Pages

Monday, May 22, 2017

კატალონიამ ესპანეთისგან სასწრაფოდ გამოყოფის დოკუმენტი შექმნა

თუკი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება უარს ეტყვის რეგიონს ჩაატაროს რეფერენდუმი ესპანეთისგან გამოყოფაზე, კატალონიის ხელისუფლება უმალ დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც რეგიონის ხელისუფლებამ მოამზადა, - წერს El Pais-ი.

დოკუმენტში წერია, რომ თუკი მადრიდი პლებისციტის ჩატარებას მოიწონებს, რეგიონის ხელისუფლება რეფერენდუმზე ერთ შეკითხვას გამოიტანს: "გსურთ თუ არა, რომ კატალონია ესპანეთის სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი გახდეს?", დადებითი პასუხის შემთხვევაში კი რეგიონი საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება და დარჩება ევროკავშირის შემდგენლობაში.

2016 წლის 30 სექტემბერს, კატალონიის პრლამენტმა რეფერენდუმის ჩატარების იდეა მოიწონა. გადაწყდა, რომ მადრიდის თანხმობის მიუხედავად, პლებისციტი 2017 წლის სექტემბერში ჩატარდება.

ესპანეთის ამ ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის პარლამენტმა 2014 წლის 9 ნოემბერს სუვერენიტეტს დაუჭირა მხარი. პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში დამოუკიდებლობის ამოქმედების დროდ წელიწადნახევარი განისაზღვრა.

კატალონიის პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 2015 წლის 2 დეკემბერს, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აუკრძალა რეგიონს დამოუკიდებლობის გმოცხადება.
imedinws.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment