Pages

Tuesday, May 23, 2017

პსჟ-ს ფეხბურთელებს გადასახადის დამალვაში ადანაშულებენ

ფრანგმა სამართალდამცველებმა საფეხბურთო კლუბ პსჟ-ს ოფისსა და ამ გუნდის ორი ფეხბურთელის, ანხელ დი მარიასა და ხავიერ პასტორეს სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. "პარი სენ-ჟერმენის" არგენტინელ ფეხბურთელებს საფრანგეთის კორუფციასთან ბრძოლის ცენტრი გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს.
როგორც იტყობინებიან, დი მარიას პანამაში არალეგალურად კომპანია აქვს დარეგისტრირებული, სადაც მისი რეალური შემოსავალი აღირიცხებოდა და ამ უკანონო მაქინაციით თავად ფეხბურთელის გარდა, სარგებელს კლუბიც იღებდა.
გამოძიება მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში პსჟ-ს რამდენიმე თანამშრომლის გარდა, დი მარია და პასტორეც დაიკითხებიან.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment