Pages

Wednesday, May 31, 2017

სასწავლო შეხვედრა კინორეჟისორ ზაზა ორაშვილთან


გუშინ  გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში კლუბ „რეპორტიორის“ მოწვევით კინორეჟისორი ზაზა ორაშვილი იმყოფებოდა.
კინორეჟისორთან შეხვედრა სასწავლო ფორმატის ფარგლებში შედგა და, შესაბამისად,  მასტერკლასს სოციალურ  მეცნიერებათა   ფაკულტეტის   ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები  ესწრებოდნენ.
სტუმარმა ვრცლად ისაუბრა მუსიკალური ვიდეო და სარეკლამო რგოლების  გადაღების სპეციფიკაზე, თანამედროვე ტენდენციებსა თუ  ამ სფეროსათვის დამახასიათებელ მიდგომებსა და ნიუანსებზე. სასწავლო ფორმატის ფარგლებში აჩვენა სტუდენტებს ბოლო პერიოდში გადაღებული მუსიკალური ვიდეო თუ სარეკლამო  რგოლები და ისაუბრა მათი შექმნის ისტორიასა და  მუშაობის პროცესზე.
შემდეგ ზაზა ორაშვილმა უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს და  მათთან ერთად  სამახსოვო ფოტოებიც  გადაიღო.

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად






 


საერთაშორისო კვლევის დრამატული შედეგები – რა ხარვეზებია ზოგადი განათლების სისტემაში?

