Pages

Tuesday, May 30, 2017

მე–10–12 კლასებში მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეიცვლება – ლია გიგაური

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის განცხადებით, ის საკითხი, რომ ყოველწლიურად საჯარო სკოლების კურსდამთავრებულების გარკვეული რაოდენობა აწყდება გამოსაშვებ გამოცდებზე პრობლემას, გამოსწორდება მხოლოდ საშუალო საფეხურის შინაარსობრივი და სტრუქტურული ცვლილების შემდეგ. მათ შორის, დაემატება არჩევითი საგნები და შეიცვლება შეფასებების სისტემაც.
როგორც გიგაურმა EDU.ARIS.GE-ის განუცხადა, მოსწავლეების მიერ ბარიერის ვერ გადალახვას არა ერთი, არამედ სხვადასხვა მიზეზი აქვს. ესაა სასკოლო პროგრამები, სკოლის მოწყობა, მასწავლებლების პროფესიული მზაობა, მოსწავლეების მოტივაცია.
”ჩვენ ვგეგმავთ არამხოლოდ საშუალო საფეხურის (მე-10, მე-11, მე–12 კლასები) შინაარსობრივ  გადამუშავებას, არამედ მოწყობის შეცვლასაც. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. თვითონ საშუალო საფეხურის მისიიდან და  სტრუქტურის ცვლილებიდან გამომდინარე, შეფასებების სისტემაც იქნება შეცვლილი.  ზოგადად დაწყებულია მუშაობა საშუალო საფეხურის შინაარსის ცვლილებაზე, განახლებაზე, დიფერენცირებულ მიდგომებზე, სტრუქტურის  ცვლილებაზე. მომდევნო სასწავლო წელს ალბათ დანერგვას ვერ შევძლებთ, თუმცა საპილოტე ვერსია მზად გვექნება,” – აღნიშნა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში ზოგადი განათლება სამ საფეხურად იყოფა: დაწყებით, საბაზოდა საშუალოსაფეხურებად. დაწყებითი საფეხური გულისხმობს 1-6 კლასებს, საბაზო – 7-9, ხოლო საშუალო – 10 – 12 კლასებს. სავალდებულო სწავლება საქართველოში მოიცავს 1-9კლასებს.
edu.aris.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


No comments:

Post a Comment