Pages

Tuesday, May 16, 2017

ხაჯიმბა გაერო-სგან აფხაზეთის აღიარებას ითხოვს

სოხუმში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის საქართველოში, ნილ სკოტის და ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ინფორმაციას АпсныПресс-ი ავრცელებს.
"მოდით, მოვილაპარაკოთ ასე: თქვენ ჩვენ გვაღიარებთ! და თქვენი დახმარება უფრო ქმედითი იქნება. საქართველო იძულებული იქნება, გვაღიაროს. არ გვინდა მარტო დახმარება. გამოდის, რომ გვმართავთ. არ გვაძლევთ ჩარჩოებიდან გამოსვლის საშუალებას. რუსეთის ფედერაციაც ძალიან გვეხმარება", - ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. 
ოკუპირებულ აფხაზეთში გაერო-ს მხარდაჭერით 3 ორგანიზაცია საქმიანობს - სოფლის მეურნეობის, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment