატას უნივერსიტეტში, დოქტორის ხარისხი მოიპოვა ტოჰოკუს უნივერსიტეტში, მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 1993 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პროფესორად აირჩიეს. სუზუკი მონაწილეობდა იაპონიიმაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ექსპერიმენტში.  2005 წელს მან მიიღო მედალი „Purple Ribbon“.  2006 წლის აპრილიდან იგი უკვე იაპონიიმაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) გენერალურ დირექტორია. 2006 წელს მან მიიღო Bruno Pontecorvo-ს პრემია.

Saturday, December 6, 2014

2016-2017 წლებში მისაღები გამოცდები შემცირდება ან გამოსაშვებ გამოცდებთან გაერთიანდება

2016-2017 წლებში მისაღები გამოცდები შემცირდება ან გამოსაშვებ გამოცდებთან გაერთიანდება2016 2017 წლებში სკოლის დამამთავრებელი და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები შესაძლოა, გაერთიანდეს, ან მისაღები გამოცდების რაოდენობა შემცირდეს.

ამის შესახებ მინისტრმა თამარ სანიკიძემ - "განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების" შესახებ მიმადინარე კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, განათლების სისტემის გრძელვადიან ხედვაში გამოცდების ოპტიმიზაციის საკითხი უკვე გაწერილია.

თავდაპირველად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძემ, დღევანდელი კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილ პრეზენტაციაზე სკოლისა და მისაღები გამოცდების გაერთიანების შესაძლებლობა არ დააკონკრეტა.

"გამოცდები უნდა მოერგოს სისტემას და არა სისტემა გამოცდებს. არავინ იცის, რა იქნება მომავალში. ეს იქნება ცენტრალიზებული გამოცდა სკოლის დასრულებისას ჩატარებული გამოცდა "მატურა", თუ მისაღები გამოცდები. ეს პირადად მეც არ ვიცი", - განაცხადა ივა მინდაძემ.

მოგვიანებით, პანელის შეფასებისას, რომელიც ზოგადი განათლების ძირითად მიმართულებებს ეხებოდა, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოხდება სკოლის დამამთავრებელი და მისაღები გამოცდების ოპტიმიზაცია.

განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პოზიციებს შორის სხვადასხვაობას დარბაზიდან კითხვები მოჰყვა. რის საპასუხოდაც ივა მინდაძემ განმარტა, რომ "ნაეკი" ფეხს აუწყობს ეტაპობივ ცვლილებებს.


"როგორც განვითარდება სისტემა, ისე განვითარდება საგამოცდო პროცესი. ის, თუ როგორ განვითარდება, უმაღლესი განათლების დაფინანსება, ეს დროის საკითხია. შემდგომი ნაბიჯია გამოცდების ფორმა. ამ წუთში სისტემა ვითარდება იქით, რომ მოხდეს ოპტიმიზაცია - გამოცდების რაოდენობის შემცირება, გადაწყობა. თუ სისტემა ამ მიმართულებით განვითარდება, ჩვენ მას ფეხს ავუწყობთ. თუმცა დღეს, ამ დარბაზში, აქ არ არის არავინ, ვინც იცის, რა იქნება 5 წლის შემდეგ",-აღნიშნა მინდაძემ.

საკითხის კიდევ უფრო დაზუსტების მიზნით, კომენტარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც გააკეთა და განმარტა, რომ "თუ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც დაგეგმილი გვაქვს, ოპტიმიზაციის პროცესი 2016-2017 წლებში მოხდება - გამოცდების რაოდენობა შემცირდება,"-განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ეკა არის© წივწივაძე

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები - სიახლეები (პროექტი)

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები - სიახლეები (პროექტი)




შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს შემდეგ სიახლეებს სთავაზობს:

  • 2015 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სამოქალაქო განათლებაც ჩააბარონ. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება IX-X კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.
  • სიახლე იგეგმება გეოგრაფიის გამოცდაშიც: ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 3 საათიდან 2.5 საათამდე შემცირდება. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 (ნაცვლად 70 ქულისა). ქულების შემცირება არჩევითი პასუხების მქონე კითხვებისა და ფიზიკური რუკის ანალიზის კითხვების ხარჯზე მოხდება.
  • ისტორიის ტესტი 70 ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა და არ შეიცვლება გამოცდის ხანგრძლივობა (2 საათი და 30 წუთი).
  • უცხოური ენის გამოცდაზე მოსმენის ნაწილში მოცემული იქნება 10 დავალება (ნაცვლად 8 დავალებისა). გამოცდაზე 15-16 წუთი იქნება გამოყოფილი იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი შესაბამის ენაზე და შემდეგ შეასრულოს  მოცემული დავალება. მე-8 დავალება (გრამატიკა) შემცირდა და 14-ის ნაცვლად იქნება 12 საკითხი.

  • გარკვეული ცვლილებები შეტანილია ბიოლოგიის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამაშიც. 2015 წელს აბიტურიენტებს საგამოცდო ტესტში მიეწოდებათ ღია შეკითხვა, რომელზედაც პასუხი მოკლედ და ამომწურავად უნდა გასცენ.

განათლების სამინისტრო ალექსანდრე შელიასთვის 143 ათასი ლარის გადახდის თაობაზე განმარტებას აკეთებს

განათლების სამინისტრო ალექსანდრე შელიასთვის 143 ათასი ლარის გადახდის თაობაზე განმარტებას აკეთებსსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი "ნაციონალურ მოძრაობას" სპეციალური განცხადებით პასუხობს და ალექსანდრე შელიასთვის ხელფასის სახით 143 ათასი ლარის გადახდის შესახებ განმარტებას აკეთებს. 

"5 დეკემბერს, სხვადასხვა მედასაშუალებებით "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, კონსულტატ ალექსანდრე შელიას, თვენახევრის განმავლობაში, ხელფასის სახით 143 ათასი ლარი გადაუხადა. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ ბატონი ალექსანდრე შელია გახლავთ  "განათლების ხარისხის ელექტრონული მართვის პროექტის" საერთაშორისო კონსულტანტი და მისი ანაზღაურება ხორციელდება არა საბიუჯეტო სახსრებიდან, არამედ  გაეროს განვითარების პროგრამის მიზნობრივი გრანტიდან, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ავტომატიზაციის მიზნით, მიმდინარე ზემოაღნიშნულ პროექტში, ბატონი ალქესანდრე შელია, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, მოწვეულია საერთაშორისო კონსულტანტის რანგში. გაეროს განვითარების პროგრამასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, განსაზღვრულია ანგარიშვალდებულების წესები, რომლის დაცვაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის სავალდებულოა. შესაბამისად, საერთაშორისო კონსულტანტის მიერ შესასრულებელი კომპლექსური სამუშაო და ამოცანები, მის მიერ შექმნილი პროდუქტის ღირებულება, შესაბამისი ანაზღაურება და ანაზღაურების პირობები ხელშეკრულებაში დეტალურადაა გაწერილი. ამდენად, დონორთან შეთანხმებით, ცენტრმა შეასრულა მიზნობრივი გრანტის განხორციელების ფარგლებში წარმოქმნილი ვალდებულება",-აღნიშნულია განცხადებაში.

Friday, December 5, 2014

11 საუკეთესო ვებგვერდი პროგრამირების შესასწავლად დამწყებთათვის და არამხოლოდ

11 საუკეთესო ვებ-გვერდი პროგრამირების შესასწავლად დამწყებთათვის და არამხოლოდდამწყები მეწარმეებისთვის პროგრამირების არცოდნა დამატებით ბარიერებს ქმნის ისეთი მარტივი საქმეების გასაკეთებლად, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი, ვებ-გვერდზე ცვლილებების შეტანა, პროდუქტის განვითარება და ა.შ. ამ დროს გიწევთ სხვისი დაქირავება, რაც საგრძნობლად ზრდის სტარტაპის ხარჯებს. ასევე მოუხერხებელია ინვესტორებთან, პოტენციურ პარტნიორებთან და თანამშრომლებთან დეტალების განხილვა მაშინ, როცა კარგად თავადაც ვერ ერკვევით.

დღეს სირთულეს აღარ წარმოადგენს ცოდნის შეძენა — უამრავი სასარგებლო უფასო რესურსი არსებობს, რომელსაც შეუძლია დამწყებიდან პროფესიონალ პროგრამისტად გაქციოთ.

1. Codecademy: უფასო პლატფორმა, რომელიც გვთავაზობს რამდენიმე ონლაინ გაკვეთილს ცოდნის სხვადასხვა დონის შესაბამისად და ასევე გვაწვდის სხვა სასარგებლო რესურსებს. აქ მოცემული გაკვეთილები საკმაოდ მარტივია და ადვილად გასაგები.

2. Treehouse: ადვილად გასაგები ინსტრუქციული ონლაინ ვიდეოების მეშვეობით Tree House ფართო სფექტრის პროგრამირების სერვისებს გვთავაზობს.

3. Udemy: ონლაინ საგანმანათლებლო ვებ-გვერდი Udemy პროგრამირების რამდენიმე კლასს გვთავაზობს. მათი ნაწილი ფასიანია, თუმცა სიახლეების გამოწერის შემთხვევაში ბევრი მათგანი ფასდაკლების კუპონებს გამოგიგზავნით მეილზე.

4. BlackGirlsCode.com-ის მიზანია დაეხმაროს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ენჯინერინგის და მათემატიკის პროფესიის აფრო-ამერიკული წარმოშობის გოგონებს წარმატების მიღწევაში.

5. CoderDojo.com-ს მოხალისეების მიერ ჩატარებული სესიებით, ახალგაზრდებს შეუძლიათ ისწავლონ პროგრამირება და ასევე მოუსმინონ ტექ-კომპანიების ტურებზე მიწვეულ სპიკერებს.

6. CodeSchool.com ონლაინ კურსების ფართო სპექტრი პროგრამირების სხვადასხვა ენაში, დიზაინსა და ვებ-დეველოპინგში.

7. ComputerClubhouse.org ყოველწლიურად 25,000-ზე მეტ დაბალი შემოსავლის მქონე ახალგაზრდას ეხმარება ისწავლონ საკუთარი თავის კრეატიულად გამოხატვა ახალი ტექნოლოგიების დახმარებით.

8. GeneralAssemb.ly გვთავაზობს პროგრამირების კურსებს თავის კამპუსებში მსოფლიოს მასშტაბით. დამატებით მისი უფასო ონლაინ პლატფორმა გვასწავლის HTML, CSS და javascript-ს მარტივ ინტერფეისიანი გასართობი პროექტებით.

9. GirlDevelopIt.com: საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ყველა ასაკის, რასის, შემოსავლის და განათლების დონის ქალბატონებს უტარებს ინსტრუქტაჟს და უწევს მენტორობას მობილური აპლიკაციების და ვებ-დეველოპმენტისთვის საჭირო უნარების შესაძენად.

10. GirlsWhoCode.com: სპეციალურად შექმნილია 13-17 წლის ასაკის გოგონებისთვის. გვერდის მიზანია გოგონების განათლება, ინსპირაცია და საჭირო უნარებით აღჭურვა, რათა შეძლონ თავიანთი ენჯინერინგ და ტექ-ოცნებების მიღწევა.

11. Udacity.com: Stanford University-ის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმა Udacity ერთ-ერთია უამრაცი საიტიდან, რომელიც უფასოდ გთავაზობთ საუნივერსიტეტო დონის კურსს — კომპიუტერული მეცნიერებების შესავალს.

ყველა მეწარმეს, განსაკუთრებით ახალ თაობას უნდა შეეძლოს კომპიუტერული პროგრამირების ენის გაგება.პროგრამირება მალე ისეთივე მნიშვნელოვანი უნარი გახდება, როგორიცაა — წერა და კითხვა. სანამ დაწყებით სკოლებში დაიწყებენ მისი საფუძვლების სწავლებას, ყველა ჩვენგანს შეუძლია ზემოთ მოცემული რესურსებით ისარგებლოს და ფეხი აუწყოს ტექ-განვითარების რიტმს.
წყარო: kaizenist.com; Entrepreneu;

სტუ-ში ტარდება პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატისადმი მიძღვნილი ბრიფინგი

5 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატისადმი მიძღვნილი ბრიფინგი ჩატარდება.   ბრიფინგში მონაწილეობას მიიღებენ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, აკად. არჩილ ფრანგიშვილი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი, ჟიურის თავმჯდომარე, პროფ. ჰამლეტ მელაძე, ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე, პროფ. ზურაბ წვერაიძე, ღონისძიების დირექტორი, თეოდორე ზარქუა, აგრეთვე, სანკტ-პეტერბურგიდან საგანგებოდ მოვლენილი სპეციალისტები: ეგორ კულიკოვი (მსოფლიოში მე-3 რეიტინგის მფლობელი, ილია ვეკუას თასზე საერთაშორისო ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებული) და მიხეილ დვორკინი (მსოფლიო რეიტინგლისტის ერთ-ერთი ლიდერი და მრავალი საერთშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული და პრიზიორი).

7 დეკემბერს, პარალელურად სანკტ-პეტერბურგში, ბარნაულში, ტაშკენტსა და თბილისში, ტარდება 2014-2015 წლების სეზონის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი უმაღლეს სასწავლებელთა შორის ე.წ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ზონისთვის. ეს ზონა თითქმის მთლიანად ფარავს პოსტსაბჭოთა სივრცეს (უკრაინისა და მოლდავეთის გამოკლებით) და ნამდვილად უძლიერესია მსოფლიოს ნახევარფინალურ ზონებს შორის. საკმარისია ითქვას, რომ უკვე 10 წელიწადზე მეტია, რაც მედალოსნების ნახევარი ამ ზონას წარმოადგენს.

თბილისში თავს მოიყრიან სამხრეთ კავკასიის საუკეთესო სტუდენტი-პროგრამისტები. ნახევარფინალის ყველა მონაწილე ავტომატურად მონაწილეობს სამხრეთ კავკასიის ღია გუნდურ ჩემპიონატში. ამ ჩემპიონატში წელს მონაწილეობის მისაღებად მოწვეულია რამდენიმე უძლიერესი გუნდი უკრაინიდან. მონაწილეებს შორის იქნება საუკეთესო ქართველი მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი.

სამხრეთ კავკასიის პირადი პირველობა ჩატარდება 8 დეკემბერს.

მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის სამართლიანად მიიჩნევა ყველაზე პრესტიჟულ ინტელექტუალურ შეჯიბრებად მსოფლიოში. იგი ტარდება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, ასოციაცია ACM (Association for Computing Machinery)-ის მიერ და ცნობილია დასახელებით ACM ICPC (International Collegiate Programming Contest).

სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პირველად 2008-2009 წლების სეზონში გავიდა. სასიხარულოა, რომ ეს იყო საქართველოს წარმომადგენელი და ორმაგად სასიხარულოა, რომ იგი პრიზიორთა შორის აღმოჩნდა. ეს იყო თსუ- გუნდი (ნიკა ჯიმშელეიშვილი, ელდარ ბოგდანოვი, გიორგი ლეკვეიშვილი, მწვრთნელი თეოდორე ზარქუა), რომელმაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ცხადია, ასეთი ძლიერი ზონიდან ფინალში გასვლა უაღრესად რთულია. ჯერჯერობით სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში მეორედ არც გასულა.

პირველი ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის გუნდებისთვის  2000 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა. ღონისძიების პირველი დირექტორი იყო სტუ- თანამშრომელი ზურაბ გოგიშვილი. სტუ- უმასპინძლა ამ ღონისძიებას 2001 და 2002 წლებშიც. 2003, 2004 და 2006  წლებში სამხრეთ კავკასიის გუნდებმა თავი მოიყარეს ერევანში, სადაც შეჯიბრებას უმასპინძლა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ამ წლებში ღონისძიების დირექტორი იყო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ვაგრამ დუმანიანი. 2005, 2007 და 2008 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის გუნდებისთვის ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. 2009 წელს ღონისძიებას უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა.
2010 წელს, 8-წლიანი პაუზის შემდეგ, შეჯიბრების მასპინძელი კვლავ საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა. ამ წლიდან მოყოლებული, შეჯიბრებას მხოლოდ სტუ მასპინძლობს. ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობს სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, ჟიურის თავმჯდომარეა პროფ. ჰამლეტ მელაძე, ტექნიკური კომპიტეტის თავმჯდომარეა პროფ. ზურაბ წვერაიძე, ხოლო  შეჯიბრების დირექტორია პროფ. თეოდორე ზარქუა.

თეოდორე ზარქუას განცხადებით, ძალთა რეალური შეფასება იძლევა იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ მძაფრი ბრძოლა სამხრეთ კავკასიის საუკეთესო გუნდის სახელის მოსახვეჭად სულ ცოტა 6 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს შორის. ესენია ერევნის რუსულ-სომხური სახელმწიფო უნივერსიტეტი, .ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი  და ბაქოს უნივერსიტეტიქავგაზი”.

მისი განცხადებით, მძაფრი ბრძოლა სამხრეთ კავკასიის პირველობისთვის ხელს შეუწყობს ისეთი შედეგის მიღწევას, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლისთვის იქნება აუცილებელი. ამ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმოადგენს თსუ, სტუ, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმიფო უნივერსიტეტი, თსუ- ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის ინსტიტუტი და, პირველად, საქართველოს უნივერსიტეტი. თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებს სულ 61 გუნდი. აქედან 28 წარმოადგენს საქართველოს, 14 სომხეთს და 19 აზერბაიჯანს. აქამდე ამდენი გუნდი სამხრეთ კავკასიის ნახევარფინალურ ჯგუფში არ ყოფილა.

სავარაუდოდ, სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატზე უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩაებმება მოსწავლეთა ნაკრები გუნდი. ამ გუნდმა (ელენე მაჩაიძე, გიორგი სხირტლაძე, ალექსანდრე ცხოვრებოვი) ერთი კვირის წინ მოიპოვა რუსეთის მოსწავლეთა ღია გუნდური ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლები (საქართველოს უძლიერესმა გუნდებმა იასპარეზა სტუ-იდან) და ახლო მომავალში მისგან თვალსაჩინო შედეგებს ველოდებით ჯერ მოსწავლეთა, ხოლო შემდეგ  სტუდენტთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე.