Pages

Thursday, May 4, 2017

აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში 85 უცნობი ქართული ხელნაწერის გაციფრება მოხდა

სინას მთის წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერში დაცული 1700 ხელნაწერის მიკროფირის გაციფრება მოხდა - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკამ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს აცნობა.
აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ინფორმაციით, გაციფრებულ ხელნაწერთა შორის 85 ქართული ხელნაწერია.
ყველა მათგანი დღემდე უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის.
როგორც ხელნაწერთა ცენტრში აცხადებენ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაში იგეგმება იერუსალიმის ბერძნული და სომხური საპატრიარქოებსა და ათონის მთაზე დაცული 100-მდე ქართული ხელნაწერის გაციფრებაც.
დაინტერესებული პირებისთვის, ხელნაწერთა ცენტრი გაციფრებული ქართული ხელნაწერების ჩამონათვალს ავრცელებს. 
1tv.ge

No comments:

Post a Comment