ჯონ როკფელერი: უმთავრესი ოცნებაა
ჯონ როკფელერი ამერიკელი მეწარმე და მულტიმილიონერი იყო. ადამიანი, რომლის სახელიც სიმდიდრის სიმბოლოდ იქცა. ის პირველი მილიარდერია კაცობრიობის ისტორიაში.
1839 წლის 8 ივლისს დაიბადა ამერიკაში. 1870 წელს დააარსა კომპანია standard oil-ი და მართავდა პენსიაში გასვლამდე. ამ საქმეში მას თავისი ძმა და კომპანიონები ეხმარებოდნენ. რაკი ბენზინსა და ნავთზე მოთხოვნა გაიზარდა, როკფელერების სიმდიდრეც გაათმაგდა და ჯონ როკფელერი თავისი დროის უმდიდრეს ადამიანად იქცა, - სიცოცხლის მიწურულს (1937 წელს) მისი ქონება 1,4 მლრდ დოლარს შეადგენდა.
როკფელერი აშშ-ის ერთ-ერთი პირველი ფილანთროპიც იყო. მან დააარსა როკფელერების ფონდი და დიდ თანხებს გასცემდა სამედიცინო კვლევებისთვის, განათლებისთვის, სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლისთვის. მანვე დააარსა ჩიკაგოსა და როკფელერის უნივერსიტეტები.
ჯონ როკფელერის სიმდიდრის წესები:
1. ნაკლები იმუშავეთ სხვისთვის (მმართველზე, დირექტორზე)! სინამდვილეში კი, მხოლოდ საკუთარი თავისთვის იმუშავეთ. რაც ნაკლებად იმუშავებთ საკუთარი თავისთვის, მით ცუდად იცხოვრებთ.
2. იცოდეთ ფულის დაზოგვა. იპოვეთ ადგილი, სად შეიძლება იყიდოთ საქონელი უფრო იაფად და ბითუმად. წინასწარ შეადგინეთ საყიდლების სია და იყიდეთ მხოლოდ ის, რაც სიაშია.
3. თუ ახლა ცოტა ფული გაქვთ, ბიზნესი უნდა ააწყოთ. თუ საერთოდ არა გაქვთ ფული, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ ბიზნესი.
4. უდიდესი სიმდიდრისკენ მიმავალი ერთადერთი გზა პასიური შემოსავალია! შემოსავალი, რომელიც თავისთავად მოდის, ავტოპილოტზე მუშაობს. შექმენით პასიური შემოსავლის ბევრი წყარო და დატკბით ცხოვრებით.
5. მოიფიქრეთ, როგორ იშოვოთ 50 ათასი დოლარი თვეში, ნაკლები - არა. მეტი - შეიძლება.
(ეს თანხა ტყუილად როდია რეკომენდებული - საქმე ის არის, რომ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანები ყოველთვე დაახლოებით 50 ათას დოლარს ხარჯავენ).
6. მეტი ურთიერთობა - ფული თქვენს ჯიბეში სხვა ადამიანების გავლით მოდის. ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ურთიერთობები, იშვიათად მდიდრდებიან.
7. ღარიბი გარემოცვა გამუდმებით სიღარიბისკენ გიბიძგებთ. ყველაზე მდიდარ ადამიანსაც კი ჰყავს ნათესავები, მეგობრები და სხვა მთხოვნელები, რომლებიც, თუ დროულად არ მოაგვარებთ ამ პრობლემას, მალე გამოგიცარიელებენ ჯიბეებს, მიზნებსა და ოცნებებს. თუ ჯერ კიდევ ღარიბი ხართ, თქვენს გარემოცვაში, ალბათ, არ უყვართ მდიდრები, ალბათ, ეზიზღებათ კიდეც. ყოველთვის გქონდეთ ურთიერთობა მხოლოდ გამარჯვებულებსა და ოპტიმისტებთან.
8. სრული პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ ცხოვრებაზე. სიღარიბე მჟღავნდება, თუ პასუხისმგებლობას გაექცევით. არავითარი თავის გამართლება, თუ რატომ არ შეგიძლიათ ამ წუთას მიზნისკენ სვლა.
9. საუკეთესოებისგან ისწავლეთ. გაეცანით მდიდარი ადამიანების ბიოგრაფიებს, ქცევებს, აზროვნებას.
10. ოცნება უმთავრესია ცხოვრებაში. მთავარია, იოცნებოთ და გჯეროდეთ, რომ აგისრულდებათ. ადამიანი კვდომას მაშინ იწყებს, როცა ოცნებას წყვეტს ან საერთოდ არ ოცნებობს.
11. დაეხმარეთ ადამიანებს არა რაღაცის გამო და არც ფულისთვის, არამედ სუფთა გულით. სწორედ იმ ადამიანებს, რომლების დახმარებაც თავად გსურთ. სულაც არ არის აუცილებელი, ეს თქვენი ან ვინმეს ნათესავები, ან ნაცნობები იყვნენ. მოგების 10% საქველმოქმედოდ გაიღეთ.
12. შექმენით ბიზნესსისტემები, დატკბით ცხოვრებით, ნაშოვნი ფულით.
No comments:
Post a Comment