Pages

Tuesday, May 23, 2017

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია - არანაირ საქველმოქმედო პროექტებთან დაკავშირებით დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეპარქიის მღვდელმთავართან საუბარი არ ჰქონია

არანაირ საქველმოქმედო პროექტებთან დაკავშირებით დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეპარქიის მღვდელმთავართან საუბარი არ ჰქონია“, - ამის შესახებ ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც ეპარქიის ხელმძღვანელობა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

რაც შეეხება ჩაქვის სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს არასწორია, რადგან ჩაქვის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა 1998 წლიდან ფუნქციონირებს, რომელსაც გარკვეული პერიოდი თავად დეკანოზი ხელმძღვანელობდა.

განცხადებაში ასევე საუბარია საქართველოს საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმიანობაზე. „ხოლო რაც შეეხება მის საქართველოს საპატრიარქოში საქმიანობას, ის 2015 წლის 16 ნოემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ და გამწესებულ იქნა აღნიშნულ თანამდებობაზე. ის ვალდებული იყო ყველა მისი ქმედება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეეთანხმებინა. ხოლო რაც შეეხება დასახელებულ თანხას, ჩვენ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდით ამის შესახებ, ჩვენ ეს მასმედიის საშუალებით შევიტყვეთ. კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ ყველა იმ შეკითხვას, რაც საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს, გამოძიების დასრულებისთანავე ჩვენ ამომწურავ პასუხებს გავცემთ“, - ნათქვამია ეპარქიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
 ipn.ge



No comments:

Post a Comment