მეოთხე კლასიდან მერვე კლასამდე მოსწავლეთა შედეგები საბუნებისმეტყველო მიმართულების საგნებში უარესდება, 15 წლის მოზარდებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, წაკითხულის გააზრებაში საქართველო 70 ქვეყნიდან 62-ე ადგილს იკავებს, ამას საატესტატო გამოცდებში 11 000-მდე ჩაჭრილი მოსწავლე ემატება. შეიძლება ითქვას, რომ ზოგადი განათლების საფეხურზე სისტემას სერიოზული პრობლემები აქვს.
საერთაშორისო კვლევის შედეგებმა საზოგადოება ისე აღაშფოთა, რომ განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თანამედროვე კომბლეც და სკოლის შესასვლელში დაწყობილი წითელი ვაშლების თემაც გადაფარა. ექსპერტები ზოგადი განათლების სისტემაში კომპლექსურ პრობლემებს ხედავენ. მათ შორისაა პედაგოგი, ექსპერტი განათლების სფეროში გია მურღულიაც, რომელსაც „პრაიმტაიმი“ ესაუბრა.
გია მურღულია:
– შედეგი რომ სახარბიელო არ არის და ყოველი მე-4 რომ ბარიერს ვერ ლახავს, ყველასთვის თვალსაჩინოა. ჩვენ ეს შედეგი დიდი ხანია გვაქვს და ის ფაქტი, რომ შედეგი არსებითად არ იცვლება, ნიშნავს, რომ სათანადო დასკვნები არ გამოგვაქვს ან შეიძლება დასკვნები გამოგვაქვს, მაგრამ მიზეზის აღმოსაფხვრელად კარგად ვერ ვმოქმედებთ. ამ შედეგის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს. ჩვენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და სასწავლო გეგმა გვაქვს. თავი დავანებოთ იმას, კარგია თუ ცუდი, შესაცვლელია თუ დასაკორექტირებელი. მთავარია, რომ სახელმწიფო მისი დანერგვისა და რეალიზების ხარისხს ვერ აკონტროლებს. მე და თქვენ შეიძლება კარგი გადაწყვეტილება მივიღოთ, მაგრამ, თუ ამ გადაწყვეტილების დანერგვას კარგად არ ვმართავთ, შეიძლება ეს გადაწყვეტილება ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდეს.
– რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით დაინერგოს და ეფექტურად განხორციელდეს?
– მართებული გადაწყვეტილებების მიღება ცოტა და არასაკმარისია. როცა მე ვარ სკოლის დირექტორი, ვჯდები კოლეგებთან ერთად და ვიწყებ გაანალიზებას, როგორ შევასრულოთ ის, რაც ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში წერია. მთავარი სამუშაო აქედან იწყება. დანერგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მე და თქვენ ერთად ბევრ კარგ აზრს მოვიფიქრებთ, მაგრამ, თუ არ განხორციელდა, რა აზრი აქვს? ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ უნდა მოხდეს მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზება.
მეორე მიზეზი მოსწავლეთა მოტივაციაა, რომელიც მაღალი არ არის. ჩვენი ახალგაზრდა თაობა, განათლებასა და კეთილდღეობას შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს. მე ბევრი უნდა ვიმუშაო და ვიკითხო, ეს რთული პროცესია და თუ მე ჩემი ძალისხმევის შედეგებს ჩემსავე კეთილდღეობაში ვერ ვხედავ, ვზარმაცდები. მოსწავლეთა მოტივაცია გაცილებით მაღალი უნდა იყოს, რათა მათ შეძლონ და განათლების საჭირო დონეს მიაღწიონ.
– მანამ სანამ სხვა მიზეზებზე გადახვალთ, გკითხავთ, როგორ უნდა გავზარდოთ მოსწავლეების მოტივაცია?
– სახელმწიფო მუდმივად უნდა აპელირებდეს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პრიორიტეტული განათლებული ადამიანის ცხოვრების წესია. რამდენიმე წლის წინათ ერთ-ერთ ტოქშოუში ვმონაწილეობდი და წამყვანს ვკითხე: „თქვენ შეგიძლიათ, ჩამოთვალოთ მესამეხარისხოვანი პოლიტიკოსი რამდენიც გაგიხარდებათ, იმდენი, მაგრამ შეგიძლიათ თუ არა ერთი კარგი მასწავლებელი მაინც დამისახელოთ, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს?“ ამ საქმის პოპულარიზება არ ხდება. დეკლარირებულია, რომ ჩვენს ქვეყანაში პედაგოგიკა პრიორიტეტულია, მაგრამ ეს რეალური პრიორიტეტი უნდა იყოს და არა სიტყვიერი.
– ანუ, გარდა მოსწავლეებისა, მასწავლებლების მოტივაციის პრობლემაც იკვეთება…
– ბუნებრივია. მასწავლებლების მოტივაცია საკმაოდ დაბალია. მასწავლებელი ჩვენთან უზრუნველყოფილად და კარგად ვერ ცხოვრობს. მასწავლებლობა ისეთი პროცესი არ არის, რომელსაც ადამიანისთვის სათანადო და ღირსეული შემოსავალი მოაქვს. ეს ცნობილია, ახალს არაფერს ვამბობ. მარტო ფულზეც არ არის საქმე. მასწავლებლის სოციალური სტატუსი უფრო მაღალი უნდა იყოს. ვინ აამაღლებს ამას? – უპირველესად, თავად მასწავლებელი, რადგან ვინც კარგად ასწავლის, ის პოპულარულია. მაგრამ სახელმწიფო უნდა ირჯებოდეს, რომ ასეთი ადამიანები წინა პლანზე წამოსწიონ და საზოგადოებისთვის ცნობილი გახადონ. მასწავლებელი არ ჩანს, თითქოს ამ ქვეყნისთვის სულ ერთი იყოს, ვინ როგორ რას და რატომ ასწავლის. შემდეგი მიზეზი გაცდენებს უკავშირდება. სწავლების დასკვნით საფეხურზე გაკვეთილების გაცდენათა რაოდენობა ძალიან დიდია და სახელმწიფო ამ პრობლემას უყრუებს. გამოდის რაიმე ბრძანება, სადაც წერია, რომ ეს „არ“-ები უნდა ეპატიოთ, ჩამოეჭრათ. დღეს მოთხოვნა არ არის და ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვახსენოთ მასწავლებელთა კომპეტენციაც. მასწავლებელსა და მოსწავლეს ძალიან მაღალ მიზნებს ვუსახავთ. ჩვენი სტანდარტები ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად მაღალია მთელ მსოფლიოში, მაგრამ ამას რომ შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებლები, შესაბამისი პროგრამები და სახელმძღვანელოები სჭირდება, ყურადღების მიღმა გვრჩება. მასწავლებელთა დაბალი კომპეტენცია ერთი უსერიოზულესი მიზეზია იმ შედეგის, რაც ჩვენ გვაქვს. ამას უნდა დაემატოს მშობელთა დაბალი ჩართულობა. მშობელი სკოლას რომ არ უდგას გვერდით, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ხანდახან თავის შვილსაც არ უდგას გვერდით. ასეთი ფიქრი მძლავრობს, რომ ჩემი შვილი სკოლაში მივიყვანე და მთელი პასუხისმგებლობა მასწავლებლებზეა. თავისი შვილის მოტივაციის გასაზრდელად თვითონ არაფერს აკეთებს.
– თქვენ იმ საკითხებზე ისაუბრეთ, რაც საატესტატო გამოცდებში ჩაჭრის მიზეზებს ხსნის. მათ შორის არის მასწავლებლების კვალიფიკაციის არქონა და მოტივაციის ნაკლებობა. სწორედ ამიტომ საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის ბავშვები რეპეტიტორებს აკითხავენ, რადგან მშობლებიც და ბავშვებიც ფიქრობენ, რომ მასწავლებლები სათანადო ცოდნას ვერ იძლევიან და მაღალი ქულის მისაღებად რეპეტიტორთან სიარულია საჭირო. ზოგი ვერ ახერხებს, გადაუხადოს რეპეტიტორებს და, ასე ვთქვათ, იჩაგრება. თქვენ ემხრობით თუ არა რეპეტიტორების ინსტიტუტს და რა უნდა გაკეთდეს, რომ მოსწავლეები თანაბარ პირობებში იყვნენ გამოცდების ჩაბარებისას?
– რეპეტიტორების ინსტიტუტი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. ამ ინსტიტუციის მოწინააღმდეგე არ ვარ. ყველას აქვს უფლება, თუ თავისი შვილისთვის ან საკუთარი თავისთვის მასწავლებელი დაიქირაოს. რეპეტიტორების ასეთი ძალუმი მომრავლება, სასკოლო სისტემის ნაკლოვანებებთანაა დაკავშირებული. ამას, რასაკვირველია, სათანადო შეფასება სჭირდება. თუ სკოლის ადმინისტრაცია მოახერხებს და საკუთარ სკოლაში მიიყვანს ადამიანებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად მოტივირებულები და კომპეტენტურები იქნებიან, იმ მოთხოვნებს, რასაც სახელმწიფო დღეს CAT-ის გამოცდაზე აყენებს, ნებისმიერი მოსწავლე უნდა გაუმკლავდეს. 11 000 ჩაჭრილი ბავშვი პირდაპირი მიმანიშნებელია, რომ სკოლაში რაღაც არ და ვერ ხერხდება.
– ზოგადად, საატესტატო გამოცდებზე, კერძო სკოლის ბავშვები უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე საჯარო სკოლის ბავშვები, რით განსხვავდება კერძო სკოლა საჯაროსგან, რას აძლევს ის ბავშვებს ისეთ, რასაც საჯარო სკოლა ვერ უზრუნველყოფს?
– მე საჯარო სკოლის დირექტორიც ვიყავი და ახლა კერძო სკოლის დირექტორი ვარ. პირველი და არსებითი განსხვავებაა ის, რომ საჯარო სკოლაში კადრების შერჩევის ისეთი თავისუფლება არ მქონდა, როგორც კერძო სკოლაში მაქვს. აქ შემიძლია მივიღო ისეთი ადამიანი, რომლის კომპეტენციასაც საკმარისად მივიჩნევ და მაქვს საშუალება, ანაზღაურების თვალსაზრისით მოტივაციაც გავაჩინო. საჯარო სკოლები ამას მოკლებულია. მეორე განსხვავება არის ის, რომ საჯარო სკოლაში ერთ კლასში ბევრი ბავშვი ზის. კერძო სკოლაში კი კლასში, მაქსიმუმ, 15 მოსწავლეა. ეს თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მუშაობის განვითარებას გვაძლევს.
– სახელმძღვანელოები რა როლს თამაშობს? კერძო სკოლას ხშირად თავისი სახელმძღვანელოები აქვს, რამდენად დგას საჯარო სკოლებში წიგნების პრობლემა?
– სახელმძღვანელოების პრობლემა თვალშისაცემია. ადამიანი კარგად სწავლობს იმას, რასაც თავად აკეთებს. ცოდნის თეორიული გადაცემა პრაქტიკულ სწავლებასთან შედარებით მოიკოჭლებს. ჩვენი სახელმძღვანელოები ნაკლებად არის ორიენტირებული იმაზე, რომ თეორიული ცოდნა მოსწავლეებს პრაქტიკულ გამოცდილებად გადაუქციოს. ეს ერთ-ერთი სერიოზული ნაკლია. კონკურსები ცხადდება, მაგრამ საქართველოს არ აქვს იმდენი რესურსი, რომ 4-5 პარალელური სახელმძღვანელო არსებობდეს. სახელმძღვანელოს დაწერა საკმაოდ რთულია. ავტორმა ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის უნდა ჰქონდეს საგნის კომპეტენცია. ბავშვთა ასაკობრივი ფსიქოლოგიის მოთხოვნები, ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ყველა მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს. ეს კომპლექსურად რთული ამოცანაა.
– მინდა გადავიდე საერთაშორისო კვლევაზე (PISA), რომელზეც რამდენიმე კვირაა საუბარი არ ცხრება. ეს კვლევა 15 წლის მოზარდებს შორის ჩატარდა და საკმაოდ შემაშფოთებელი შედეგები გვაქვს, მათ შორის ყველაზე საგანგაშო იყო 70 ქვეყნიდან 62-ე ადგილი წაკითხულის გააზრებაში. რისი თქმის საფუძველს გაძლევთ ამ კვლევის შედეგები?
