Pages

Tuesday, May 23, 2017

15 წლით პატიმრობა მიესაჯა საქართველოს პარლამენტის წევრს

საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს. ხატერ მასაადსა და RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას დაუსწრებლად 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა ფულადი სახსრების მითვისებისთვის. აღნიშნულის შესახებ Gulf Business იუწყება. 

პატიმრობის განაჩენთან ერთად, მასაადმა, ასევე გელა მიქაძემ და გიორგი ჯანაშიამ, რომლებიც RAKIA Georgia-ში მუშაობდნენ, ჯარიმის სახით 17,2 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადონ. სასამართლოს განაჩენის თანახმად, გელა მიქაძემ უნდა აანაზღაუროს 12,8 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო გიორგი ჯანაშიამ - 4,4 მილიონი აშშ დოლარი. ეს ის თანხაა, რომლის მთვისებაში მათ ბრალი ედებოდათ. 

საქმე ეხება ფოთის საზღვაო პორტისა და ახლად შექმნილი კომპანიის, შპს Raystar Trade-ს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებას და შემდეგ მის გაუქმებას (2010-2011 წლები). 

პროკურატურის განცხადებით, Raystar-ის ბენეფიციარები იყვნენ გელა მიქაძე და გიორგი ჯანაშია. ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ ხატერ მასაადმა იცოდა. 

ვერდიქტში მოსამართლემ სამეჰ ჰამედ შაქერმა განაცხადა, რომ სამივე მსჯავრდებულმა განზრახ მიაყენა ზიანი Ras Al Khaimah Investment Authority-ის ფულად სახსრებსა და ინტერესებს.

”ინტერპრესნიუსი” „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ადა მარშანიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არაფერი იცის.
 ipn.ge


No comments:

Post a Comment