Pages

Thursday, May 25, 2017

თურქეთში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს

თურქეთის ქალაქ ორდუში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. გარდაცვლილი სასტიკად არის ნაწამები. ეჭვმიტანილი დაკავებულია.
თურქული სააგენტოების ინფორმაციით, ცხედარი ეჭვმიტანილის ოჯახში აღმოაჩინეს. გამოცემა წერს, რომ მძაფრი სუნისგან შეწუხებულმა მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. კარის გატეხის შემდეგ კი ოთახში ახალგაზრდა ქალის ცხედარი სკამზე მიბმული, ყელგამოჭრილი იპოვეს.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დანაშაულში ეჭვმიტანილი ტრაპიზონში დააკავეს. საგამოძიებო ქმედებები გრძელდება. გარცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 10 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment