Pages

Thursday, May 4, 2017

SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტი მსოფლიოს 2019 წლიდან ექნება

ილონ მასკის კომპანია SpaceX 2019 წელს კოსმოსში 4,425 თანამგზავრს გაუშვებს, რათა მთელ მსოფლიოს უმაღლესი ხარისხის ინტერნეტი მიაწოდოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
ამ დავალების შესასრულებლად SpaceX რაკეტა Falcon 9-ს გამოიყენებს. ამით შემცირდება ხარჯები და აპარატის განთავსება 1325 კილომეტრ სიმაღლეზე უფრო ადვილი იქნება. 
გაეროს მონაცემებით, პლანეტაზე მცხოვრები 4,2 მილიარდი ადამიანს ინტერნეტთან წვდომა ამა თუ იმ მიზეზის გამო არ აქვს. ხოლო ვისაც აქვს, იმათგან უამრავი ადამიანი ნელი ინტერნეტით სარგებლობს. ამიტომ SpaceX-ისთვის აღნიშნული პროექტი კომერციულადაც საინტერესოა, რადგან ჯერ კიდევ აუთვისებელი კომერციული ბაზრები არსებობს. 
1tv.ge

No comments:

Post a Comment