– ეს კვლევა აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ზოგადი განათლება სათანადოდ კარგად ორგანიზებული არ გვაქვს. ეს კვლევა, ზოგადად, აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ზოგადი განათლება კონცეპტუალურად არ გვაქვს გააზრებული. ეს იმას აჩვენებს, რომ ჩვენ წინარე შედეგებს უპასუხისმგებლოდ ვეკიდებით. ეს შედეგი პირველად არ დადებულა. ასეთი შედეგი გვქონდა 5 წლის წინათ და უფრო ადრეც. ძალიან მიკვირს, რომ საუბრები წყდება ხოლმე. პრობლემას დაახლოებით სამი დღე შევიცხადებთ და სწრაფად გვავიწყდება. ახლაც, კვლევის შედეგები გამოცხადდა და ყველა დაფაცურდა. გარანტიას გაძლევთ, რომ ორი კვირის შემდეგ ეს კვლევა არავის ემახსოვრება და 5 წლის შემდეგ, როცა ახალი კვლევის შედეგები დაიდება ისევ ყველა აყვირდება. ამას სერიოზული საზოგადოებრივი მონიტორინგი სჭირდება. მშობელი მთავარი დამკვეთია და საერთოდ არ აინტერესებს, თავისი შვილი რა შედეგებამდე მიდის. ესეც არანორმალური მოვლენაა. მშობლის ჩართულობის თვალსაზრისით ბევრი პრობლემები გვაქვს. ამას კონფერენციების მიძღვნა, რეკომენდაციების დადება, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება სჭირდება. ეროვნული სასწავლო გეგმა მივიღეთ, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიც მივიღეთ, საერთაშორისო კვლევების შედეგებიც გვაქვს და რას ვაკეთებთ, რის კორექციას ვფიქრობთ, რათა ჩვენს დასახულ მიზნებს მივაღწიოთ? – ამაზე არავინ ლაპარაკობს, ამიტომ არ გამიკვირდება, თუ 5 წლის შემდეგაც იგივე შედეგი გვექნება.
– ყოველთვის ასე იყო – იცვლებოდა მინისტრი ან ხელისუფლება და იცვლებოდა განათლების სისტემის ხედვა, რეფორმები და ამ ცვლილებებს ყოველთვის მოსწავლეები ეწირებოდნენ, ხომ არ ფიქრობთ, რომ დღეს ზოგადი განათლების დაბალი დონე და ჩაჭრილების დიდი რიცხვი განათლების სისტემის არამდგრადობამ და არაგანგრძობითობამაც გამოიწვია?
– განათლების სისტემის რეფორმის პროცესი მემკვიდრეობითი უნდა იყოს. შეუძლებელია, დროის მცირე მონაკვეთში მასშტაბური სარეფორმო ნაბიჯების გადადგმა მოახერხო. ამ მემკვიდრეობითობის უზრუნველმყოფი პარლამენტი უნდა იყოს. განათლების სახელმწიფო პოლიტიკა პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს. განათლების სამინისტრო მთავრობის ინსტრუმენტია, რომელმაც ეს უნდა განახორციელოს. პარლამენტი, რაც დამოუკიდებლები ვართ, ხშირად პასიურობდა და სახელმწიფო მიზნების თეორიულ საფუძვლებს თავად განათლების სამინისტრო წერდა და ახორციელებდა.
– განათლების სამინისტრო ახორციელებს კონკრეტულ რეფორმებს მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოტივაციის გაზრდის მიზნით და სხვა მიმართულებებითაც. როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის, რაში შეიტანდით შენიშვნას და რა უნდა გაკეთდეს, შედგები რომ ვნახოთ?
– რეკომენდაციების მიცემა მარტივი საქმეა, მაგრამ კარგად მესმის, რომ გადაწყვეტილების მიღებას აწონ-დაწონა სჭირდება. ადვილი არ არის. განათლების რეფორმის განხორციელება აქილევსის ქუსლია არა მარტო ჩვენნაირი ღარიბი, არამედ ძალიან მდიდარი ქვეყნებისთვისაც. მაგალითად, ამერიკელები განათლების რეფორმას 10 წელი ახორციელებდნენ. 70-იან წლებში დაასრულეს რეფორმა, რომელიც მილიარდობით დოლარი დაჯდა და შემდეგ დაასკვნეს, რომ იმას, რაც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული, სკოლების მხოლოდ 2-3%-მა მიაღწია. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ესპანეთის მაგალითზეც. სამინისტრომ სწორი მიმართულებით გადადგა ნაბიჯი, როცა მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მის კომპეტენციას დაუკავშირა. ჩემი აზრით, პროფესიული განვითარების სქემა ცოტა უფრო მარტივიც შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ მანამ, სანამ მასწავლებლის საშუალო ხელფასი ჩვენი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს არ გაუთანაბრდება, დამატებით მოტივაციაზე ლაპარაკი ძნელია. მარტო განათლების სამინისტრო ამას ვერ უშველის, რათა განათლების დაფინანსება დრამატულად გაზარდოს. თუმცა მარტო ფულში არ არის საქმე. ერთმანეთს ჭკუა და ფული უნდა შეხვდეს. ჩვენ საკმაოდ ლოგიკურ დასკვნებს ვდებთ, შემდეგ არც არაგონივრული გადაწყვეტილებები მიიღება, მაგრამ დანერგვა როგორ ხდება და რა შესაძლებლობები გვაქვს, რომ ეს განვახორციელოთ, რა სახის მონიტორინგი უნდა გახორციელდეს, რომ ცვლილებების მაჯაზე ხელი გვედოს? – აი, აქ პრობლემა გვაქვს.
– ანუ მონიტორინგის სისტემა თუ არ დავხვეწეთ, წლების შემდეგაც არ გვექნება ის შედეგი განათლების რეფორმაში, რაც გვინდა და წლების შემდეგაც იგივე პრობლემებზე ვიმსჯელებთ?
– დიახ, ზუსტად ასე ვფიქრობ. თუ მთელ ენერგიას კარგი გადაწყვეტილებების მიღებაში დავხარჯავთ და მერე აღარ მოვიკითხავთ, ეს გადაწყვეტილებები როგორ ხორციელდება, მაშინ, ბუნებრივია, უკეთეს შედეგებს არ უნდა ველოდოთ და ბოლოს გეტყვით, რა ფულსაც განათლებაზე ვხარჯავთ, ზუსტად ისეთი შედეგი გვაქვს.
მასალის სისწორეზე ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას www.Hedu.Ge
წყარო: primetime.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების და კონტეინერების მოცულობა გაიზარდა

საქართველოს საზღვაო ნავსადგურებმა და საზღვაო ტერმინალებმა 2017 წლის იანვარ-მარტში 4,3 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებთან შედარებით 100 000 ტონით მეტია.
საანგარიშო პერიოდში საზღვაო ნავსადგურებმა ჯამურად 88 210 კონტეინერი გადაამუშავა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდზე 13 669 კონტეინერით მეტია. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი კონტეინერი - 71 299 ერთეული ფოთის ნავსადგურმა გადაამუშავა, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ანგარიშზე იგივე პერიოდში 16 911 გადამუშავებული კონტეინერი მოდის.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლების მოსაგერიებლად ემზადება


სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთის რეგიონში შემომავალი ფრონტალური, სეტყვასაშიში ღრუბლის მასების მოსაგერიებლად ემზადება.  ინფორმაციას "დელტა" ავრცელებს.
რეგიონში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემოედინება და თან შემოაქვს უკვე ჩამოყალიბებული 30 მმ-მდე ზომის სეტყვის მარცვლები. 
ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ განუწყვეტელი დაკვირვების რეჟიმში გადაადგილდება.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

შსს არასრულწლოვნებისთვის საშიშ ინტერნეტ-თამაშზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ თამაშზე ("ლურჯი ვეშაპი"), რომლის წესების მიხედვითაც არასრულწლოვნები თვითდაზიანებებს იყენებენ და თვითმკვლელობითაც კი შეიძლება დაასრულონ სიცოცხლე, განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და სსკ-ს 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.
გამოძიების მთავარ ინტერესს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად არის შემხებლობაში ინტერნეტში გავრცელებული თამაში ქართულ ინტერნეტსივრცესთან.
დანაშაულის პრევენციის მიზნით, შს სამინისტრო მოუწოდებს ინტერნეტმომხმარებლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისგან, რამაც, შესაძლოა, თავის მხრივ, მოზარდებში აღნიშნული თამაშის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.
ინტერნეტსივრცეში გავრცელებული თამაში „ლურჯი ვეშაპი“-ს ძირითად მომხმარებლებს 
 არასრულწლოვნები წარმოადგენენ. აღნიშნული თამაში გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც.
თამაშის დასასრულს, მოთამაშეს „კურატორი“ აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მას თვითმკვლელობისაკენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან ფატალური შედეგით სრულდება.
28 მაისს, საქართველოში, 12 წლის გოგო ე. წ. კურატორის დავალებით მე-5 სართულიდან გადახტა. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში წევს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ქაბულში აფეთქებისას სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საელჩოებთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს დიდი აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის ზუსტდება აფეთქების მიზეზი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Reuters-ი იუწყება, რომ სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა. ამ დროისთვის ზუსტდება დაღუპულთა რიცხვი. დიპლომატიურ უბანში გერმანიის და ირანის საელჩოებია განთავსებული.
თვითმხილველთა თქმით, აფეთქების ტალღამ შენობები დააზიანა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
6-7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
10-11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
10-ივლისი (პირველი სესია) 11-ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა;
10 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
11 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;
13 ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა;
14 ივლისი (მეორე სესია) - ლიტერატურა; 
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
18 ივლისი (მეორე სესია) - ბილოგია;
19 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;
25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;
26 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;
26 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
27 ივლისი (პირველი სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ახალსოფელში მეათეკლასელმა გოგომ თავი მოიკლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მეათეკლასელმა გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევა წუხელ მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ახალგაზრდა საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს და პოლიციას შეატყობინეს.
მომხდარის მიზეზებზე ოჯახის წევრებს საუბარი უჭირთ. საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

Tuesday, May 30, 2017

ჯეჯელავა: მშობლები ჩივიან შვილები არ კითხულობენო და აღმოჩნდა, რომ თავადაც არ იკლავენ თავს

"კითხვა უნდა შევაყვაროთ ახალგაზრდებს და ამისთვის მხოლოდ სკოლა არ არის საკმარისი ინსტრუმენტი", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემ კითხვაში" ისაუბრა. როგორც მინისტრი აცხადებს, წაკითხული წიგნების სტატისტიკა და წაკითხულის გააზრება ერთმანეთს ემთხვევა. 

"მე მქონდა შეხვედრა მშობლებთან, რომლებიც ჩივიან, რომ მათი შვილები არ კითხულობენ და პირდაპირ ვკითხე ამ მშობლეს, თქვენ თუ კითხულობთ წიგნებს და თქვენი შვილები თუ გხედავენ წიგნით ხელში-მეთქი. რაღაცა ცოტა უხერხული სიტუაცია შეიქმნა, იმიტომ აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი თავს არ იკლავდა ამ ამბით.
ძალიან სასიხარულოა, რომ კითხვის და წიგნების გაყიდვის სტატისტიკა და შეადაროთ ამ წაკითხულის გააზრების გაუმჯობესებას თითქმის ემთხვევა ერთმანეთს. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც აკეთებენ პოპულარიზაციას კითხვისას, ეს ფანტაქტიკა იქნება, მხატვრული ლიტერატურა თუ თანამედროვე ლიტერატურა ისინი არანაკლებ უწყობენ უნარების განვითარებას ხელს", - აღნიშნა მინისტრმა.
ipress.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ჯეჯელავა საატესტატო გამოცდის გაუქმებაზე - "ნაციონალებს" გონება გაუნათდათ, მიხვდნენ, მთლად კარგად ვერ გააკეთეს რაღაცები"

"როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას" გაუნათდა გონება, ყველა ეს კომპონენტი მათი შემოღებულია, ახლა მიხვდნენ, რომ ვერ გააკეთეს მთლად კარგად რაღაცები, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საატესტატო გამოცდების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის გაუქმების მომხრე არაა და საატესტატო გამოცდები უნდა დაიხვეწოს.

"გაუქმებით მგონი არ უნდა გავაუქმოთ, უნდა დავხვეწოთ და განვავითაროთ, ეს არის ჩვენი ამოცანა. წლევანდელი რაოდენობა სკოლის საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეების, პროცენტულად არ განსხვავდება შარშანდელისგან, თუმცა ეს დიდად სანუგეშო არაა.
მოსწავლეები ცდილობენ ატესტატი აიღონ და უმაღლეს სასწავლებელში ისწავლონ. გერმანიაში თუ ეს რაოდენობა არის 40%, ჩვენთან არის 80%. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში პროფესიული განვითარების პოპულარიზაცია ნელ-ნელა შეამცირებს 12 კლასის ატესტატის აუცილებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ის ბავშვები გავლენ ამ გამოცდებზე, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება", - განაცხადა ჯეჯელავამ.

სასკოლო გამოცდებზე მოსწავლეების დიდი რაოდენობის ჩაჭრის გამო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატი გაუქმდეს.
AMBEBI.GE

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

რას წერს ოსური მედია მეუფე ისაიაზე, რომელსაც ომის შემდეგ ახალგორი არ მიუტოვებია

ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობა და პრესა მავთულხლართებს მიღმა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მსახურებით უკმაყოფილოა. კონკრეტულად, პრეტენზია აქვთ მეუფე ისაიას მიმართ, რომელიც ახალგორელებში და ზოგადად, კონფლიქტის ზონაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს...

ადგილობრივი გამოცემა "რესპუბლიკას" ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი რელიგიის საკითხებში, სონია ხუბაევა ამბობს, რომ ამ "პრობლემაზე" ხელმძღვანელობასთან ერთად რამდენჯერმე ისაუბრეს და გადაწყვეტილება მიღებულია: "მეუფე ისაიას არჩევანის გაკეთება მოუწევს - ან ალანიის ეპარქიაში დარეგისტრირდეს, ან მშვიდობიანად დატოვოს "რესპუბლიკის" ტერიტორია.

გამოცემაში ჩამოთვლილია ახალგორში არსებული ის სამი ტაძარი, სადაც ქართველი სასულიერო პირები მსახურობენ - დედათა მონასტერი სოფელ იკოტაში, რომელსაც იღუმენია სალომე წინამძღოლობს; ახალგორიდან 14 კილომეტრში მდებარე ეკლესია ლარგვისში, რომელსაც მეუფე ისაია წინამძღოლობს და მე-9 საუკუნის ტაძარი სოფელ წირქოლში, სადაც მსახურებას მამა თეოდორე ატარებს.

გამოცემა "რესპუბლიკის" ინფორმაციით, არცერთ სალოცავში, ე.წ. ალანიის ეპარქიის ოს მღვდლებს, იქ წირვა-ლოცვის ჩატარების უფლება არ აქვთ. ქართველი სასულიერო პირები საკვირაო ქადაგებებზე მისულ მრევლს ეუბნებიან, რომ "აქ უფლის მსახურება რუსული ოკუპაციის პირობებში ხდება.

გაზეთთან საუბარში ცხინვალიდან ახალგორში მივლინებული ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ამბობს, რომ როდესაც საქართველოს სასულიერო პირთან საუბარს შეეცადა, მეუფე ისაიამ მას "ოკუპანტი" უწოდა და ტაძრის კარი მიუხურა, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია, შეუძლებელია არ ახსოვდეს, თუ როგორი თავდაჭერილია ამ საკითხზე საუბრისას მეუფე...

"ბოდიშს გიხდით, არაფრის გამო არ მიღირს, იქ ურთიერთობა გავირთულო და შესვლა შემეზღუდოს, მით უფრო, თავად მოვიდნენ ჩემთან და იმ გარკვეულ შეზღუდვებს გაუგებრობა ვუწოდოთო, მითხრეს..." - აღნიშნა მეუფემ ჩემთან საუბარში, როდესაც ნიქოზში მასთან სასაუბროდ ჩავედი და ბევრ რამეზე საუბრისგან თავი შეიკავა...

თუმცა, "რესპუბლიკას" ინფორმაციით, ჟურნალისტის თქმით, ასევე არამეგობრულად შეხვდნენ მას იკოტას დედათა მონასტერშიც... "მათთან გასაუბრების მცდელობისას ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ ქართულის გარდა, არც ერთ ენაზე არ საუბრობს, არც ესმის და დამტვრეული რუსულით, კატეგორიულად მოგვთხოვა, ტერიტორია დაგვეტოვებინა... ჩვენს შეთავაზებაზე, - თარჯიმანი მიგვეყვანა, მკაცრი უარი მივიღეთ... - ახლა აქ არ იმყოფება იღუმენი და მისი ნებართვის გარეშე უცხოებს ვერ გავესაუბრებით, მით უფრო, თქვენ ისე არ ხართ შემოსილი, აქ დარჩენის უფლება მოგცეთო... - გვითხრეს დედათა მონასტერში და არც იმაზე გაგვცეს პასუხი, შევძლებდით თუ არა დედა სალომესთან გასაუბრებას..", - წერს "რესპუბლიკა".

თავის მხრივ, ცხინვალელი სასულიერო პირის თქმით, - ყველა ღვთისმსახურმა საქმიანობა "ალანიის ეპარქიას" უნდა შეუთანხმოს, მაგრამ ქართველები ამას არ აკეთებენ და ვინაიდან რუსეთის პატრიარქი კირილი სამხრეთ ოსეთს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს, ამ საკითხს "ალანიის ეპარქია" ვერ წყვეტს. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ" მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს პოზიცია, რომ "სამხრეთ ოსეთი ალანიის ეპარქია და კანონიკური ტერიტორიაა" - აცხადებს ოსი სასულიერო პირი.

"რა თქმა უნდა, ყველასთვის მიუღებელია და უკანონოა, დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ლენინგორის რაიონში, ღვთისმსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ატარებენ, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში არ არიან დარეგისტრირებული და ამის გაკეთებას არც აპირებენ... ამიტომ, ბოლოს, სპეციალურ შეხვედრაზე გადაწყდა, ქართველ სასულიერო პირებს ან ალანიის ეპარქიის იურისდიქციაში დარეგისტრირება შესთავაზონ, ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორია მშვიდობიანად დატოვონ..." - გამოცემის ინფორმაციით, ცნობილი არ არის, ეს გადაწყვეტილება უკვე აცნობეს თუ არა მეუფე ისაიას.

ფაქტია, რომ ცხინვალის ხელმძღვანელობა ამ საკითხის მიმართ, რატომღაც გულგრილია. არადა, 2014 წლის მაისიდან, ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად საჭირო დოკუმენტი შეიცვალა და ბევრ სხვა ახალგორელთან ერთად, არც ქართველ სასულიერო პირებს მიეცათ საშუალება, თუმცა, მეუფე ისაია ახალგორში საქმიანობას მაინც განაგრძობს... საქმე ის არის, რომ საშვის უქონლობის გამო, მეუფე ისაია 2 წელზე მეტი ახალგორიდან დანარჩენ საქართველოში წამოსვლას ვერ ახერხებდა. შემდეგ ეს საკითხი მოგვარდა და მან რამდენჯერმე თბილისში ჩამოსვლაც შეძლო.

პ.ს. ახლახან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, მეუფე ისაია სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

"დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ უმაღლესი ჯილდოთი მეუფე ისაიას. მეუფე თავდადებულად მოღვაწეობს ისეთ რთულ ეპარქიაში, რომელიც მას დაეკისრა. ღმერთმა ძალა და მადლი მისცეს მას. ამასთან დაკავშირებით ვაჯილდოებთ სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით", - აღნიშნა პატრიარქმა.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

მე–10–12 კლასებში მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეიცვლება – ლია გიგაური

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის განცხადებით, ის საკითხი, რომ ყოველწლიურად საჯარო სკოლების კურსდამთავრებულების გარკვეული რაოდენობა აწყდება გამოსაშვებ გამოცდებზე პრობლემას, გამოსწორდება მხოლოდ საშუალო საფეხურის შინაარსობრივი და სტრუქტურული ცვლილების შემდეგ. მათ შორის, დაემატება არჩევითი საგნები და შეიცვლება შეფასებების სისტემაც.
როგორც გიგაურმა EDU.ARIS.GE-ის განუცხადა, მოსწავლეების მიერ ბარიერის ვერ გადალახვას არა ერთი, არამედ სხვადასხვა მიზეზი აქვს. ესაა სასკოლო პროგრამები, სკოლის მოწყობა, მასწავლებლების პროფესიული მზაობა, მოსწავლეების მოტივაცია.
”ჩვენ ვგეგმავთ არამხოლოდ საშუალო საფეხურის (მე-10, მე-11, მე–12 კლასები) შინაარსობრივ  გადამუშავებას, არამედ მოწყობის შეცვლასაც. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. თვითონ საშუალო საფეხურის მისიიდან და  სტრუქტურის ცვლილებიდან გამომდინარე, შეფასებების სისტემაც იქნება შეცვლილი.  ზოგადად დაწყებულია მუშაობა საშუალო საფეხურის შინაარსის ცვლილებაზე, განახლებაზე, დიფერენცირებულ მიდგომებზე, სტრუქტურის  ცვლილებაზე. მომდევნო სასწავლო წელს ალბათ დანერგვას ვერ შევძლებთ, თუმცა საპილოტე ვერსია მზად გვექნება,” – აღნიშნა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში ზოგადი განათლება სამ საფეხურად იყოფა: დაწყებით, საბაზოდა საშუალოსაფეხურებად. დაწყებითი საფეხური გულისხმობს 1-6 კლასებს, საბაზო – 7-9, ხოლო საშუალო – 10 – 12 კლასებს. სავალდებულო სწავლება საქართველოში მოიცავს 1-9კლასებს.
edu.aris.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


სასტუმრო "არმაზის" მეპატრონემ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა

სასტუმრო „არმაზის“ მფლობელმა ზაზა ართმელაძემ, რომელმაც თავი გუშინ მოიკლა, თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა. დღეს ოჯახმა ეს წერილი გაასაჯაროვა. დღესვე ართმელიძის ოჯახმა და ადვოკატმა განცხადება გააკეთეს. ისინი ამბობენ, რომ მათი ოჯახის მიმართ დისკრიმინაცია წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. სასტუმროს მეპატრონეები ამას მათი ქონებით დაინტერესებას უკავშირებენ, თუმცა კონკრეტულ პირებს არ ასახელებენ.
ზაზა ართმელაძის მამა ხასან ართმელაძე არ გამორიცხავს, რომ სასტუმრო 2015 წელს მიზანმიმართულად დაწვეს, თუმცა ვინ, ამის შესახებ არ საუბრობს. ოჯახი როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო დავას გააგრძელებს. ადვოკატის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე დავა, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება, ჯერ არ დასრულებულა. რაც შეეხება სამოქალაქო დავას, სასტუმროს მეპატრონეებს "პროკრედიტ ბანკი" ოჯახს 300 ათასზე დოლარზე მეტს ედავება. ოჯახს სასტუმრო ბანკში ჰქონდა ჩადებული, ხანძრის შემდეგ შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო კი, სასამართლომ ქონება "პროკრედიტ ბანკს" მიაკუთვნა.
რაც შეეხება ზაზა ართმელაძის წერილს, ის გუშინ საღამოს ბიბლიაში იპოვეს. მასში საუბარია სასტუმროში 2015 წელს მომხდარ ტრაგედიაზე.
„იმ ავბედით დღეს, როდესაც სამი ბავშვი დაიღუპა, სამწუხაროდ, მიშველების საშუალებაც არ მომეცა, რისთვისაც სიცოცხლესაც არ დავიშურებდი, მთელი ჩემი არსებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ძებნა დაიწყო გარეთ ქუჩაში, ბაღში, ზღვის პირას. ჩემი ოჯახის უფროსი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი და ვასრულებდი პირნათლად იმ ტურისტულ საქმეში, რითაც ოჯახი იყო დაკავებული. რაც ევალება, ალბათ, ოჯახში მამას, კაცს. საქმის ვითარება სამწუხაროდ, ისე მიდის, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ ბავშვების დაღუპვაში, თუმცა სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებიდან ნათლად იკვეთება ყველაფერი. ვინ გაექცევა იმ ცოდვას ღმერთის წინაშე, ვინც ტყუილს იტყვის და ვინმესკენ გადაიხრება, როდესაც სამი პატარა ბავშვია დაღუპული. მჯერა, რომ სიმართლე დადგინდება! იმ მუხლთან ერთად, რითაც კანონი მედავება, სიტყვიერად სასამართლოზე გულგრილობაში და დაუდევრობაშიც კი მე მდებენ ბრალს.“- ნათქვამია ართმელაძის წერილში.
ის ხანძრის შემდეგ ოჯახის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზეც წერს. „ ხანძრისგან ოჯახმა დაკარგა ყველაფერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი შრომით ვაშენეთ. ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა. უფალს ვევედრები შემინდოს, თუკი რამე არასწორად გადავწყვიტე. მადლობა ყველას დახმარებისთვის, თანადგომისა და თანაგრძნობისთვის. ილოცეთ ჩემთვის“, - ნათქვამია წერილში.
ქობულეთში სასტუმრო "არმაზის" მეპატრონემ თავი გუშინ მოიკლა. ადგილობრივების თქმით, ცხედარი დამწვარი სასტუმროს შენობაში ნახეს. შსს ფაქტს ადასტურებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
2015 წელს სასტუმროში ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მეპატრონე დააკავეს.
imedinews.ge


განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


დღეს საღამოდან 1-ელ ივნისამდე საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

დღეს საღამოდან, 1-ელ ივნისამდე საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია სეტყვა. ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.
31 მაისს და 1-ელ ივნისს იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს. 
2 – 4 ივნისს იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში და ისევ დათბება. 
აღმოსავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ipn.ge


განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად