Pages

Tuesday, May 16, 2017

სომხეთში ნოეს კიდობანს ააშენებენ

სომხეთში კულტურულ-ისტორიულ და სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპლექსს, "ნოეს კიდობანს" ააშენებენ. პროექტის ინიციატორია ფონდი "ავაშენოთ მთელმა ერმა". ინფორმაციას Новости-Армения ავრცელებს.
აშენდება იმავე აგებულების და ზომის კიდობანი, როგორიც ძველ აღთქმაშია აღწერილი.
კიდობანში განთავსდება 200 პავილიონი. თითოეულ მათგანში გამოიფინება სახელმწიფოების და ერების დროშები, გერბები, კულტურული ექსპონატები. მოეწყობა გალერეა და ბიბლიოთეკა. შესაძლებელი იქნება ტურისტების და მომლოცველების განთავსება.
პროექტს სომხეთის მთავრობას წარუდგნენ, მშენებლობა კი, ტერიტორიის გამოყოფის შემდეგ დაიწყება.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


No comments:

Post a Comment