Pages

Monday, May 22, 2017

ღვიძლის უკანონო გადანერგვის ოპერაციებისთვის კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი დააკავეს



ღვიძლის ტრანსპლანტაციის უკანონო ოპერაციების საქმეზე კლინიკა "ლანცეტის" ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი დააკავეს. 
მას ბრალს დღეს წარუდგენენ. აღმკვეთ ღონისძიებაზე კი სასამართლო ხვალა იმსჯელებს. ფარმან ჯეირანლი კლინიკა "ლანცეტის" 50%-იანი წილის მფლობელია.
უკანონო ოპერეციების ჩატარების შესახებ გადაცემა "იმედის დრომ" მაყურებელს ოქტომბერში უამბო. მაშინ იმედის ჟურნალისტებმა მოიპოვეს დოკუმენტი - ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ექიმებს, რომელთაც ოპერაციები ჩაატარეს არ ჰქონდათ საქართველოში საექიმო საქმიანობის უფლება, ასევე არ არსებობდა ტრანსპლანტაციის საბჭოს ნებართვები.
რეპორტაჟის გასვლის შემდეგ საქმის გამოძიება მთავარმა პროკურატურამ დაიწყო. კლინიკა "ლანცეტში" ღვიძლის გადანერგვის სულ 2 ოპერაცია 2016 წლის მარტში ჩატარდა. ორივე ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა, ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გიორგი ჩუბუნიძე და კარლო კეკელიძე გარდაიცვალნენ. პროკურატურამ დაზარალებულად მათი მეუღლეები ცნო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment