Pages

Tuesday, May 30, 2017

სასტუმრო "არმაზის" მეპატრონემ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა

სასტუმრო „არმაზის“ მფლობელმა ზაზა ართმელაძემ, რომელმაც თავი გუშინ მოიკლა, თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა. დღეს ოჯახმა ეს წერილი გაასაჯაროვა. დღესვე ართმელიძის ოჯახმა და ადვოკატმა განცხადება გააკეთეს. ისინი ამბობენ, რომ მათი ოჯახის მიმართ დისკრიმინაცია წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. სასტუმროს მეპატრონეები ამას მათი ქონებით დაინტერესებას უკავშირებენ, თუმცა კონკრეტულ პირებს არ ასახელებენ.
ზაზა ართმელაძის მამა ხასან ართმელაძე არ გამორიცხავს, რომ სასტუმრო 2015 წელს მიზანმიმართულად დაწვეს, თუმცა ვინ, ამის შესახებ არ საუბრობს. ოჯახი როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო დავას გააგრძელებს. ადვოკატის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე დავა, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება, ჯერ არ დასრულებულა. რაც შეეხება სამოქალაქო დავას, სასტუმროს მეპატრონეებს "პროკრედიტ ბანკი" ოჯახს 300 ათასზე დოლარზე მეტს ედავება. ოჯახს სასტუმრო ბანკში ჰქონდა ჩადებული, ხანძრის შემდეგ შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო კი, სასამართლომ ქონება "პროკრედიტ ბანკს" მიაკუთვნა.
რაც შეეხება ზაზა ართმელაძის წერილს, ის გუშინ საღამოს ბიბლიაში იპოვეს. მასში საუბარია სასტუმროში 2015 წელს მომხდარ ტრაგედიაზე.
„იმ ავბედით დღეს, როდესაც სამი ბავშვი დაიღუპა, სამწუხაროდ, მიშველების საშუალებაც არ მომეცა, რისთვისაც სიცოცხლესაც არ დავიშურებდი, მთელი ჩემი არსებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ძებნა დაიწყო გარეთ ქუჩაში, ბაღში, ზღვის პირას. ჩემი ოჯახის უფროსი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი და ვასრულებდი პირნათლად იმ ტურისტულ საქმეში, რითაც ოჯახი იყო დაკავებული. რაც ევალება, ალბათ, ოჯახში მამას, კაცს. საქმის ვითარება სამწუხაროდ, ისე მიდის, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ ბავშვების დაღუპვაში, თუმცა სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებიდან ნათლად იკვეთება ყველაფერი. ვინ გაექცევა იმ ცოდვას ღმერთის წინაშე, ვინც ტყუილს იტყვის და ვინმესკენ გადაიხრება, როდესაც სამი პატარა ბავშვია დაღუპული. მჯერა, რომ სიმართლე დადგინდება! იმ მუხლთან ერთად, რითაც კანონი მედავება, სიტყვიერად სასამართლოზე გულგრილობაში და დაუდევრობაშიც კი მე მდებენ ბრალს.“- ნათქვამია ართმელაძის წერილში.
ის ხანძრის შემდეგ ოჯახის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზეც წერს. „ ხანძრისგან ოჯახმა დაკარგა ყველაფერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი შრომით ვაშენეთ. ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა. უფალს ვევედრები შემინდოს, თუკი რამე არასწორად გადავწყვიტე. მადლობა ყველას დახმარებისთვის, თანადგომისა და თანაგრძნობისთვის. ილოცეთ ჩემთვის“, - ნათქვამია წერილში.
ქობულეთში სასტუმრო "არმაზის" მეპატრონემ თავი გუშინ მოიკლა. ადგილობრივების თქმით, ცხედარი დამწვარი სასტუმროს შენობაში ნახეს. შსს ფაქტს ადასტურებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
2015 წელს სასტუმროში ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მეპატრონე დააკავეს.
imedinews.ge


განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


No comments:

Post a Comment