Pages

Wednesday, May 24, 2017

„საურონის თვალმა“ კოსმოსური აფეთქებები დაიჭირა

ასტრონომებმა რადიოინტერფერომეტრ ASKAP-ის საშუალებით, რომელსაც მეტსახელად "საურონის თვალს" უწოდებენ, დაიჭირეს რადიოტალღური აფეთქებები, რომლის წყარო ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა Daily Mail-ი.
ინსტრუმენტის მიერ დაჭერილი სიგნალი სულ რამდენიმე წამი გრძელდება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ლომის თანავარსკვლავედიდან მოდის და სავარაუდოდ, დედამიწისგან რამდენიმე მილიარდი სინათლის წელიწადითაა დაშორებული.
მკვლევარებმა რადიოაფეთქება ჩაწერეს მაშინ, როდესაც 36-დან მხოლოდ რვა ინტერფერომეტრის "თეფში" იყო ჩართული. ასტრონომების თქმით, იმპულსი რომელსაც FRB170107 დაერქვა, "დაინახეს" მხოლოდ მისი სიძლიერის გამო.
პირველი მსგავსი რადიოიმპულსი დაფიქსირდა 2001 წელს რადიოტელესკოპ „პარკსის“ საშუალებით. მას შემდეგ, დედამიწას კიდევ 10 მსგავსი სიგნალი მიუღია. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment